ტექნიკური დავალება
• შესყიდვის ობიექტი: დაბა მესტიაში ილია გაბლიანის #13-ქუჩის მიმდებარედ
მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - 42.06.39.016) ა(ა)იპ ,,მესტიის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად
საჭირო სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების
მომსახურება და საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის
დასრულების პერიოდამდე.
• პროექტირების აუცილებელი მოთხოვნები: საპროექტო შენობის შიდა
სასარგებლო ფართი საორიენტაციოდ შეადგენდეს 420 მ2-ს, რომელიც
გადანაწილებულია ორ სართულზე. მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართი
შეადგენს 284 მ2 რომელზეც უნდა დამუშავდეს ტერიტორიის ა(ა)იპ მესტიის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის მიბმის პროექტი.
• კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო
ექსპლუატაციას მოსალოდნელ დატვირთვებზე; საპროექტო
გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ შენობის ექსპლუატაციის ხარჯების
მინიმუმამდე შემცირება; ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების და
ნაკეთობების შერჩევა უნდა განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმების
საფუძველზე; პროექტირების დროს ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იქნას
შემსყიდველთან. აუცილებელი მოთხოვნაა შენობის მზიდი კონსტრუქცია
წარმოადგენდეს მონოლითურ კარკასს (მონოლითური სართულშუა
გადახურვით);
• ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების
ზღვრული პროცენტული მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს „სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და
გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55-ე დადგენილების მიხედვით.
წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩასატარებელი
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ხარვეზების გამოსწორებას, დამატებითი
ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოფს მიმწოდებელი. პროექტის შინაარსი:
• სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები და სატენდერო სამუშაოთა მოცულობების
ცხრილები შედგენილი უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით
(რესურსული მეთოდით). ტექნიკური სპეციფიკაციები ცალკე უნდა დაერთოს
პროექტს და უნდა მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში
მონაწილეთათვის/კონტრაქტორისათვის ზოგად მითითებებსა და
რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი
სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის
მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის. პროექტის გრაფიკული ნაწილი
შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი
ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და
დეტალიზაციით. გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და
გენერალურ გეგმებს. ხაზობრივი ნაგებობების გრძივ და განივპროფილებს,
ტიპიურ კვეთებს ყველა დეტალის ჩვენებით. ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს
სამუშაოთა მოცულობების და მასალათა სპეციფიკაციების ცხრილები.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარულ
დღეში უნდა წარმოადგინოს შემდეგი მუშა დოკუმენტაცია:
1. საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა (დასკვნა).
2. ტოპოგრაფიული გეგმა ახალი ანაზომი 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო
საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, არსებობის
შემთხვევაში შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების,
ღობეების, გამწვანების ჩვენებით) ხელმოწერილი და დამოწმებული
შესაბამისი ფორმით.
3. სრული არქიტექტურული პროექტი (დამუშავებული ქალაქ მესტიის მერიის
არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, მუშა
დოკუმენტაციით/გეგმები, ფასადები, ჭრილები, კვანძები,სპეციფიკაციები,
ფასადების და ინტერიერის ფრაგმენტული რენდერები 3 კლასს
დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების
დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა
„ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41
დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან; ).
4. ტექნოლოგიური ნახაზები (ავეჯის განლაგების ჩვენებით).
5. შენობა- ნაგებობების (როგორც ძირითადი ასევე დამხმარე შენობები)
კონსტრუქციული პროექტი.
6. გათბობა-გაგრილების-ვენტილაციის პროექტი.
7. შენობის შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის სისტემის პროექტის და
ანტისეპტიკის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში).
8. ვერტიკალური გეგმარება.
9. ეზოს გამწვანების პროექტი.
9. ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.
10. შენობისა და ეზოს ტერიტორიის ელექტრობის პროექტი (შიდა და გარე ქსელი,
გარე და შიდა ვიდეო სისტემის მოწყობა, სუსტი დენები, სახანძრო-საგანგაშო
სიგნალიზაცია).
11. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი კალენდარული გრაფიკით.
12. მშენებლობის სრული (მოიცავს როგორც მიმწოდებლის მიერ მომზადებულ
ასევე შემსყიდველის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციას)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
13. ზემოხსენებულის გარდა ყველა ის საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაცია
რომელიც მოთხოვნილი იქნება პროექტის შეთანხმების და მშენებლობის
ნებართვის მიღების დროს ნებართვის გამცემ ორგანოებში (აღნიშნული არ
მოიცავს მოსაკრებელს, კომუნალურ და საკომისიო გადასახადებს).
• მიმწოდებული ვალდებულია გაწიოს მისივე მომზადებულ საპროექტო
დოკუმენტაციით ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას
საავტორო ზედამხედველობა.
• მიმწოდებელმა აღნიშნული საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის
მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ გაცემული დადებითი
ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს
მიმწოდებელი;
• საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე
ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საპროექტო დოკუმენტაციის
მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის
მომზადების შესაბამისობა შემდგომში ნებართვის გამცემ ორგანოებში
მისაღებად მესტიის მერიის არქიტექტურის სამსახური, ასევე ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო;). ხარვეზისა და წუნის გამოვლენის
შემთხვევაში მიმწოდებული ვალდებული იქნება გაითვალისწინოს აღნიშნული
და წარმოუდგინოს შემსყიდველს სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი ვალდებულია
დოკუმენტაცია წარმოადგინოს ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე
4-ეგზემპლარად.
ბ) CD - ვერსია (ელექტრონული) PDF, PLA (ARCHICAD), DWG (AUTOCAD) - ფაილის სახით 4-ეგზემპლარად.
წარმოდგენილი ესკიზური პროექტის PLA ფაილის ვერსია სურვილის
შემთხვევაში გადაეცემა შემსყიდველს ხელშეკრულების დადების
მომენტში;
შენიშვნა : სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფის დაბა მესტიაში ილია გაბლიანის ქ.#13
ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 42.06.39.016)
ა(ა)იპ,,მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ს ადმინისტრაციული
შენობის პროექტის მიხედვით.