Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Типографские услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #60142415)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 60142415
Дата публикации: 23-12-2024
Сумма контракта: 20 685


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025759
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 15:06
Начало приема предложения 11.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 20`685.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79800000-Типографские услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79823000 - Услуги печати и доставки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღე
Дополнительная информация
ბილეთების, საველე დღიურებისა და სერტიფიკატების ბეჭდვა საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ერონული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის

Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 206.00 GEL
Размер гарантии 207 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 23.12.2024 10:53
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 23.12.2024 15:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608429&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბილეთების, საველე დღიურებისა და სერტიფიკატების ბეჭდვა საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ერონული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. ბილეთების ბეჭდვა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის.

2. ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურებისა და სერტიფიკატების ბეჭდვა საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ერონული სააგენტოს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალისათვის.


1. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ბილეთები იბეჭდება დამთვალიერებელთა დაშვების დამადასტურებელი საბუთის უზრუნველყოფის, შემოსული თანხების აღრიცხვიანობის,A შესაბამისი სტატისტიკის წარმოებისა და სამომავლო მიზნების უკეთ განსაზღვრის მიზნით.

1.2. ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურები და სერტიფიკატები იბეჭდება საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ერონული სააგენტოს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალისათვის, პროგრამის ,,საბავშრო არქეოლოგია“ ჩასატარებლად.

2. ძირითადი პირობები

ა. ბილეთები უნდა დაიბეჭდოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის შემსყიდველის მიერ განსაზღვრული რაოდენობით. როგორც მუზეუმ-ნაკრძალების, ისე ბილეთების რაოდენობების სია და ნუმერაცია თან ერთვის ამ ტექნიკურ დავალებას (იხ. დანართი), ხოლო ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურები და სერტიფიკატები იბეჭდება ათას-ათასი ცალი.

ბ. ბილეთების, ასევე საველე დღიურებისა და სერტიფიკატების ჩაბარება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღეში.

გ. მომსახურების შესრულების პერიოდში შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს მათი ტემპები და ხარისხი.

დ. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ბილეთების, საველე დღიურებისა და სერთიფატების ხარისხის შემოწმების შემდეგ. ინსპექტირებას ატარებს შემსყიდველი პროდუქციის მოწოდების დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

ე. ბილეთები, საველე დღიურები და სერტიფიკატები უნდა დაიბეჭდოს მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გადაცემული საბეჭდი ფაილების შესაბამისად, რომლებიც გადაეცემა მას ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

ვ. დაწუნებული პროდუქციის სანაცვლო ხარისხიან პროდუქციას მიმწოდებელი შემსყიდველს მიაწვდის ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. დაწუნებული პროდუქციის სანაცვლო ხარისხიანი პროდუქციის დაბეჭდვასა და მოწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მთლიანად გაიღებს მიმწოდებელი.

ზ. მიმწოდებელი ვალდებულია ბილეთების ბეჭდვის დაწყებამდე შემსყიდველს წარუდგინოს ნიმუშად მუზეუმში დასაშვები ყველა ატეგორიის ბილეთის თითო შეკვრის დასრულებული ვარიანტი. ბილეთების ნიმუში აუცილებლად უნდა იყოს თანმიმდევრულად და ნუმერაციის შესაბამისად დალაგებული, დანომრილი, ყდაში მოთავსებული, თერმული აკინძვით.
თ. მიმწოდებელი ვალდებულია საველე დღიურებისა და სერტიფიკატების ბეჭდვის დაწყებამდე, შემსყიდველს წარუდგინოს ნიმუშად საველე დღიურისა და სერტიფიკატის დასრულებული ვარიანტი.


3. ბილეთი (მუზეუმში დასაშვები)

ა. სტრუქტურული ერთეულისათვის იბეჭდება სამი სხვადასხვა ნიხრის ბილეთი (შესაბამისი საბეჭდი ფაილის მიხედვით) თანდართული რაოდენობების მიხედვით.

ბ. თითოეული ნიხრის ბილეთი დაფასოებულია შეკვრებად, რომლებშიც შედის 100 (ასი) ერთეული თანამიმდევრულად, ნუმერაციის შესაბამისად დალაგებული ბილეთი. თითოეული შეკვრა აკინძულია თერმული აკინძვით. შეკვრა მოთავსებულია ყდაში, რომლის წინა ნაწილსაც აზის სააგენტოს ლოგო, მუზეუმის/მუზუემ-ნაკრძალის დასახელება, ბილეთების ფასი და ნუმერაცია. ყდის დიზაინი მიმწოდებელს მიეწოდება ბილეთების საბეჭდ ფაილებთან ერთად. ყდაზე ნუმერაციის ცვლას ახდენს მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ გადაცემული სიის მიხედვით. მიმწოდებლის მიერ ბილეთების ყდის დამზადების ხარჯები შედის საერთო ჯამურ ღირებულებაში.

გ. თითოეული შეკვრის ნუმერაცია აღინიშნება შვიდციფრიანი რიცხვით (მაგ: 0000001-დან 0000100 ჩათვლით; 0000101-დან 0000200 ჩათვლით და ა. შ.).

დ. ბილეთი შედგება სამი ნაწილისაგან: ბილეთის ძირითადი და 2 საკონტროლო ნაწილისაგან, რომლებიც განთავსებულია ბილეთის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. ამ სამ ნაწილს ერთმანეთისგან მიჯნავს ორი პერფორაცია (მოსახევი ადგილი).

ე. თითოეული ბილეთი არის ფერადი, ორმხრივ ნაბეჭდი პროდუქცია რომლის ზომებია: სიგრძე - 21 სმ, სიგანე - 7,4 სმ. ბილეთი იბეჭდება 135 გრამიანი გლუვი ცარცის ფურცელზე, ორმხრივად ფერადი, თერმული აკინძვით, ორი ნუმერაციით. ბლოკის ყდა 200 გრამი, ცარცი, 4/0. პერფორაციის ზოლი ბილეთს მისდევს მთელ სიგანეზე, იგი დატანილია ბილეთის მარჯვენა კიდიდან 5 სმ-ზე. მეორე პერფორაცია დატანილია ბილეთის მარცხენა კიდიდან 3 სმ-ზე.

4. ბილეთი (სამგზავრო)

ა. ბილეთი იბეჭდება შესაბამისი საბეჭდი ფაილის მიხედვით. თითოეული ბილეთი არის ფერადი, ცალმხრივი ნაბეჭდი პროდუქცია რომლის ზომებია: სიგრძე 9 სმ სიგანე – 5 სმ. ბილეთი იბეჭდება 125 გრამიანი გლუვი ცარცის ფურცელზე, ცალმხრივად ფერადი, ორი ნუმერაციით (ნუმერაცია არის შვიდ ციფრიანი. მაგალითად 200 ბილეთი, 0000001 დან 0000200-ის ჩათვლით). პერფორაციის ზოლი ბილეთს მთელ სიგანეზე დაუყვება. იგი დატანილია ბილეთის მარცხენა კიდიდან 2.6 სმ-ზე.

5. გიდის ბილეთი

ა. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის განკუთვნილი გიდის ბილეთი იბეჭდება შემსყიდველის მიერ განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით (შესაბამისი საბეჭდი ფაილის დახმარებით). გიდის ბილეთზე დასატანი საბეჭდი ნუმერაცია აღინიშნება შვიდციფრიანი რიცხვით, მაგალითად, 200 (ბილეთი, 0000001-დან 0000200-ის ჩათვლით).

ბ. თითოეული ბილეთი არის ფერადი, ცალმხრივი ნაბეჭდი პროდუქცია რომლის ზომებია: სიგრძე - 10 სმ, სიგანე - 6 სმ. ბილეთი იბეჭდება 125 გრამიანი გლუვი ცარცის ფურცელზე, ცალმხრივი ფერადი, ორი ნუმერაციით. პერფორაციის ზოლი ბილეთს მთელ სიგანეზე დაუყვება. იგი დატანილია ბილეთის მარცხენა კიდიდან - 3 სმ-ზე.


6. საველე დღიურები და სერტიფიკატები

ა. ნორჩი არქეოლოგის საველე დღიური - 1000 ც. (ზომა: A5, 12 გვერდი+ყდა. შიგთავსი: 80 გრ. ოფსეტი, 1/1, ყდა 300 გრ. ცარცი, 4/1, აკინძვა: სკრეპი)

ბ. სერტიფიკატი - 1000 ც. (ზომა: A5, 170 გრ. ცარცი, 4/0).

ესკიზები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბეჭდვითი მომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (2022-2023-2024 წლებზე).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ზემოთ მითითებულ პერიოდში ყოველ წელზე განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესახებ დანართის მიხედვით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადების შესაბამის ველში შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა
სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულე

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (არსებობის შემთხვევაში).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათელა სესიკაშვილი, 577243501, sesikashvilinatia7@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
9. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

10. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru