1.1 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა
(ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის და მეილ სერვერის
განთავსება ვირტუალურ სერვერებზე (VPS). ამ სერვერის უზრუნველყოფა
კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების და SSL სერთიფიკატებით და
შემყიდველისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
ა. სერვერების ტექნიკური პარამეტრები: სერვერი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
VPS სერვერი 1 (ვებ სერვერი);
პროცესორი: 4 v CPU;
ოპერატიული მეხსიერება (RAM) 8 GB;
მყარი დისკი 250 GB;
შეუზღუდავი ტრაფიკი - Unlimited Transfer;
Linux ოპერაციული სისტემა
VPS სერვერი 2 (მეილ სერვერი);
პროცესორი: 4 v CPU;
ოპერატიული მეხსიერება (RAM) 8 GB;
მყარი დისკი 250 GB
შეუზღუდავი ტრაფიკი - Unlimited Transfer;
Linux ოპერაციული სისტემა
ბ. პროგრამული პაკეტები: ვირტუალურ სერვერებზე ხელმისაწვდომი უნდა
იყოს შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა
SQL database – MySQL 5.6+
PhP 5.7 +
Mail accounts
ftp accounts
SQL users
Image magick
Module installation
SMTP
Cpanel
გ. დამატებითი მოთხოვნები
სერვერის პროგრამული ადმინისტრირება: მიმწოდებელი პასუხისმგებელია
სერვერის გამართულ ფუნქციონირებაზე და პროგრამულ განახლებებზე.
სერვისის მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას VPS-ზე Linux განახორციელოს
ვირტუალური სერვერზე Linux ოპერაციული სისტემის ინსტალირება, ვებ
სერვერის აწყობა/კონფიგურირება, მონაცემთა ბაზის გამართვა.,
მომწოდებელი უზრუნველყოფს სერვერზე სხვა open source და ლიცენზირებული
პროგრამული საშუალებების ინსტალაციას.
კიბერ/ინფორმაციული უსაფრთხოება: მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს კიბერ
უსაფრთხოების დაცვის სისტემა, რათა უზრუნველყოს სერვერზე და საიტებზე
არასანქცირებული შეღწევის ალბათობის მინიმუმამდე შემცირება,
სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპონენტები: Network Security - Firewall, Intrusion Prevention, Dos
Protection. ასევე საიტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს Web Applciation Firewall-ით. მომწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს სერვერის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ლიცენზირებული ანტივირუსისა და სპამ ფილტრის (spam filter) საშუალებით.
კრიპტოგრაფიული უსაფრთხოება SSL სერთიფიკატი: მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს სერვერზე ლიცენზირებული კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების
ინსტალაცია. SSL სერტიფიკატი უნდა იყოს თავსებადი ყველა ძირითად
ბრაუზერთან და ოპერაციულ სისტემასთან.
შესაძლებელი უნდა იყოს სერვერის და მასზე გაშვებული სერვისების 24/7
მონიტორინგი. (ხელმისაწვდომობის შემოწმება, hardware-ის დატვირთა, ქსელის
ინტერფეისის დატვირთვა, პარტიციებზე დარჩენილი თავისუფალი სივრცე,
ოპერაციული მეხსიერების RAM-ის დატვირთვა და სხვა). შეფერხების აღმოჩენის
შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა SMS-ით და ელ-ფოსტით.
კიბერ ინციდენტებზე რეაგირება: მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი
კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების სერვისი (CERT). მომწოდებელმა უნდა
განახორციელოს შემსყიდველის ვირტუალურ სერვერზე მომხდარ კიბერ
ინციდენტების პროტოკოლირება, კიბერშეტევების აღმოჩენა და შესაბამისი
რეაგირება, მომხდარ ინციდენტზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება,
სერვერის ტრაფიკის დეტალური პროტოკოლირება. ინციდენტზე სწრაფი
რეაგირებისთვის მომწოდებლის CERT ჯგუფი უნდა იყოს საერთაშორისო CERT-ების
გაერთიანების წევრი, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CERT
ჯგუფის დასახელების, გაერთიანების წევრობის და სტატუსის შესახებ.
ტრანსფერი: შემსყიდველთან შეთანხმებით - მიმწოდებელი ვალდებულია
განახორციელოს უზენაესი სასამართლოს ელექტრონული რესურსების საკუთარ
ინფრასტრუქტურაში გადატანის და მისი გამართული მუშაობისთვის საჭირო
ტექნიკური ღონისძიებები.
სერვერის ადგილმდებარეობა და ფიზიკური უსაფრთხოება: სერვერი
განთავსებული უნდა იყოს მიმწოდებლის ეფექტურ კონტროლს
დაქვემდებარებულ სივრცეში, საქართველოს De Facto კონტროლს დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე. მომწოდებელი იღებს ეფექტურ ზომებს სერვერის განთავსების
ადგილის არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად. სერვერი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი კვების წყაროებით (UPS და გენერატორი).
სერვერების ცენტრს უნდა გააჩნდეს ორი დამოუკიდებელი ინტერნეტ კავშირი
სხვადასხვა ოპერატორთან საქართველოში.
სარეზერვო ასლები: სერვერის და მასზე განთავსებული ფაილების და
მონაცემების ყოველდღიური სარეზერვო ასლის შენახვის უზრუნველყოფა.
სარეზერვო ასლების შენახვის ვადა: არანაკლებ 1 თვე.
ინტერნეტ შეერთება: გლობალურ ქსელთან დაშვების სიჩქარე არანაკლებ 10
მეგაბიტი წამში, ლოკალურ (საქართველოს ოპერატორებიდან) დაშვების
სიჩქარე არანაკლებ 100 მეგაბიტი წამში.
გარანტირებული აფ-თაიმი (სერვისის წვდომის დრო) – 99,9% 1 წლის განმავლობაში.
დასაშვები სერვისის მიუწვდომლობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს
ერთ ჯერზე.
კავშირი: VPN-კავშირის შესაძლებლობა შემდეგი მეთოდებით: Cisco VPN, OpenVPN, IPSec, L2TP.
გამოცდილება: მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების
გაწევის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; წარმოდგენილი უნდა იქნეს
ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ უკანასკნელი 4 წლის
განმავლობაში. (მაგალითად: ხელშეკრულება ან სხვაგვარი დოკუმენტაცია,
რომელიც დაადასტურებს სამწლიანი გამოცდილების არსებობას).
კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა: ჰოსტინგთან დაკავშირებული
სატელეფონო კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება ხელმისაწვდომი უნდა
იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან - 2025 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით.
იხილეთ თანდართული ფაილი