1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
2. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის
მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 10:00-დან
17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).
3. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული დროის
განმავლობაში.
4. საფოსტო გზავნილების გადაცემა წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის
უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართიდან.
5. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა
განხორციელდეს დანართი N1-ის შესაბამისად.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე
წვდომით, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (წინასწარი
შეთანხმებით მიმწოდებელთან) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის
მატერიალური სახით მიწოდებით.
7. გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით,
შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს თვალი ადევნოს, ადგილობრივ და
საერთაშორისო გზავნილებს, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის
და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობას,
სახეობების შესაბამისად.
8. კურიერისთვის გადაცემული გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულ
სისტემაში. ყველა გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი
(ფორმატში) უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა
იყოს მისი ამობეჭდვა. საჭიროების შემთხვევაში (შემსყიდველის მოთხოვნის
საფუძველზე) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის
საფოსტო გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტის მატერიალური სახით მოწოდება.
9. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი).
10. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
• საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის
გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა
ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში.
• გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული
პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის
მისამართზე გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
• გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის
გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი
ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა
მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ 2 სამუშაო დღის
განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს
ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს
გზავნილის უკან დაბრუნება.
• თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის
წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში
აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი,
საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში.
• საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების
შემთხვევაში-მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღის
ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო სწრაფი საერთაშორისო საფოსტო და
საკურიერო მომსახურებისას:
ა) ევროპის ქვეყნებში – არაუმეტეს 3-7 სამუშაო დღეში;
ბ) ამერიკაში – არაუმეტეს 4-7 სამუშაო დღეში;
გ) დსთ-ს ქვეყნებში – არაუმეტეს 4-7 სამუშაო დღეში;
დ) სხვა დანარჩენ ქვეყნებში – არაუმეტეს 4-7 სამუშაო დღეში.
11. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ
გზავნილის რეესტრში მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის რეესტრში მითითებულ
მისამართზე გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა
პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა
მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი)
სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს
შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და დაუბრუნოს
მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა
განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
12. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
13. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
14. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან
დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში
ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
15. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება
ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია, განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
16. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას გასაწევი მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხის და გზავნილების
ჩაბარებასთან/ჩაუბარებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის
მოწოდებას;
17. ყოველ მომდევნო თვეს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, ერთიანი,
ჯამური ოდენობის მითითებით.
შენიშვნა: დანართი №1-ში (ფასების ცხრილებში) მოცემულია მომსახურების
სავარაუდო მოცულობა, ჯამური ღირებულება, რომელიც შეიძლება სრულად არ
იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ
მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების
მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა
დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში
განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის)
შემცირებით.
საფოსტო გზავნილების გადაცემა წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის
უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართიდან.