10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტის
ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 205`212.50 ლარს. ხელშეკრულების
საერთო სავარაუდო ღირებულებაა 30 000 ლარი. აღნიშნული ღირებულებები
მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების
მიწოდებასთან, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა
გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №1
(პრეისკურანტი) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ნაწილებისა და
მომსახურების ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს
არაუმეტეს მეასედების სიზუსტით). წარმოდგენილი ფასი არ უნდა
აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტებში მითითებულ თითოეულ
პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს (სატენდერო
დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტის „შენიშვნის“ გათვალისწინებით).
განსაფასებელ დანართი №1-ში (პრეისკურანტი) მითითებული მომსახურების
ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
10.1.3 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული
პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ
ერთიან ელექტრონილ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამურ ღირებულებასა და შემსყიდველის მიერ წინამდებარე ტენდერის
ფარგლებში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას შორის
სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში
დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას
პროპორციულად პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება
თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული
პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შემსყიდველის
მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის
თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში
დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის
შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი
ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით
(არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული
უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ
სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ
ღირებულებას.
პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და
მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი
გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ,
ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00".
შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის
წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი
პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტის
პოზიციების 1%-ს.
10.1.4 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინადადების ფასი
დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს
მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან,
მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა
გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.5 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის
ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.6 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.7 თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ გასაწევი
მომსახურების ან რომელიმე ნაწილის ფასი არ არის გათვალისწინებული
დანართი №1 - პრეისკურანტში, მაშინ მხარეები, მომსახურების დაწყებამდე,
ადგენენ აღნიშნული მომსახურების (ნაწილის) ფასს საბაზრო ფასის
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების
(ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტების
საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.8 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან
ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
(გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა,
რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური
ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი
დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი
პრეისკურანტები პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS
Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
"ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380,
20.12.2022წ).
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ
უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის
პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული
დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს
სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს
სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის
თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების
შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო
წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო
ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში
ბათილია.