Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60142453)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Multifunctional Public Center
Номер конкурса: 60142453
Дата публикации: 23-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025781
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 16:52
Начало приема предложения 07.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.01.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 298`901.92 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: rusudan aslanishvili :: 22.12.2024 23:57
  • Последнее исправление: nika machavariani :: 23.12.2024 16:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608392&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ა(ა)იპ „მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი“-ს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
ავტომანქანები:

- KIA CERATO, სახ. ნომერი - OT139OT , გამოშვების წელი - 2011
- TOYOTA COROLLA, სახ. ნომერი - DD039VD , გამოშვების წელი - 2010
- TOYOTA PRIUS C, სახ. ნომერი - HU839UH , გამოშვების წელი - 2014

1. შესყიდვის ობიექტია აღნიშნული 3 ერთეული ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, სათადარიგო ნაწილების მიწოდებით (შემდგომში-მომსახურება).
2. შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევა დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაათვალიეროს მანქანა. დათვალიერების შედეგად მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც უნდა აღინიშნოს გასაწევი მომსახურების აღწერილობა, ღირებულება, მომსახურების გაწევის დაწყებისა და დასრულების ვადა.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
4. გაწეული ტექნიკური მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღმოჩენილი ნაკლი (ხარვეზი) ან/და შეცვალოს დაყენებული სათადარიგო ნაწილი ახლით.
5. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
6. მომსახურების გაწევისას, პრეისკურანტში ტექნიკური მომსახურების რომელიმე სახეობის/სათადარიგო ნაწილის არარსებობისას, ამ მომსახურების სახეობის/სათადარიგო ნაწილის ღირებულება დგინდება მხარეთა მიერ გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
8. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. კლების პრინციპით.
9. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
მომსახურების დასახელება სათადარიგო ნაწილების მითითებით მოცემულია პრეისკურანტში (დანართი 1 პრეისკურანტი ტექმომსახურებაზე).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი.
მიმწოდებელი, ასევე კონტრაქტორი (მისი არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია მოახდინოს ავტომობილის შეკეთება შემდეგ ვადებში:
1. ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სთ.
2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
5. თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალი, რომლიც არ აღმოაჩნდება მიმწოდებელს და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მიმწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 40 კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევა დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაათვალიეროს მანქანა. დათვალიერების შედეგად მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც უნდა აღინიშნოს გასაწევი მომსახურების აღწერილობა, ღირებულება, მომსახურების გაწევის დაწყებისა და დასრულების ვადა.
მომსახურების გაწევისას, პრეისკურანტში ტექნიკური მომსახურების რომელიმე სახეობის/სათადარიგო ნაწილის არარსებობისას, ამ მომსახურების სახეობის/სათადარიგო ნაწილის ღირებულება დგინდება მხარეთა მიერ გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
მომსახურების გაწევის ადგილია მიმწოდებლის სერვისცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

გაწეული ტექნიკური მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პერიოდი: მიმწოდებელმა, ასევე კონტრაქტორებმა (არსებობის შემთხვევაში) შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალებზე უნდა გასცენ გარანტია:
1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე.
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი.
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე.
5. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
6. გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ

საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღმოჩენილი ნაკლი (ხარვეზი) ან/და შეცვალოს დაყენებული სათადარიგო ნაწილი ახლით.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას სერვისცენტრ(ებ)ის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან განსაზღვრული მოთხოვნების დადასტურება/შემოწმება საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს თავისი წარმომადგენლების ადგილზე მისვლით (დათვალიერებით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც 2021 წლის 01 იანვრიდან გაუწია ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი.
2.2.1.2. სავალდებულო არ არის წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილებით განსაზღვრული ხელშეკრულებების მიწოდების ან მოქმედების ვადები იყოს დასრულებული ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის "შერჩევა/შეფასება" მინიჭების მომენტში.
2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, ასევე კონტრაქტორებს (არსებობის შემთხვევაში) უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტოსერვისი ქ. თბილისში, რომელიც უნდა მდებარეობდეს შემსყიდველის ადგილმდებარეობიდან (ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქ. #18ა) 10 კმ-ის რადიუსში.
პრეტენდენტის, ასევე კონტრაქტორების (არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული სერვისცენტრი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი მომსახურების გაწევისთვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურითა და დანადგარით:
1. ელექტრო მომარაგების წყარო (გენერატორი).
2. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მათ შორის ჰიბრიდული სისტემის ელემენტების შემოწმება.
3. ამწე მექანიზმი არანაკლებ 3 ერთეული.
4. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი.
5. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი.
6. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი.
7. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება.
8. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
9. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.
10. ძრავის ზეთის შეცვლა.
11. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით.
12.ავტომანქანის (CO) ტოქსიკური გამონაბოლქვის შესამოწმებელი აპარატი როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავისთვის.
13. სამღებრო ოთახი(ე.წ.სუშილკა).
14. ავტომანქანების გასაჭიმი დანადგარი(ე.წ.რობოტი).
15. ძრავის გამონაბოლქვი კვამლის გამწოვი დანადგარი.
16. პირველადი მოთხოვნის მარაგი ადგილზე: ფილტრები და ხუნდები.

ქალაქ თბილისში მოქმედი სერვისცენტრ(ებ)ის შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის და სერვისცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა დოკუმენტი), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობის შესახებ და რომელიც მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების პერიოდის განმავლობაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-თ ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და შემსყიდველისთვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკა მაჭავარიანი, 592023052, dididigomicenter@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-7, მე-8 და მე-9 ქვეპუნქტების შესაბამისად;
10.1.7.2 სარეკომენდაციო წერილები, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.2 ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობის შესახებ, რაც მოწოდებული უნდა იქნეს ტექსტის სახითა და შესაბამისი ფოტოსურათებით.
101.7.3 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის პერიოდს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru