Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электричество, отопление, солнечная и ядерная энергия (Грузия - Тендер #58708593)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Black Sea Arena Georgia
Номер конкурса: 58708593
Дата публикации: 04-11-2024
Сумма контракта: 879 025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240001479
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.11.2024 17:20
Начало приема предложения 04.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 09.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 879`025.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 09300000-Электричество, отопление, солнечная и ядерная энергия
Коды классификатора
  • 09300000 - Электричество, отопление, солнечная и ядерная энергия
  • 09330000 - Солнечная энергия
  • 09331000 - Солнечные панели
  • 09332000 - Солнечные установки
Срок подачи სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 8`790 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: avtandil tkeshelashvili :: 16.10.2024 18:56
  • Последнее исправление: avtandil tkeshelashvili :: 04.11.2024 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598286&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

არანაკლებ 500 კვტ და არაუმეტეს 650 კვტ სიმძლავრის მზის პანელების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით.
09331000 - მზის პანელები
09332000 - მზის პანელების დამონტაჟება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქონლის დასახელება და ტექნიკური პარამეტრები იხილეთ დანართი N2-ში (ტექნიკური დავალება)
1. საქონელი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო;
2. ტექნიკურ დავალებაში მითითებულია შესყიდვის ობიექტის მინიმალური მახასიათებლები და პრეტენდენტებს უფლება აქვთ შესთავაზოს შემსყიდველს გაუმჯობესებული/უკეთესი პარამეტრების მქონე საქონელი;
3. Სადგურის საპროგნოზო წლიური გამომუშავება: - არანაკლებ 750 000 კვტ/სთ. (აღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს დოკუმენტალურად) .

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მოწოდების და მომსახურების გაწევის ადგილია ოზურგეთის რაიონი სოფ ნატანები (შეკვეთილი) ბლექ სი არენა ჯორჯია-ს საკონცერტო დარბაზი “ბლექ სი არენა ჯორჯიას” კუთვნილი ნაკვეთები, და მიმდებარე სასაწყობე შენობის ბრტყელი სახურავი. საკადასტრო კოდები: 26.01.61.368; 26.01.61.098; 26.01.61.083.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.(შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტური საქონელი იგივე მოდელის საქონლით (ახალი).
3. შესყიდვის ობიექტის დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის გამო საქონლის შეკეთების ან/და ახლით შეცვლისას ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და მოდელის შესახებ მითითებული უნდა იყოს ფასების ცხრილში (დანართი №1).
ფასების ცხრილი დანართი N1-ის წარმოდგენა, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის დასახელების მითითების გარეშე, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
შენიშვნა: მოდელის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ,,მოდელი არ გააჩნია“.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, 2021, 2022 და 2023 წლების განმავლობაში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: მზის ფოტოელექტრო სადგურის მოწყობის სამუშაოები; ან/და მზის პანელების მოწყობის სამუშაოები. ამასთან, პრეტენდენტს თოთოეულ წელზე ცალცალკე უნდა ქონდეს არანაკლებ 500 კვტ მზის ელექტრო სადგურის მოწყობის ან/და მზის პანელების მოწყობის სამუშაოები შესრულებული.ყოველ წელს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (წლების მიხედვით ცალცალკე გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, მიღება ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტირები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები). სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის, ან ელექტრო საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ინვერტორებს უნდა გააჩნდეთ სერთიფიკატები და აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოყვანილ სტანდარტებს.
EN 62109-1/-2,
IEC 62109-1/-2,
EN 50530,
IEC 62116,
IEC 61727,
IEC 60068,
IEC 61683.
პანელებს უნდა ქონდეს Pre-Shipment Inspection – TUV/SGS - აუდიტის სერტიფიკატი

ასევე პანელები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოყვანილ სტანდარტებს მინიმალურ მოთხოვნებს

IEC TS 62804-1:2015 Photovoltaic (PV) modules - Test methods for the detection of potential-induced
degradation - Part 1: Crystalline silicon
IEC 61215-1 (all applicable parts): Terrestrial photovoltaic (PV) modules - Design qualification and type
approval
IEC 61215-2:2016: Terrestrial photovoltaic (PV) modules - Design qualification and type approval - Part 2: Test procedures
IEC 61701:2011: Salt mist corrosion testing of photovoltaic (PV) modules
IEC 61730: Photovoltaic (PV) module safety qualification
IEC 60068-2-68: Environmental testing – Part 2-68: Tests – Test L: Dust and sand
IEC TS 62782:2016: Photovoltaic (PV) modules - Cyclic (dynamic) mechanical load testing
ინსტალაცია და კონსტრუქცია:

Მზის პანელების და ინვერტორების ინსტალაციის მეთოდი, სამონტაჟო მასალები, ასევე სამონტაჟო კონსტრუქცია უნდა იყოს გათვალისწინებული ზღვისპირა ტენიანი ჰავის პირობებისთვის და აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოყვანილ სტანდარტებს

IEC 60364-7-712:2017 RLV, Electrical installations of buildings – Part 7-712: Requirements for special
installations or locations – Solar photovoltaic (PV) power supply systems
IEC 62852:2014 Connectors for DC-application in photovoltaic systems - Safety requirements and
IEC 60228, 60364-1, 60332-1-2, 60754-1 and -2, 61034-1 and -2
EN 50618 Electric cables for photovoltaic systems
IEC 62548:2016, Photovoltaic (PV) arrays - Design requirements
IEC 62894:2014+A1:2016, Photovoltaic inverters - Data sheet and name plate
IEC TS 62910:2015, Utility-interconnected photovoltaic inverters - Test procedure for low voltage ridethrough measurements
ელექტრული შეერთებები, დამიწება და მეხის დაცემისგან დაცვა უნდა იყო მოწყობილი ქვემოთ მოყვანილი სტანდარტების შესაბამისად.

IEC 60364-4-41:2015+AMD1:2017 CSV, Low voltage electrical installations - Part 4-41: Protection for safety - Protection against electric shock
IEC 60364-5-54:2011, Low-voltage electrical installations - Part 5-54: Selection and erection of electrical equipment - Earthing arrangements and protective conductors
IEC 61140:2016, Protection against electric shock - Common aspects for installation and equipment
IEC 62305 (all applicable parts), Protection against lightning
IEC 60099 (all applicable parts), Surge arresters.
მწარმოებელი უნდა ირიცხებოდეს Bloomberg -ის TIER 1 კომპანიების სიაში (აღნიშნულის დამოწმება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ დოკუმენტის წარმოდგენის ან/და ლინკის სახით).
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა MAF (Manufacturer`s Authorization Form), რომელიც დაადასტურებს, რომ პრედენტენტი არის ამ ბრენდის პარტნიორი, წარმომადგენელი ან დილერი საქართველოში. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
პრეტენდენტი ვადლებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული მზის პანელების ტექნიკური დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთი კვტ დადგმული სიმძლავრის ფასის თაობაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების და მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში,

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორების გამოყენება სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით;
საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვა განხორციელდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და საამისოდ გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე.
ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.
საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარისწორება განხორციელდება ერთჯერადად ან/და ეტაპობრივად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარისწორება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ავთანდილ ტყეშელაშვილი, 599233053, avto.tkeshelashvili@gmail.com შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: მოწვეული სპეციალისტი დავით ჯავახიშვილი ტელ: 595 00 43 83

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) ფაილის სახით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
9. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10. წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული ხარჯთაღიცხვა(ებ)ში მითითებული ერთეულის ღირებულებების გაზრდა დაუშვებელია ხარჯთაღრიცხვ(ები)ის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში.
11. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნაქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ბ) ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru