შენობის ფართობი შეადგენს 2168,45 კვ.მ-ს, ხოლო შენობის მიმდებარე
ტერიტორიის ფართობი - 1013 კვ.მ-ს.
ძირითად მოთხოვნები:
• მყარი და რბილი იატაკების გაწმენდა (რეცხვა-მოპრიალება) სპეც.
ტექნიკით;
• შუშების და ვიტრაჟების წმენდა სპეციალური საშუალებებით არანაკლებ
1-ჯერ თვეში;
• ნარჩენების მენეჯმენტი;
• ნაგვის ურნებით, საფერფლეებით და სველი წერტილების აქსესუარებით
მომარაგება;
• ავეჯის და ხის ზედაპირების წმენდა ქიმიური საშუალებებით;
• სველი წერტილების დალაგება და წმენდა ანტიბაქტერიული და
ანტისეპტიკური საშუალებებით;
• რბილი ავეჯის წმენდა ქიმიური საშუალებებით;
• ჭაღებისა და ბრების წმენდა;
• ჰიგიენური საშუალებებისთვის საჭირო დისპენსერებით მომარაგება და
მონტაჟი;
• ეზოს მოვლა და დასუფთავება. მწვანე საფარის, (მათ შორის გაკრეჭვა,
მორწყვა, ხეების გადაბელვა, სეზონურად ხეების კირით და სხვა საჭირო
მოვლის საშუალებებით შეღებვა, წესრიგში მოყვანა);
• გარე ფასადის წმენდა წელიწადში არანაკლებ 3-ჯერ;
• დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია - მოთხოვნის შესაბამისად;
• 24-სთ განმავლობაში ხელსაწმენდი, ტუალეტის ქაღალდით, თხევადი საპნითა
და ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით უზრუნველყოფა;
• დერეფანი
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• ცენტრალური შემოსასვლელი და სხვა მყარი იატაკები
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• სამუშაო ოთახები
– დალაგება 1/24 სთ;
– ნაგვის გატანა 1/24 სთ;
• სასამართლო დარბაზები
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• საბადრაგო
– დალაგება 1/24 სთ; _ დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია;
• კიბის უჯრედი
– წმენდა 1/24 სთ;
– მოაჯირების წმენდა 1/24 სთ;
• სველი წერტილი
– დალაგება-დასუფთავება ხსნარების გამოყენებით 1/24 სთ;
– ნიჟარების დეზინფექცია 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
– უზრუნველყოფა (მ.შ. თხევადი საპონი, ქაღალდის პირსახოცი, ტუალეტის
ქაღალდი);
სხვა საერთო სარგებლობის ფართი
– დალაგება 1/24 სთ;
• შუშები
– ექსტერიერის წმენდა;
– ინტერიერის წმენდა;
• ეზო
– ეზოს დასუფთავება 1/24 სთ;
– მებაღის მომსახურება;
• ელექტრიკოსი
– სისტემის მონიტორინგი 1/24 სთ (მ.შ. გარე განათება);
– სისტემის გამართულობის შეფასება 1/30 დღე;
– დაზიანებაზე ოპერატიული რეაგირება (1 სთ) და მისი ლიკვიდაცია (24 სთ);
– კომპიუტერული ტექნიკის გარდა, ყველა ელექტრო მოწყობილობის (მათ შორის
მაცივარი, წყლის დისპენსერი და ა.შ.) მცირე მიმდინარე სარემონტო
სამუშაოების შესრულება, რომელიც არ არის დაკავშირებული კედლისშიდა
კომუნიკაციების შეცვლა-შეკეთებასთან.
• სადურგლო სამუშაოები
– შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სადურგლო სამუშაოები;
- კარებების საკეტების, გულანების, ანჯამების შეცვლა (რკინის კარებზეც),
კარებების, ფანჯრების და ავეჯის ფრთების რეგულირება, დაზიანებული
შუშების გამოცვლა, დაზიანებული კარებების, ფანჯრების, ფანჯრის რაფების,
ფარდა-ჯალუზებისა და ავეჯის შეკეთება-გამაგრება (თუ ეს უკანასკნელი
ექვემდებარება აღდგენას).
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის უნიფორმებით (მათ შორის
მენეჯერის), აღჭურვილობით, ინვენტარით და სახარჯი მასალით სრულყოფილი
მომარაგება.
2. უზრუნველყოს მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური,
სარეცხი, ჰიგიენური, ელექტრო, სამეურნეო და სხვა საშუალებების
გარკვეული მარაგის შექმნა (შემსყიდველთან შეთანხმებით), რისთვისაც
შემსყიდველის მიერ გამოყოფილი იქნება შესაბამისი სათავსო.
3. მომუშავე პერსონალის დაკომპლექტება მოხდება სასამართლოსთან და
შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
მასთან დასაქმებული პერსონალის მკაცრი ინსტრუქტაჟი
კონფიდენციალურობის, სანდოობის და სხვა სფეროს კუთხით; საკუთარი
პერსონალის მიერ აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის გამო
პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
4. მომსახურე პერსონალის რაოდენობა, ჯამში არ უნდა იყოს 7 თანამშრომელზე
ნაკლები.
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში
თანამშრომელთა მინიმალური დარიცხული ხელფასი უნდა განისაზღვროს
არანაკლებ 625 ლარით.
5. უზრუნველყოს შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური
(დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციის ჩათვლით - მოთხოვნის
შესაბამისად, ხოლო საბადრაგოებში ორ კვირაში ერთხელ მაინც) და
ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა, შენობის და ტერიტორიის
ყოველდღიური და ყოველთვიური გენერალური დასუფთავება და ნაგვის გატანა
(ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრის
ჩარჩოების, ფარდაგების, კიბის უჯრედების, იატაკის რეცხვა-წმენდა),
ყოველდღიურად უზრუნველყოს მორიგე დამლაგებლის მომსახურება, სველი
წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის მათი
აღჭურვა ტუალეტისა და ხელის საწმენდი ქაღალდებით (100%-იანი ორფენოვანი
ცელულოზა), თხევადი საპნებით (უმაღლესი ხარისხის, დამარბილებლით),
ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით და სხვა საშუალებებით. ამასთან, პირველ
სართულზე არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილებში შესაძლებელია
გამოყენებულ იქნას საპირფარეშოს ერთფენოვანი ქაღალდი.
6. უზრუნველყოს შენობაში არსებული ელექტრომომარაგების გამართული
ფუნქციონირება, საოფისე ინვენტარის, (მათ შორის წყლის დისპენსერების)
ავეჯის (მათ შორის საოფისე ავეჯის შეკეთება- დაზიანების შემთხვევაში
აქსესუარებით შეცვლა-მომარაგება). საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მცირე
მიმდინარე რემონტი მცირეფასიანი ელექტრომოწყობილობების, სამეურნეო
საქონლის შეცვლა–შეკეთება) (ჩამრთველების, შტეფსელების,
დამაგრძელებლების, ელემენტების, საკეტების, ანჯამების, ნათურების,
სველი წერტილების ინვენტარის, ელექტრო და სხვა გაყვანილობების მცირე
შეკეთება ან/და გამოცვლა არსებულის შესაბამისი საქონლით). მცირე
დაზიანების შემთხვევაში კედლებისა და იატაკის შერემონტება.
7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის სასამართლოში
დასაქმებულმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ახალი ელ.ქსელის ან/და სხვა
სამეურნეო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოება შემსყიდველის მიერ
მოწოდებული მასალით/აქსესუარებით;
8. უზრუნველყოს შიდა ინვენტარის გადაადგილება საჭიროების მიხედვით.
9. საჭიროების მიხედვით უზრუნველყოს სახურავების გადმოწმენდა,
გადმოთოვლა, საწვიმარების, წყალშემკრებების გაწმენდა.
10. მცირე დაზიანებების (თითოეულ შემთხვევაზე არაუმეტეს 1500 ლარის (დღგ-ს
ჩათვლით) ღირებულების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სახურავების
დასილიკონება/ლინოკრომის ან სხვა ამისთვის განკუთვნილი მასალით
გადაკვრა/შეკეთება.
11. შენობის მიმდებარე ტერიტორიის (შიდა ეზოების ჩათვლით) ყოველდღიური
დასუფთავება, ნაგვის გატანა, ხეების გადაბელვა, სეზონურად ხეების კირით
(მათ შორის შენობის პორტალთან მთავარ შესასვლელი წიწვოვანი
ნარგავების) და სხვა საჭირო მოვლის საშუალებებით შეღებვა, წესრიგში
მოყვანა, ნიადაგში სასუქის შეტანა გაზონების მოვლა (გაკრეჭა, წესრიგში
მოყვანა), გამხმარი გაზონის ხელახალი დათესვა).სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვა (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია),
ელექტროგანათებების(მათ შორის საბადრაგოს ჭიშკართან მდებარე
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბანერის მოვლა პატრონობა, განათების
მოწესრიგება) წესრიგში მოყვანა.
12. უზრუნველყოს ერთჯერადი ჭიქებით მომარაგება.
იმ შემთხვევაში თუ დაზიანება არ განეკუთვნება მცირეფასიან სამუშაოთა
კატეგორიას (თითოეულ შემთხვევაზე არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის
ღირებულების სამუშაოების შესრულება და საქონლის შეძენა), სასამართლოს
შესაბამისი მოხელის მიმართვის შემთხვევაში, მოახდინოს დაუყოვნებელი
რეაგირება, დაზიანების დროულად აღმოფხვრის თაობაზე. დაზიანების
გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა (ინვოისის შემთხვევაში
მინიმუმ 3 სხვადასხვა კომპანიის/მაღაზიის/მიმწოდებლის ინვოისი
შესასყიდი მასალის დასახელების და ღირებულების მითითებით) წარუდგინოს
სასამართლოს მენეჯერსა და შემსყიდველს.
დაზიანებაზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, მომსახურების დაწყების
დღიდან მიმწოდებელმა, შემსყიდველთან შეთანხმებით, რუსთავის საქალაქო
სასამართლოს შენობაში გამოყოფილ შესაბამის სათავსოში უნდა
დაასაწყობოს მინიმუმ შემდეგი სამეურნეო ნივთები (ცხრილი №2).