1. ფასების ცხრილი 1.3 პუნქტის შესაბამისად; (ხელმოწერილი შესაბამისად
უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით)
2. შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული მომსახაურების სფეროში სადაზღვევო
საქმიანობის ლიცენზია (ლიცენზიები);
3. ტექნიკური დავალება - დანართი №1.(ხელმოწერილი შესაბამისად
უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით)
4. პაკეტები წარმოდგენილი Excel-ის ფაილში (დანართი #4) , გაფასებული და PDF
ფორმატში. (ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან
დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა Excel-ის ცხრილის
სახით წარსადგენი დოკუმენტისა)
5. ინფორმაცია პროვაიდერული კლინიკების შესახებ - ზედმიწევნად სრულად
შევსებული დანართი №3 (შევსებული ყველა ე.წ. შიტები). პრეტენდენტი
ვალდებულია წარმოადგინოს, დანართ №3-ით დადგენილი მოთხოვნის
შესაბამისად, პროვაიდერ კლინიკებთან გაფორმებული კონტრაქტების
მოქმედების ვადის შესახებ ინფორმაცია, ამასთან კონტრაქტის მოქმედების
ვადა მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები არ უნდა იყოს და
(ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით)
5.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: პროვაიდერი კლინიკის მიერ
გაცემული ცნობა/წერილი, რომელშიც უნდა იკითხებოდეს კლინიკის
პროფილი/მრავალპროფილურობა და რომელიც დაადასტურებს, რომ კლინიკებთან
გაფორმებული კონტრაქტის მოქმედების ვადა, მომსახურების გაწევის
ვადაზე ნაკლები არაა და ცნობის/ წერილის გაცემის თარიღი წინ არ უნდა
უსწრებდეს ტენდერის სტატუსს ,,გამოცხადებულია". (წარმოდგენილი
ცნობა/წერილი გაცემული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
სატენდერო კომისიის სახელზე ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი
პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით)
6. ინფორმაცია ოჯახის ექიმის შესახებ - ქალაქ ქუთაისში პრეტენდენტს უნდა
ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) ოჯახის ექიმი 3 სხვადასხვა კლინიკაში.
(წარმოდგენილი ცნობა/წერილი გაცემული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის სახელზე ხელმოწერილი
შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური
ელექტრონული შტამპით)
მათ შორის:
- მინიმუმ 2 კლინიკას უნდა ქონდეს ამბულატორიულ/სტაციონარული სერვისი,
- მინიმუმ ერთ კლინიკაში უნდა იყოს ძვირად ღირებული კვლევების
ჩატარების შესაძლებლობა როგორიც არის მრტ და კტ კვლევა, რომელიც უნდა
დადასტურდეს შესაბამისი კლინიკიდან გაცემული ცნობა/წერილით;
-უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კლინიკიდან გაცემული ცნობა/წერილი
ექიმის თანხმობით დადასტურებული, რომ სადაზღვევო კომპანიის ექიმი
ემსახურება, მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ბენეფიციარებს სრულ
სამუშაო საათებში, ორშაბათი - პარასკევი 10.00სთ -18.00სთ, შაბათს დილის 10.00სთ
-14.00სთ,
- ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ვადის მითითებით.
- ცნობის გაცემის თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს ტენდერის სტატუსს
,,გამოცხადებულია",
შენიშვანა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ
შენობასთან ახლოს (არაუმეტეს 1 კმ რადიუსი) შესაძლებელი უნდა იყოს
ოჯახის ექიმის მომსახურება.
7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პროვაიდერი სააფთიაქო
ქსელის შესახებ, არანაკლებ 4 (ოთხი) პროვაიდერი სააფთიაქო ქსელი,
რომელთაგან ქ.ქუთაისში თითოეულ ქსელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 ფილიალი
და რომელიც დაადასტურებს, რომ აფთიაქებთან გაფორმებული კონტრაქტის
მოქმედების ვადა, მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები არაა და ცნობის/
წერილის გაცემის თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს ტენდერის სტატუსს
,,გამოცხადებულია". (წარმოდგენილი ცნობა/წერილი გაცემული უნდა იყოს
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის სახელზე
ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით)
8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცნობა/წერილი)
პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკიდან. ცნობაში/წერილში უნდა
იკითხებოდეს, რომ კონტრაქტის მოქმედების ვადა მომსახურების გაწევის
ვადაზე ნაკლები არაა და ცნობის/ წერილის გაცემის თარიღი წინ არ უნდა
უსწრებდეს ტენდერის სტატუსს ,,გამოცხადებულია". (წარმოდგენილი
ცნობა/წერილი გაცემული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის სატენდერო კომისიის სახელზე ხელმოწერილი შესაბამისად
უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით, გარდა Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტისა)
9. პრეტენდენტმა დამატებითი ბენეფიტებსა და ფასდაკლებებზე:
- თმის გადანერგვა,
- ფასდაკლება ინ ვიტრო პროცედურებზე,
- ფასდაკლება მხედველობის კორექციაზე ქ.ქუთაისში და ქ.თბილისში,
- დაზღვეულთა მომსახურებაზე ფასდაკლებით სტაციონარული მკურნალობისას
და გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისას, საზღვარგარეთ არსებულ
არანაკლებ 3 (სამ) სხვადასხვა (მოიაზრება არაჰოლდინგური სამედიცინო
კლინიკები) პარტნიორ კლინიკაში, უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი
დოკუმენტები (ცნობა/წერილი) რომელიც დაადასტურებს, რომ გაფორმებული
კონტრაქტის მოქმედების ვადა, მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები
არაა და ცნობის/ წერილის გაცემის თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს ტენდერის
სტატუსს ,,გამოცხადებულია". (წარმოდგენილი ცნობა/წერილი გაცემული უნდა
იყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის
სახელზე ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან
დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით)
10.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცნობა/წერილი)
პროვაიდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ზუსტი
საკონტაქტო ინფორმაცია თბილისსა და ქუთაისში და რომ გაფორმებული
კონტრაქტის მოქმედების ვადა, მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები
არაა და ცნობის/ წერილის გაცემის თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს ტენდერის
სტატუსს ,,გამოცხადებულია".
(წარმოდგენილი ცნობა/წერილი გაცემული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის სახელზე ხელმოწერილი
შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური
ელექტრონული შტამპით)
11. ინფორმაცია - მობილური აპლიკაციის და ელექტრონული პორტალის
შესახებ.
შენიშვანა: ყველა ფუნქციონალის არსებობა უნდა დასტურდებოდეს მობილური
აპლიკაციიდან და ელექტრონული პორტალიდან შესაბამისი დოკუმენტაციის,
კერძოდ (ინსტრუქციით, ფოტო სქრინშოტით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს
წინადადებასთან ერთად).
12. ინფორმაცია ქალაქ ქუთაისში სერვისცენტრის შესახებ (სულ მცირე 1 (ერთი)
სერვისცენტრი), სადაც მზღვეველი უზრუნველყოფს სადაზღვევო
ანაზღაურებას. სერვისცენტრის დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა იყოს
წარმოდგენილი ოფიციალურად პრეტენდენტის ვებ გვერდზე და სახელმწიფო
ზედამხედველობის საიტზე.
13. აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით და სისტემაში ატვირთვით
პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას,
რომელთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა სავალდებულო არ არის.