Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #59983537)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Nadzaledevi District Gamgeoba
Номер конкурса: 59983537
Дата публикации: 18-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025407
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.12.2024 09:31
Начало приема предложения 24.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 26.12.2024 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 36`842.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50320000 - Ремонт и обслуживание персональных компьютеров
  • 50323000 - Ремонт и обслуживание компьютерной периферии
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 184.00 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamta lekiashvili :: 17.12.2024 14:09
  • Последнее исправление: tamta lekiashvili :: 18.12.2024 09:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607664&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამგეობის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეკეთება/ტექნიკური მომსახურება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული შესაკეთებელი ტექნიკის დასახელების, სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ერთეულის ფასების შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ღირებულებებს.
1.2.2 შეკეთება და ტექნიკური მომსახურება გულისხმობს გამგეობის საკუთრებაში არსებული პრინტერებისა და კომპიუტერების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას და კარტრიჯების დამუხტვა-აღდგენა/შეცვლას შემსყიდველის მოთხოვნიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში; პრინტერებისა და კომპიუტერების შენობიდან გატანას, ჩატვირთვასა და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯით. შეცვლა-გამოცვლა მოიცავს როგორც მომსახურებას, ასევე, სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას.
1.2.3 ყველა დაზიანებული ნაწილი შეიცვალოს ახალი, ქარხნული წესით დამზადებული და მაღალი ხარისხის შესაბამისი ნაწილით; კარტრიჯები უნდა იყოს პრინტერებისთვის თავსებადი (როგორც ტექნიკურად, ასევე, პროგრამულად)
1.2.4 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, უხარისხო ან მეორადი გამოყენების, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით ასეთი სახის შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
1.2.5 მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პრეტენდენტს ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1(ერთი) სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური ბაზით და ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის სათანადო გამოცდილების და კვალიფიკაციის პერსონალით.
1.2.6 აღდგენილ კარტრიჯებზე კარტრიჯის სრულ დაცლამდე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის მონაცემებთან და არ გამოიწვევს პრინტერის დაზიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში „მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით განახორციელებს საჭირო დეტალების გამოცვლას ან დაზიანებული კარტრიჯის შეცვლას ახლით.
1.2.7 კარტრიჯის დამუხტვიდან მის სრულ დაცლამდე ამობეჭდვისას არ უნდა გამოვლინდეს ხარვეზები: წერტილები, თეთრი და შავი ზოლები და ა.შ, ამასთან, კარტრიჯიდან არ უნდა იღვრებოდეს სითხე და ბეჭდვისას არ უნდა ითხაპნებოდეს.

შენიშვნა:
* პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი №1) მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

** წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. პრეტენდენტს უფლება არ აქვს პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე მითითებულ ზღვრულ ფასზე მეტის წარმოდგენის. პრეისკურანტის ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემულ თითოეული ერთეულის ფასზე (პროპორციულად დაკლებული ფასები უნდა იყოს დამრგვალებული მეასედებამდე სიზუსტით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მოთხოვნიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში თუ დაზიანებული დეტალის სირთულის გამო (დეტალის მწარმოებელთან შეკვეთის საჭიროება და ა.შ.) ვერ ხერხდება მომწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევა, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ოფიციალური დასაბუთებული წერილობითი მომართვა, რის საფუძველზეც მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, მაგრამ არაუმეტეს დამატებით 20 კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მის: სანზონა, გურამიშვილის გამზირი N25რ

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს მის მიერ გამოცვლილ პრინტერებისა და კომპიუტერების სათადარიგო ნაწილზე და მომსახურებაზე საგარანტიო ვადა არანაკლებ 6 თვის ვადით. ამასთან, სავალდებულოა, ყველა დაზიანებული ნაწილი შეიცვალოს ახალი, ქარხნული წესით დამზადებული და მაღალი ხარისხის შესაბამისი ნაწილით;
1.7.1.2 აღდგენილ კარტრიჯებზე კარტრიჯის სრულ დაცლამდე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის მონაცემებთან და არ გამოიწვევს პრინტერის დაზიანებას.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში (2022, 2023, 2024) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებულის ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის მომსახურება შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 150%-ის ოდენობით. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ში მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის/არასრულყოფილად არის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები/ შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
2.2.1.3 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, სადაც განხორციელდა ანალოგიური (კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურება), მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს, თუ რამდენად ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებები. რეკომენდაცია გაცემული და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პრეტენდენტს ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1(ერთი) სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური ბაზით და ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის სათანადო გამოცდილების და კვალიფიკაციის პერსონალით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხართაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების (საქონლის) მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა ლეკიაშვილი, 598739718, t.lekiashvili@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.1 რეკვიზიტები (იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს სისტემაში სრულად არ აქვს შევსებული ინფორმაცია)
10.1.2 ფასების ცხრილი დანართი N1–ის მიხედვით (Excel და PDF ფორმატში)
10.1.3 ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად და 2 რეკომენდაცია.
10.1.4 ინფორმაცია პრეტენდენტის სარგებლობაში არსებული სერვისცენტრის შესახებ.

10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ - დანართი N2,საგარანტიო პირობები და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.6 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.7 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.8 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru