Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги социальной поддержки и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60142410)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 60142410
Дата публикации: 23-12-2024
Сумма контракта: 213 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025764
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 15:49
Начало приема предложения 05.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 213`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85300000-Услуги социальной поддержки и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 85323000 - Услуги в области здоровья общества
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2025 წლის იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 855.00 GEL
Размер гарантии 2`130 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 28.11.2024 21:53
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 23.12.2024 15:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=604545&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების შესყიდვა.
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2025 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
მიზანი: სამიზნე ჯგუფების ხელმისაწვდომიბის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალაზე, მათ შორის აივ თვით-ტესტებზე.
მომსახურების გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი
აღწერილობა
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნიმ-ებში, აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ ნიმ-ებზე მოდის. ბიომარკერების და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9 %-ს , ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების გათვლითი რაოდენობა 51,500 -ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს ნიმები-დან ინფექციის მათ პარტნიორებში (სქესობრივი, ნემსის) გავრცელებასაც. სწორედ ამიტომ აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ნიმ-ები აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიაზე ეროვნული პასუხის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და სტრატეგია ითვალისწინებს ნიმ-ებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების სერვისების გაფართოებას და გაუმჯობესებას. (საჭიროებისამერ, სერვისით შეიძლება ისარგებლონ აივ მაღალი რისკის სხვა ჯგუფებმაც).
პროქტის ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის ტერიტორიაზე 8 უკონტაქტო აპარატის განთავსება, რომელიც მოემსახურება ზიანის შემცირების ცენტრების ბენეფიციარებს და საჭიროებისამებრ სხვა აივ მაღალი რისკის ჯგუფებს, , რომლებსაც ექნებათ აპარატზე წვდომის სპეციალური ბარათი (სიგმა ბარათი). აღნიშნული ბარათების დისტრიბუცია ხორციელდება ზიანის შემცირების ცენტრების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა სათემო სერვისების სოციალური მუშაკების მიერ, რითაც ბენეფიციარებს ჰქონდათ უწყვეტ რეჟიმში, 24/7 ზე, უკონტაქტო წვდომა ზიანის შემცირებისა და აივ-შიდისის პრევენციული მასალებისპაკეტებზე, როგორებიცაა: ოპიოიდების და სტიმულატორების პაკეტი (მოიცავს სხვადასხვა ზომის შპრიცებს, ნემსებს, სპირტიან ტამპონებს და სხვ.), კონდომები და ლუბრიკანტები, ზედოზირების პრევენციის პაკეტი, ორსულობის და აივ ინფექციის თვით ტესტები.
აღნიშული მოწყობილობები იძლევა მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური ვებ-პორტალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს მიეცათ წვდომა საინფორმაციო (წამალდამოკიდებულების სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიის, ზიანის შემცირების სტაციონარული ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, სიგმა აპარატების ადგილმდებარეობა) და საგანმანათლებლო (აივ-შიდსის და ჰეპატიტების პრევენცია, ტუბერკულოზის და ზედოზირების პრევენცია, აივ ინფექციის თვით ტესტირების და სიგმა აპარატის მოხმარების ვიდეო ინსტრუქციები) მასალებზე.
მომსახურების აღნიშნული უკონტაქტო მიწოდების მოდელი ზრდის ზოგად ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული მომსახურების პაკეტებზე, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ გარემოებებში, როდესაც ბენეფიციარებთან წვდომა ტრადიციული მიდგომებით შეზღუდულია.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
მიზნობრივი ჯგუფი
ნიმ-ები და აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირები
მიზანი:
ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის ჯგუფების ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალებსა და სერვისებზე.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა

ამოცანა: ნიმ-ების (მათ შორის სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდების) და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის პოპულაციების ხელმისაწვდომობის გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე თბილისის ტერიტორიაზე ავტომატური უკონტაქტო გაცემის აპარატების გამოყენებით.
ქ. თბილისში ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის პოპულაციების უკონტაქტო და უწყვეტ (24/7) რეჟიმში, 8 ავტომატური გაცემის აპარატის საშუალებით აივ-შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების მასალებით უზრუნველყოფა
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თბილისის ტერიტორიაზე მინიმუმ 8 ავტომატური გაცემის აპარატის ოპერირება ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ ლოკაციებზე აღნიშული მოიცავს:
 ლოკაციების იდენტიფიცირებას, შემსყიდველი ორგანიზაციის ინფორმირებასა და მასთან შეთანხმებას
 განთავსების ადგილზე შესაბამისი ნებართვის მოპოვებას, განთავსებას, განთავსებასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფას;
 ავტომატური გაცემის აპარატების დაზღვევის უზრუნველყოფას
 აპარატების ტექნიკური გამართულობის და უწყვეტად (24/7) მუშაობის უზრუნველყოფას
 აპარატების მომარაგების შესაბამისი მასალით* უზრუნველყოფას, მათ შორის დაპაკეტებას, გადაზიდვასა და აპარატებში ჩატვირთვას;
 აპრატის მოხმარების პლასტიკური ინდივიდუალური ბარათების დამზადებას და ბენეფიციარების უზრუნველყოფას
 სერვისის ბენეფიციართათვის ინტერნეტ პორტალის ფუნციონირება, შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით
 მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას
 შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმატით, მონაცემების შეგროვებას აპარატების ოპერირების, მათი მეშვეობით გაცემული პაკეტების და მოცული ბენეფიციარების შესახებ.
* * *
* შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახარჯი მასალით; სწრაფი ტესტების მიწოდება მოხდება აივ/ინფექცია შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის განაცხადის და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე (გარდა აივ თვით ტესტებისა, რომლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი). ასევე, განმახორციელებელ ორგანიზაციას გადაეცემა ავტომანქანის საწვავი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში (არაუმეტეს 4,560 ლიტრისა) და სხვა სამედიცინო სახარჯი მასალა საჭიროების შესაბამისად.
შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გადასაცემი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მასალა
ნემსებისა და შპრიცების პროგრამა
- ერთჯერადი შპრიცი 1 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 2 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 3 მლ
- ერთჯერაფი შპრიცი 5 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 10 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 20 მლ
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G23
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G25
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G27
- ნემსის თავები G23
- ნემსის თავები G25
- სპირტიანი ტამპონები
- საინექციო წყალი
- კონდომები
- ლუბრიკანტები
- ნალოქსონი
- ჟგუტი სახარჯი მასალა - ტესტირება აივ-ზე და C ჰეპატიტზე
- რეზინის ერჯერადი ხელთათმანი
- დეზინფექტანტი ხელის დასამუშავებლად
- დეზინფექტანტი სამუშაო ზედაპირის დასამუშავებლად
- აივ ინექციის სისხლის/შრატის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები
- აივ ინფექციის თვით ტესტი
- C და B ჰეპატიტის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები
-
პროექტის შეფასების ინდიკატორები
პროექტი შეფასდება შემდეგ ძირითად ინდიკატორებზე დაყრდნობით:
ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის პოპულაციების მოცვა ავტომატური გაცემის აპარატების სერვისით
1 მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა
2.ავტომატური გაცემის აპარატების ინდივიდუალური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) რაოდენობა
საორიენტაციო სამიზნეები

მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების ყოველთვიური რაოდენობა საშუალოდ 500
ავტომატური გაცემის აპარატის ინდივიდუალური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) ყოველთვიური რაოდენობა საშუალოდ 3,000

მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება
რამდენადაც ნიმ-ები ქვეყანაში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულ და სტიგმატიზირებულ პოპულაციას, პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად მომსახურება. თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18 / სექტემბერი / 2020 წ. ბრძანებით № 01-461/ო „აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობა საქართველოში" ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) დამტკიცების თაობაზე: დანართი 5 აივ ტესტირებისას რეგისტრაციისთვის ბენეფიციარის კოდირების წესი-ს შესაბამისად
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და პირობების გათვალიწინებით.
ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.
ლაბორატორიული და სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შესყიდული ტესტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა დონორის მიერ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად
მონიტორინგის სქემა
მონიტორინგის მიზნებისთვის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის სრული წვდომა როგორც სათემო სერვის ცენტრის მიერ შეგროვებულ, ისე ავტომატური გაცემის აპარატების მიერ შეგროვებულ მონაცემებზე.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მოწყობილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი რეალურ დროში როგორც ადგილზე, ისე ვირტულაურად, და სერვის ცენტრის ადგილზე მონიტორინგი სულ ცოტა ორ თვეში ერთხელ (ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი შემსყიდველთან შეთანხმებით) ;გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს სერვის ცენტრიდან და ავტომატური გაცემის აპარატებიდან მიღებული ინფორმაციის და ინდიკატორების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და მეთოდოლოგია.
მიმწოდებელს მომსახურების მიწოდების მიზნით შეუძლია გაითვალისწინოს ადმინისტრაციული ხარჯი.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2025 წლის იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:

1. მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების გამოცდილება (დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში);
2. სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება (დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში);
3. საკუთრივ ან/და ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად ზიანის შემცირების პროგრამებით ნიმ-ებისა და/ან მსმ პოპულაციის შესაბამისი წვდომის გამოცდილება(დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში);
4. პროექტის ფარგლებში შესყიდული ლაბორატორიული და სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება(დაწყებული 2023 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში);
5. პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ავტომატური გაცემის სერვისის უზრუნველაყოფად ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ავტომატური გაცემის სერვისის უზრუნველაყოფად ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უკონტაქტო მიწორების აპარატების დასახელება, რაოდენობა და განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია;
- აპარატების ჩატვირთვისა და გაცემის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კოორდინატორი, მარაგების მენეჯერი, ჩამტვირთველი, მონაცემების ბაზის მენეჯერი, ტექნიკოსი) უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების გამოცდილება (დაწყებული 2022 წლის იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში); ძირითადი პერსონალის პერსონალური რეზიუმე_CV;
2. ძირითადი პერსონალის კომპოზიაცია და ფუნქციები:

პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;
** პრეტენდენტსა და პოტენციურ ქვეკონტრაქტორს შორის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ;

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტურად.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება პერსონალის პერსონალურ რეზიუმე_CV-ზე.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4 (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად). ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 4560 ლიტრის მოცულობით მომსახურების განხორციელების პერიოდში. რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N8 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

1. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან).

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.6 for a non-resident

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru