Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #59336544)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC Gardabani TPP
Номер конкурса: 59336544
Дата публикации: 25-11-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240023001
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 14:20
Начало приема предложения 02.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2024 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 76`371.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 60`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50113200 - Техническое обслуживание автобусов
Срок подачи მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
შპს გარდაბნის თბოსადგურის ბალანსზე რიცხული 3 ავტობუსის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (პრეისკურანტით)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 764.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan pulariani :: 21.11.2024 15:29
  • Последнее исправление: levan pulariani :: 25.11.2024 14:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603242&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს გარდაბნის თბოსადგურის ბალანსზე რიცხული 3 ავტობუსის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (3 ცალი ავტობუსი) ტექნიკური მომსახურების ტექნიკური დავალება

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:

1) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
2) საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
3) საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;
4) მოსაწოდებელი ავტონაწილები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ახალი;
5) დეტალის შეცვლა გულისხმობს არსებული დეტალის შეცვლას ახლით და ამისათვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევას (მაგ. სხვა დეტალების მოხსნა-დაყენებას და ა.შ.);
6) პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს/დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა, რომელიც აითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების ბოქსში შესვლისთანავე;
7) შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების სისწორის გადამოწმება მოახდინოს ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვისცენტრში, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან/და სხვა აკრედიტირებულ პირთან;
8) პრეტენდენტის მმართველობაში ან და სარგებლობაში არსებულმა თითოეულმა სერვისცენტრმა ადგილებზე უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ტექნიკური მომსახურება კვირაში 5 დღის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში კვირაში 7 დღე);
9) პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთდროულად შემსყიდველის არანაკლებ 2 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.
მომსახურების გაწევის ვადა, რომელიც აითვლება შემსყიდველის, წერილობითი ან/და მიმწოდებლის ელექტრონულ ფოსტაზე (--------) შეტყობინების მიღებიდან, თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
• ელექტროობისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
• აგრეგატების შეკეთების/შეცვლისთვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
• სამღებრო/სათუნუქე სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს;
• სხვა დანარჩენ შემთხვევებში „შემსყიდველის“ მიერ მითითებულ გონივრულ ვადას;
პრეტენდენტმა შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას, თუ ავტოტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია, მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.
სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება ერთი მიმწოდებელი მაინც, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას;

ზემოაღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ში. კერძოდ, მოითხოვება ქ. თბილისში მინიმუმ ერთი სერვისცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 თვიანი გარანტია გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია ავტომანქანების გარბენზე. აღნიშნულმა სათადარიგო ნაწილებმა უნდა უზრუნველყონ ავტომანქანის გამართულად ექსპლუატაცია მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ გარბენზე და პერიოდში:
ა) ავტომობილის ძრავის ღვედი - 40 000 კმ;
ბ) გენერატორის ღვედი – 30 000 კმ;
გ) ავტომობილის ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე (კაპიტალური შეკეთების შემთხვევაში) არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ;
დ) ავტომობილის ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე (ახალი ნაწილის შემთხვევაში) არანაკლებ 2 წელი ან 80 000 კმ;
ე) ელექტრონულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი;
ვ) გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 30 000 კმ;

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება, შემსყიდველის მხრიდან გასაწევი ყველანაირი დამატებით ხარჯის გარეშე;

ზემოაღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) ანალოგიური სახის (ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური მომსახურების გაწევა) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის სახელშეკრულებო ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60,000.00 (სამოცი ათასი) ლარს. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება და მისი სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლებით ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა) (თუ მომსახურების მიღება არ ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით, ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას სხვა, მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები) ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის CMR/SPA/NAT ნომრებზე.

2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 2 (ორი) შემსყიდველი ორგანიზაციის სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა, მათთან 2021 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე გაფორმებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისა და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესახებ. სარეკომენდაციო წერილი უნდა იყოს ორგანიზაციის ტიტულოვან ფურცელზე, დადასტურებული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• იმ სახელმწიფო ორგანიზაციის დასახელებას რომლისთვისაც იქნა მომსახურება გაწეული.
• ინფორმაციას ხელშეკრულების ღირებულებისა და მომსახურების მოწოდების ვადების შესახებ.
• ინფორმაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესახებ.

3. თუ პრეტენდენტს გამოცდილება მიღებული აქვს შემსყიდველის - შპს "გარდაბნის თბოსადგურის" მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან, არ არის სავალდებულო ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენა, მისაღებად ჩაითვლება შესყიდვის მაიდენტიფიცირებელი ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) მითითება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში.

4. გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ფაქტი და დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს, როგორც მყიდველის ისე გამყიდველის მხრიდან.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობა-მექანიზმებით:
1) საბურავის დაშლა აწყობისა და ბალანსირების დანადგარი;
2) თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი;
3) კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
4) საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა;
5) ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი;
6) ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი;
7) ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი);
8) ავტომანქანის არანაკლებ 4 (ოთხი) ამწე მექანიზმი;
9) ავტომანქანის ძრავში საწვავის შეფრქვევის სისტემის გაწმენდის თანამედროვე
აპარატი;
10) წინა მაშუქების რეგულირების აპარატი;
11) სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი საშრობი ოთახი;
12) სათუნუქე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორია ან ფართი.

2. ტენდერში პრეტენდენტმა მომსახურების გაწევისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ქ. თბილისში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრ(ებ)ის (მისამართების და საკატასტრო კოდ(ებ)ის მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით) ინფორმაცია.

ბ) სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას სარგებლობის უფლების დამადასტურებებლი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომელთა სარგებლობის განსაზღვრული ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის (მეიჯარის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რომელიც უნდა მოიცავდეს საკატასტრო კოდს.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით;
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
4.1.1.3. პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის/ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, მომსახურების გაწევიდან და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ფულარიანი, 577585544, l.pulariani@gardabanitpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია
10.1.1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.2. მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით;
10.1.3. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ-ს გათვალისწინებით;
10.1.4. წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.5. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.7. პრეტენდენტის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შემსყიდველის მიერ ფასის განსაზღვრა შესაძლებელია ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასს;
10.1.8. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში;
10.1.9. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.1.10. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.11. ,, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.1.12. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.13. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.14. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.1.15. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტის (დანართი №1) ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და მის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru