1. შესქელებული რძე 5222 ქილა - ნატურალური რძისგან დამზადებული,
მოუხარშავი, ცხიმიანობა არანაკლებ 8.5%. მცენარეული ცხიმის გარეშე.
დაფასოება არანაკლებ 370 გრ-მდე ქარხნული წესით, ეტიკეტირების ნორმების
დაცვით. დაფასოებული უნდა იყოს თუნუქის ქილებში შესაბამისი
მარკირებით. მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის
ვადა. გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.
2. არაჟანი 966 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ცხიმიანობა არანაკლებ 15%, ფერი თეთრი,
სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. ნატურალური რძისაგან,
შედედება ბუნებრივი ფერმენტებით. კონსისტენცია ერთგვაროვანი.
კონსერვანტების ემულგატორების და ქიმიური ნივთიერებების გარეშე.
მიკრობიოლოგიური და ფიზიო-ქიმიური მაჩვენებლებით უნდა
აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. დაფასოებული
უნდა იყოს პლასმასის ქილებში შესაბამისი მარკირებით. მინიშნებული უნდა
იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. ( შეფუთვა არანაკლებ 400 გრ.იანი
დან არაუმეტეს 5 კგ.- მდე.
3. კარაქი 1577 კგ. -უმაღლესი ხარისხის, ცხოველური, ნატურალური რძისგან
დამზადებული,მაღალცხიმოვანი, ფერი მოყვითალო, ზედაპირი მკვრივი,
დაჭრის დროს არ უნდა იფხვნებოდეს. ცხიმიანობა არანაკლებ 82 %–ისა,
თითოეული მიწოდებული
პარტია უნდა იყოს ხარისხიანი, სუნი და გემო გარკვეული ნიმუშისათვის.
კონსისტენცია ერთგვაროვანი, მკვრივი, ელასტიური და ადვილად ლღობადი.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ–ჰიგიენური
მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში არსებულ სტანდარტებს. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს,
ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით .დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნული წესით 200 გრამიანი შეფუთვით, შესაბამისი მარკირებით,
ვარგისიანობის ვადით, შენახვის პირობებით და შემადგენლობის მითითებით
(სპრედი არა).
4. ხაჭო 161 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.
ფერი - თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს
გარეშე. ნატურალური რძისგან,მცენარეული ცხიმის გარეშე, ცხიმიანობა
არანაკლებ 9 %–სა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შესაბამებოდეს
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოება
პლასტმასის ქილებში 200 გრ.-დან 1 კგ .-მდე შეფუთვაში. შესაბამისი
მარკირებით, მითითებული უნდა იყოს შენახვისა ვადები და პირობები.
მოწოდების დროს ტრანსპორტში უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი,
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები.
5. ყველი 644 კგ. - დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით,
რბილი, ნაკლებად მარილიანი, არადამახასიათებელი სუნის გემოს გარეშე,
სადაც მშრალი ნივთიერება არაუმცირეს 52%–ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის
შემცველობა არანაკლებ 40%. მარილი 0.5–1.5%, დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს.
არ უნდა შიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული.
7. მაწონი 4749 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი
ხარისხის. ფერი თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი
გემოს გარეშე
ნატურალური რძისგან, ცხიმიანობა არანაკლებ 3,2%–ისა. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო-
ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ- ჰიგიენური მაჩვენებლები უნდა
შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების
მოთხოვნებს.დაფასოება ანარაკლებ 400 გრ.-დან 5 კგ. -მდე პლასტმასის ან მინის
ქილებში შესაბამისი მარკირებით.ეტიკეტზე შესაბამისად მითითებული
უნდა იყოს შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა.
მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ
ორგანიზაციას ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას
მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები, უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2 - უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და ეტიკეტირებული,
საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით
დამტკიცებული, "მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული, „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ,
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
8 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
9 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.