Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #60142430)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 60142430
Дата публикации: 23-12-2024
Сумма контракта: 310 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025767
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 15:53
Начало приема предложения 05.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 310`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2025 წლის იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპ) მომსახურება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პოპულაციებში მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`240.00 GEL
Размер гарантии 3`100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 22.12.2024 13:07
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 23.12.2024 15:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608372&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპ) მომსახურება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პოპულაციებში მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპ) მომსახურება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პოპულაციებში.

„მომსახურების“ გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 12 თვე, 2025 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მოდული: პრევენციული ღონისძიებები

ინტერვენცია: აივ ექსპოზიციის წინა არვ მედიკამენტოზური პროფილაქტიკური მკურნალობა (PrEP)

პროექტის მიზანი
პროგრამის ძირითადი მიზანია აივ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სამედიცინო მომსახურებასთვის (პრეპ) ბენეფიციარების მიზნობრივი მოძიება, მათი სამედიცინო მომსახურებაში ჩართვის უზრუნველყოფა და სოციალური მხარდაჭერის მიწოდება აივ ინფექციის პრევენციის მიზნით მაღალი რისკის პოპულაციებში.

პრეპის მომსახურების მიწოდებისას, უნდა მოხდეს პრეპის მოქმედი პროტოკოლის გათვალისწინება. შესაძლებელია როგორც ყოველდღიური, ისე რისკის შესაფერისი 2+1+1 რეჟიმების გამოყენება.

მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს სათემო ორგანიზაციის ბაზაზე ან შიდსის სამკურნალო დაწესებულების ბაზაზე ქალაქებში თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

პროექტის ბენეფიციარები:
აივ ინფექცია/შიდსის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის მსმ-ები, ტგ პირები და მათი პარტნიორები, კსმქ, ნიმ-ები და მათი პარტნიორები.

მომსახურების მიწოდება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო და ადგილობრივ თემატურ გაიდლანებსა და პროტოკოლებს, მათ შორის:

„მიმდინარე რწმუნებულებები და რეკომენდაციები პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის “PrEP” მომსახუარების მიწოდებისთვის“, ჯანმო, 2024 წლის იანვარი
დიფერენცირებული და გამარტივებული აივ პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა: ჯანმოს განხორციელების ხელსაწყოს განახლება, ჯანმო, 2022 წ

აივ პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის განხორციელების ხელსაწყო, ჯანმო, 2024 წ.

პროექტის ამოცანები
წინამდებარე მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ამოცანა 1. აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პრევენციული მკურნალობის მომსახურების მიწოდება სათემო ცენტრის ბაზაზე, რაც გულისხმობს ქ. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აღნიშნული მომსახურების მიწოდებისთვის მოქმედი კანონდებლობის და რეგულაციების შესაბამისი სივრცის არსებობას სათემო ორგანიზაციის ცენტრის ბაზაზე და შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების პერსონალის შენაჩუნებას მომსახურების მიწოდების სრულ პერიოდზე.

აქტივობა 1.1. სათემო ორგანიზაციის ბაზაზე პრეპ მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში შესაძლებელია ადამიანური რესურებისა (პროგრამის კოორდინატორი, დამყოლობის სოციალური მუშაკი, ლაბორანტი, ექთანი, ექიმი/ეპიდემიოლოგი, საველე/აუთრიჩ მუშაკი) და პროგრამის განხორციელების/ადმინისტრირებისთვის საჭირო თანხების დაბიუჯეტება. ბენეფიციარების პროგრამაში მოზიდვის ღონისძიებები უნდა ჩატარდეს როგორც ცენტრის ბაზაზე, ისე თანასწორთა აუთრიჩის გამოყენებით, მათ შორის ონლაინ აუთრიჩის.

ამოცანა 2: დაინტერესებული პირების პირველადი სკრინინგი პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებზე და რეფერალი პროგრამაში ჩართვისთვის, რაც მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

აქტივობა 2.1. პროექტის ფარგლებში მოზიდული ადამიანების პირველადი სკრინინგი აივ ინფექციაზე, მათი სარისკო ქცევების შეფასება, პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების შესაბამისად (შესაბამისი კითხვარის შევსება და რისკის ქულის გამოთვლა) და ბენეფიციარისგან ინფორმირებული თანხმობის მიღება (ფორმის ხელმოწერა). ბენეფიციარის აივ ინფექციაზე სკრინინგი შესაძლებელია სწრაფი მარტივი ტესტის (სისხლის ან ნერწყვის) გამოყენებით.

ამოცანა 3: აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პრევენციულ მომსახურებაში ჩართვა: პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის მომსახურება არის აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი. ამ პროექტის ფარგლებში, ხელი ეწყობა, პაციენტისთვის მომსახურების მიღების ადგილზე, სათემო ორგანიზაციის ბაზაზე შესაძლებლობლის უზრუნველყოფას, ამისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათემო ორგანიზაციის ბაზაზე შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობა.

ამასთან, თუ ბენეფიციარის სურვილია, რომ აღნიშნული მომსახურება მიიღოს სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი გადამისამრთება/თანხლება შიდსის სამკურნალო დაწესებულებაში

აქტივობა 3.1: პრევენციული მკურნალობის მომსახურებაში ჩართვა, რაც გულისხმობს სათემო ორგანიზაციის ბაზაზე, რეგულარული გრაფიკით შესაბამისი პროფილის ექიმის კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობას, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებას და ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისად, პაციენტების ჩართვას პრეპ-ის მომსახურებაში.

ამოცანა 4. ბენეფიციართა მოზიდვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება

აქტივობა 4.1. აივ ინფექციის პრე-და პოსტ-ექსპოზიციური პრევენციული მკურნალობის (PrEP და PEP) შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პროგრამაში პაციენტების მოზიდვა, რაც ითვალისწინებს პროექტის მიზნობრივი ქვე-ჯგუფებისათვის ყოვლისმომცველი და ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებას პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის შესახებ წინასწარ შემუშავებული, სპეციფიური საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული უნდა იყოს სათემო ორგანიზაცი(ებ)ი და გამოყენებული უნდა იყოს თანასწორი-თანასწორს პრინციპზე დაყრდნობით პირისპირ და/ან ონლაინ კომუნიკაცია. ამოცანა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

აქტივობა 4.1.1 საინფორმაციო მასალის შემუშავება და გავრცელება (მათ შორის, ციფრული მედიის მასალების მომზადება ბეჭდური და ვიზუალური მასალების სახით) და ბეჭდვა (სულ მცირე 4 ტიპის, რაოდენობა ბეჭდური 8000 ცალი, ციფრული 4 ცალი). მასალებში უნდა იყოს გათვალისწინებული ცალკეული რისკ ჯგუფზე მორეგებული ინფორმაციის მიწოდება. მასალების შინაარსი და ვიზუალური მხარე/დიზაინი უნდა იყოს შეთანხმებული შემსყიდველთან.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინებით უშუალოდ ველზე, ან ონლაინ. პროექტის მიზნობრივი აუდიტორიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და რეკრუტირების მიზნით, საველე სამუშაოებში და ონლაინ კონსულტაციებში ჩართული უნდა იყვნენ სათემო ორგანიზაციის საველე და სოციალური მუშაკები. ციფრული მასალების დისტრიბუციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ონლაინ რესურსები და სოციალური მედია.

აქტივობა 4.1.2. ინტერნეტ/სოციალური მედიის გამოყენებით კომუნიკაცია აივ მოწყვლადი თემის წარმომადგენლებთან აღნიშნული მომსახურების შესახებ თემის წევრების ინფორმირებისა და კონსულტირების მიზნით.

აქტივობა 4.2. საინფორმაციო/საგანმანათლებლო პრევენციული შეხვედრების ორგანიზება - პრე-და პოსტ- ექსპოზიციურ პრევენციულ მკურნალობის პროგრამაში თემის წარმომადგენლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება, სულ 4 ასეთი შეხვედრა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დისტანციური შეხვედრების ორგანიზება - აღნიშნული უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შეხვედრებზე მონაწილეთა პროგნოზული რაოდენობა წლის განმავლობაში 350– 450.

აქტივობა 4.3 შემთხვევის მართვა - პროგრამაში უკვე ჩართული პირებისთვის შემდეგი მომსახურებების მიწოდება: სოციალური თანხლება/შემთხვევის მართვა; (შენიშვნა: ეს მომსახურება შეიძლება მიეწოდოს როგორც პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებს, ისე იმ პირებს, რომლებიც მომსახურებას იღებდნენ პროექტის დაწყებამდე, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ან სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში). წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 500 შემთხვევის მართვა.

აქტივობა 4.4 პაციენტთა სკოლები - თანასწორთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება სერვის ცენტრებში, ინდივიდუალური ან ჯგუფის ონლაინ შეხვედრების ორგანიზება; ექიმ ინფექციონისტთან ერთად პროგრამაში ახლად ჩართული პაციენტებისთვის ან/და ჩართვის მსურველთათვის სასწავლო შეხვედრების ჩატარება თითოეულ ცენტრში ან ონლაინ მეთოდით. სულ 6 ასეთი შეხვედრა წლის განმავლობაში.

ამოცანა 5. პროგრამაში ახალი ბენეფიციარების ჩართვის შედეგებზე დაფუძნებული ინტერვენცია. ამოცანის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ახალი ბენეფიციარების ჩართვა პრეპ-ში. ჩართვის დასტური - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩართვის დადასტურების წერილი. ინტერვენციის განხორციელების მექანიზმი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან დაწესებული საერთო პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული ინტერვენცია უნდა განხორციელდეს სამივე პროგრამულ ლოკაციაზე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

მოდული: სათემო სისტემების გაძლიერება;
ინტერვენცია სოციალური მობილიზაცია და სათემო კავშირებისა და კოორდინაციის მხარდაჭერა - ადგილობრივ ტრენინგებსა და საერთაშორისო ფორუმებსა/კონფერენციებზე მონაწილეობის გზით.

ამოცანა 6. პერსონალის გადამზადება/საერთაშორისო მივლინება/კონფერენციაში მონაწილეობა
შესაძლებელია 2 ადგილობრივი ტრენინგის და 1 საერთაშორისო ტრენინგი/კონფერენციაზე დასწრების გათვალისწინება

პროგრამაში ჩართული პირების საპროგნოზო რაოდენობები:
პროექტის ფარგლებში ძირითადი მოსალოდნელი შედეგია 500 (მათ შორის მინიმუმ 100 რეგიონებიდან) ახალი ან პროგრამიდან გასული პაციენტის ხელახლა ჩართვა პრეპის მომსახურებაში, და არსებული პაციენტების დამყოლობის ხელშეწყობა.
ბენეფიციარების ჯამური საპროგნოზო რაოდენობა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის - 2300 პაციენტი, მათ შორის 500 ახალი ან პროგრამაში დაბრუნებული 2025 წლის 31 დეკემბრისთვის, ანუ საშუალოდ თვეში 42 ახალი ბენეფიციარი.
ანაზღაურების პრინციპი
გლობალური ბიუჯეტით ანაზღაურება:
გლობალური ბიუჯეტის მოცულობა არის მოდული 1-ით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ჯამური ღირებულების 80%, რაც მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს ათვისებული მომსახურების მიწოდების 12 თვის მანძილზე.

შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება:
შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების სახით, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისად დოკუმენტირების შემთხვევაში, დამატებით მიიღოს მოდული 1-ით განსაზღვრული დაფინანსების მოცულობის 20%. ეს ანაზღაურება გაიცემა პროგრამაში ახალი ან პროგრამაში დაბრუნებული ძველი პაციენტების ჩართვისთვის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფიდან. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ოდენობა დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ჯამური ბიუჯეტის და დაგეგმილი სამიზნის (500 ბენეფიციარი, მათ შორის მინიმუმ 100 რეგიონებიდან) ოდენობის შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია 3%-იანი ზრდის გათვალისწინება სამიზნის გადაჭარბების შემთხვევაში. აღნიშნული თანხა შესაძლებელია ათვისებული იქნას გლობალური ბიუჯეტიდან.

* შენიშვნა:
• პროგრამა არ ითვალისწინებს კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგის ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაფინანსებულია აივ- ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მედიკამენტის შესყიდვა ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და უსასყიდლოდ გადაეცემა პრევენციული მკურნალობის მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებულ ორგანიზაცი(ებ)ს.

• აივ-ის სკრინინგული ტესტების შესყიდვა და მიწოდება (სულ მცირე 700 ცალი ტესტი, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ტესტების მიწოდება) მოხდება უსასყიდლოდ შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტესტების ნაცვლად შესასძლებელია მიწოდებული იქნას აივ თვით ტესტები გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში, კონდომები და ლუბრიკანტები მომსახურების მიმწოდებელს გადაეცემა ასევე უსასყიდლოდ გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში.

•მიწოდებული მომსახურების დოკუმენტირება და ვალიდაცია
მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების მიწოდების სავარაუდო გეგმა-გრაფიკი (დანართი 1), აწარმოოს მომსახურების თითოეული სამიზნისთვის და შედეგი 1-ისთვის მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დოკუმენტირების ფორმები შეთანხმდება შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებამდე).
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია აწარმოოს მომსახურების მიმღები ბენეფიციარების ელექტრონული ბაზა შიდსის პრევენციის პროგრამაში დანერგილი 15 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდის შესაბამისად და ყოველთვიური ანგარიშის ფარგლებში წამროადგინოს პროგრამული ანგარიში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს მოახდინოს წარმოებული დოკუმენტაციის ინსპექტირება, ელექტრონული ბაზის საშუალებით მიწოდებული მომსახურების ვალიდაცია და მიწოდებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი სათემო ორგანიზაციაში მონიტორინგის ვიზიტების ფარგლებში, ბენეფიციარებთან პირადი გასაუბრების ან ოპერაციული/ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევის გამოყენებით.

დამატებითი მოთხოვნები:
• მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს პროგრამისთვის შერჩეული პირების რეესტრი 15 ნიშნა კოდის შესაბამისად და შეიყვანოს აღნიშნული ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
• მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შესაბამისი ინტერესის მქონე თემის წარმომადგენლებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
• მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უშუალოდ პრევენციული მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებისგან ყოველთვიური ანგარიშების მიღება პროგრამაში ჩართული ახალი ბენეფიციარების ან პროგრამის იმ მოსარგებლეების შესახებ, ვისაც ჭირდება მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2025 წლის იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს სათემო ორგანიზაციას და/ან უნდა გააჩნდეს პროექტის მიზნობრივ ჯგუფის თემის წარმომადგენლებთან წვდომის და მუშაობის გამოცდილება, (დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში), მათ შორის აღნიშნული ჯგუფების თემის წარმომადგენლებზე წვდომა,
2. პროექტის განხორციელებაში ჩართული სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში უნდა იყოს წარმოდგენილი დაწესებულების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრე-ექსპოზიციური მკურნალობის მიწოდების შესახებ.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კონსულტანტი, სოციალური მუშაკი, დამყოლობის კონსულტანტი, ლაბორანტი, ექთანი, ექიმი/ეპიდემიოლოგი, საველე/აუთრიჩ მუშაკი) უნდა ჰქონდეს პროექტების განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში) (წარმოდგენილი უნდა იყოს პერსონალური ბიოგრაფია CV).
2. სათემო ორგანიზაციის ბაზაზე სამედიცინო პერსონალის საქმიანობის შემთხვევაში, უნდა იყოს წარმოდგენილი მათი პერსონალური ბიოგრაფია CV და შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, ლიცენზია, სერთიფიკატი, სადაც რელევანტური;

პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამედიცინო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, ლიცენზია, სერთიფიკატი, სადაც რელევანტურია).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად;
*** პრეტენდენტსა და პოტენციურ ქვეკონტრაქტორს შორის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ;

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4 (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru