შენობების ფართობი შეადგენს 10630 კვ.მ- ს(ახლად გადმოცემული შენობის შიდა
ფართების გარდა, რომლის მოვლა-პატრონობა შიდა ფართების დასუფთავება არ
არის კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულება) ხოლო მიმდებარე ტერიტორიის
ფართობი - 11170 კვ.მ-ს (ახლად გადმოცემული შენობის გარე პერიმეტრის ჩათვლით,
რომლის გარე პერიმეტრის მოვლა-პატრონობა დასუფთავება კონსტრაქტორი
კომპანიის ვალდებულებაა)
მომსახურების სახეებია:
ა) შენობების ინტერიერის, ექსტერიერის და მიმდებარე ტერიტორიების
(ძველი და ახლად გადმოცემული ეზოს მოვლა-დასუფთავების ჩათვლით)
დასუფთავება:
ბ) შენობების ინტერიერის, ექსტერიერის და მიმდებარე ტერიტორიების
(ძველი და ახლად გადმოცემული ეზოს ჩათვლით) სამეურნეო და ტექნიკური
მომსახურება.
გ) შენობების ინტერიერის სანიტარული (დეზინსექცია, დერატიზაცია,
დეზინფექცია) მომსახურება.
დ) შენობების საყოფაცხოვრებო, ტექნიკური საშუალებებით, სხვა სახის
სამეურნეო აქსესუარებითა და შენობებში არსებული სველი წერტილების
ჰიგიენური პროდუქციით მომარაგება.
მომსახურე პერსონალის რაოდენობა, ჯამში არ უნდა იყოს 32 თანამშრომელზე
ნაკლები.
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში
თანამშრომელთა მინიმალური დარიცხული ხელფასი უნდა განისაზღვროს
არანაკლებ 750 ლარით.
მომსახურების დეტალური დახასიათება მომსახურების სახეების
მიხედვით:
1. შენობების ინტერიერის, ექსტერიერის და მიმდებარე ტერიტორიების (ძველი
და ახლად გადმოცემული შენობის ეზოს მოვლის ჩათვლით) დასუფთავება:
ა) შენობების შემოსასვლელების, ფოიეების, დერეფნების, კიბის უჯრედების,
მოაჯირების,ფანჯრების ორმხრივი, ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრის
ჩარჩოების, ფარდაგების, ავეჯის და ხის ზედაპირების, ოთახების, ლიფტის
(ყოველდღიურად დილა-საღამოს), დაცვის ჯიხურების, საბადრაგოს,
დარბაზების, სველი წერტილების და სხვა ფართების დასუფთავება - მტვრის და
დაბინძურების მოშორება (წმენდის მეთოდით) საოფისე ავეჯიდან,
საყოფაცხოვრებო და საოფისე ტექნიკიდან, სხვადასხვა სახის
ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირებიდან. ყოველდღიურად, ასევე
დამატებით საჭიროებისამებრ - შევსების მიხედვით, უნდა განხორციელდეს
ნაგვის ურნების გაცლა და ნარჩენების შენობების გარეთ არსებულ ნაგვის
ბუნკერებში მოთავსება. წმენდა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს
სპეციალური ინვენტარის და დასუფთავების ხსნარების გამოყენებით. სველ
წერტილებში გამოყენებული დასუფთავების საშუალებები და ინვენტარი არ
უნდა იქნეს გამოყენებული სხვა ტერიტორიების დასასუფთავებლად. სველი
წერტილების დასუფთავებისას გამოყენებული უნდა იქნეს ხსნარები,
რომელთაც გააჩნიათ სადეზინფექციო თვისებები. მიმწოდებლის მიერ
შერჩეული უნდა იყოს დასუფთავებისათვის საჭირო ქიმიური საშუალებები
მათი მწარმოებლის ინსტრუქციის დაცვით ისე, რომ არ დაზიანდეს
დასასუფთავებელი ზედაპირები.
ბ) სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში და საჭიროების შესაბამისად
ყოველდღიურადაც, ცენტრალური შენობის შემოსასვლელი და პირველი
სართულის დერეფნების იატაკები უნდა მოირეცხოს იატაკების სარეცხი
პროფესიონალური აპარატის (დაბინძურებული წყლის შეწოვის ფუნქციით)
მეშვეობით. ხოლო სხვა სართულების დერეფნები - ამავე ტექნიკის
გამოყენებით არანაკლებ თვეში ერთხელ.
გ) ყოველდღიურად ლიფტის კარების სამოძრაო ქვედა ღიობების (ღარების)
ამოწმენდა-ამოსუფთავება მტვერსასრუტით ან/და ხელით;
დ)სისუფთავის კონტროლი (მეთვალყურეობა) - მორიგე პერსონალის მიერ უნდა
განხორციელდეს მთელი ტერიტორიის მეთვალყურეობა და დღის განმავლობაში
წარმოქმნილი დაბიძურების ოპერატიული აღმოფხვრა. შემოვლის
პერიოდულობა საზოგადოებრივ სველ წერტილებში არანაკლებ ნახევარ
საათში ერთხელ.
ე) შენობების და მიმდებარე ტერიტორიის კაპიტალური დასუფთავება,
რომელიც მოცავს დასუფთავების იმ სამუშაოების შესრულებას, რომელიც არ
მოესწრო თვის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად
მოკლე დროში.
ვ) რბილი ავეჯის ქიმიური წმენდა უნდა განხორციელდეს ამ
საქმიანობისათვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიონალური ტექნიკის
გამოყენებით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ასევე, საჭიროების
გათვალისწინებით, დამატებით სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად
ცალკეულ ნივთებზე.
ზ) რბილი იტაკების ქიმიური წმენდა უნდა განხორციელდეს ამ
საქმიანობისათვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიონალური ტექნიკის
გამოყენებით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ასევე, საჭიროების
გათვალისწინებით, დამატებით სასამართლოს/დეპარტამენტის მოთხოვნის
შესაბამისად ცალკეულ მონაკვეთებზე.
თ) ჭაღებისა და ბრების კაპიტალური (ადგილობრივი) წმენდა უნდა
განხორციელდეს სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, არანაკლებ
წელიწადში ერთხელ, სპეციალური ხსნარებისა და ინვენტარის გამოყენებით -
სამუშაოების შესასრულებლისას გამოყენებული უნდა იქნეს სიმაღლეზე
სამუშაოდ საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებები; ტექნიკური
საშუალებებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ი) შუშებისა და ვიტრაჟების წმენდა უნდა განხორციელდეს ამ
საქმიანობისათვის გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებით (მათ
შორის ალპტექნოლოგიების გამოყენებით) - არანაკლებ თვეში ერთხელ.
კ) გარე ფასადის კაპიტალური წმენდა უნდა განხორციელდეს არანაკლებ
1-ჯერ,
ლ) კომპანია ვალდებულია ადგილზე იქონიოს მინიმუმ 5 ერთეული 100-150 ლტ
ტევადობის ოთხბორბლიანი გორგოლაჭებიანი ე.წ. მარკეტის ურიკა და 1 ცალი
ერთბორბლიანი ურიკა ე.წ. ,,ტაჩკა“.
მ) მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების პერიოდში ადგილზე იქონიოს
ნაგვის პლასტმასის დახურული (გორგოლაჭებიანი, ხელით გადაადგილებადი)
კონტეინერი არანაკლებ 2 ცალი.
ნ) ეზოს მოვლა და დასუფთავება. მწვანე საფარის, ხეების,
გაზონების-ბუჩქების მოვლა (მათ შორის გაკრეჭვა(სპეციალური საკრეჭი
მოწყობილობით), მორწყვა, ხეების გადაბელვა) (არსებული და ახლად
გადმოცემული შენობის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით) (დამკვეთთან და
სასამართლოს მოთხოვნით/შეთანხმებით), სეზონურად (მინიმუმ ორჯერ) ხეების
კირით და სხვა საჭირო მოვლის საშუალებებით შეღებვა, წესრიგში მოყვანა,
ნიადაგში სასუქის შეტანა). შენობის მიმდებარე ტერიტორიის (შიდა ეზოების
ჩათვლით) ყოველდღიური დასუფთავება, ნაგვის გატანა ბუნკერებში.
2. შენობების ინტერიერის, ექსტერიერის და მიმდებარე ტერიტორიების
(არსებული და ახლად გადმოცემული შენობის მიმდებარე ეზოს ჩათვლით)
სამეურნეო მომსახურება.
ა) მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობებში არსებული
ელექტრომომარაგების, საოფისე ინვენტარის და სხვა სახის სამეურნეო -
კომუნალური სისტემების გამართული ფუნქციონირება. ამ სისტემების
დაზიანების შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის მიზნით უნდა განხორციელდეს
საჭირო საშუალებების (ჩამრთველები, შტეფსელები, დამაგრძელებლები,
ელემენტები, საკეტები, ანჯამები, ნათურები, სველი წერტილების
ინვენტარის, ელექტრო, სადურგლო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის)
მიმწოდებლის ხარჯებით შეძენა, მომარაგება და გამოცვლა. არსებულის
შესაბამისი საქონლით /შეკეთება. ასევე, ელექტრო, გაყვანილობების მცირე
შეკეთება ან/და შეცვლა. ასევე ელექტროგანათებების წესრიგში მოყვანა.
ბ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის სასამართლოში
დასაქმებულმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ახალი ელ.ქსელის ან/და სხვა
სამეურნეო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოება შემსყიდველის მიერ
მოწოდებული მასალით/აქსესუარებით.
გ) შენობებში და მის გარეთ სასამართლოს ტერიტორიის ფარგლებში მცირე
დაზიანებების წარმოშობის შემთხვევაში შესრულებული უნდა იყოს მცირე
რემონტი (მათ შორის შენობების კედლებისა და იატაკების, სახურავების
მცირე რემონტის ჩათვლით).
დ) ყველა ელექტრო მოწყობილობის მათ შორის (შლაგბაუმები, მათი სამართავი
დისტანციული პულტის შეკეთება/შეძენა, წყლის დისპენსერი, მაცივარი,
სამრეცხაოს ელ.დანადგარების და ასე შემდეგ) მცირე რემონტი. მცირე
ელ.შედუღების სამუშაოები.
ე) სამრეცხაოს დანადგარების ფილტრების და ზეთის შეცვლა, სამრეცხაოს
გამართული მუშაობისათვის აუცილებელი აქსესუარებით მომარაგება
(მაღალი და დაბალი წნევის მილები, გადამყვანები, ფიტინგები,
სილიკონები).
ვ) სადურგლო სამუშაოები, მათ შორის კარების საკეტების, გულანების,
ანჯამების შეცვლა (რკინის კარებზეც), კარების, ფანჯრების და ავეჯის
ფრთების (მათ შორის საოფისე ავეჯის შეკეთება- დაზიანების შემთხვევაში
აქსესუარებით (სახელურები, ამორტიზატორები, გორგოლაჭები და ა.შ.
(შეცვლა-მომარაგება) რეგულირება, დაზიანებული შუშების გამოცვლა,
დაზიანებული კარების, ფანჯრების, ფანჯრის რაფების, ფარდა-ჟალუზებისა და
ავეჯის შეკეთება-გამაგრება (თუ ეს უკანასკნელი ექვემდებარება
აღდგენას).
ზ) უნდა განხორციელდეს აკვარიუმის გაწმენდა საჭიროებიდან გამომდინარე,
მეთვალყურეობა (მოვლა-პატრონობა-კვება) თევზებზე.
თ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობაში
არებული შიდა ინვენტარის გადაადგილებები.
ი) საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შენობების, მათ შორის
ახლად გადმოცემული შენობის სახურავების გადმოწმენდა, გადმოთოვლა,
საწვიმარების, წყალშემკრებების გაწმენდა. მცირე
დაზიანებების(ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის (დღგ-ს ჩათვლით)
ღირებულების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სახურავების
დასილიკონება/ლინოკრომის ან სხვა ამისთვის განკუთვნილი მასალით
გადაკვრა/შეკეთება.
კ) იმ შემთხვევაში თუ შენობებში სამეურნეო-ტექნიკური სახის დაზიანება
არ განეკუთვნება მცირეფასიან სამუშაოთა კატეგორიას, სასამართლოს
შესაბამისი მოხელის მიმართვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება და დაზიანების აღმოსაფხვრელად
აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა (არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა)
წარუდგინოს სასამართლოს მხარეს და სსიპ საერთო სასამართლოების
დეპარტამენტს. მცირეფასიან სამუშაოთა (თითოეული ერთჯერადი
დაზიანებების/მომსახურების) კატეგორიად განსაზღვრულია დღგ-ს ჩათვლით
1500 (ათას ხუთასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების შესრულება და
საქონლის შეძენა (ინვოისის შემთხვევაში მინიმუმ 3 სხვადასხვა
კომპანიის/მაღაზიის/მიმწოდებლის ინვოისი შესასყიდი მასალის
დასახელების და ღირებულების მითითებით).
3. შენობების ინტერიერის სანიტარული (დეზინსექცია, დერატიზაცია,
დეზინფექცია) მომსახურება.
ა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობაში არსებული საბადრაგოების
იატაკებისა და კედლების (იატაკიდან 2 მეტრამდე სიმაღლეზე) დეზინფექცია
(სხვადასხვა ბაქტერიების გამანადგურებელი ღონისძიება) სპეციალურად ამ
საქმიანობისათვის განკუთვნილი ხსნარის მეშვეობით - თვეში ერთხელ;
თვეში ერთხელ განახორციელოს ამავე ტერიტორიების დეზინფექცია ორთქლის
მეშვეობით - ორთქლის სპეციალური გენერატორის გამოყენებით.
ბ) ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს მოთხოვნით შენობის შიდა
ფართის ან მისი ნაწილის არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო საბადრაგოებში
არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
სანიტარული მომსახურების გაწევა: დეზინსექცია (მწერების
გამანადგურებელი და მათი გამრავლების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური
ღონისძიება), დერატიზაცია (მღრნელების გამანადგურებელი და მათი
გამრავლების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიება) და
დეზინფექცია (სხვადასხვა ბაქტერიების გამანადგურებელი ღონისძიება).
4. შენობების საყოფაცხოვრებო, ტექნიკური საშუალებებით, სხვა სახის
სამეურნეო აქსესუარებითა და შენობებში არსებული სველი წერტილების
ჰიგიენური პროდუქციით მომარაგება.
მომწოდებელი ვალდებულია შენობები მოამარაგოს შემდეგი
საშუალებებით:
ა) მაღალი ხარისხის ქაღალდისა და საპნის პროდუქცია (100% ორფენოვანი
ცელულოზა ქაღალდის ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები, თხევადი
საპონი-უმაღლესი ხარისხის დამარბილებლით) სველი წერტილებისათვის.
დისპენსერებით მომარაგება და მონტაჟი. პირველ სართულზე არსებულ
საზოგადოებრივ სველ წერტილებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
საპირფარეშოს ერთფენოვანი რულონური ქაღალდი.
ბ) სველ წერტილებში (13 სველი წერტილი), (გარდა მოქალაქეთა საერთო
სარგებლობის საპირფარეშოებისა) უნიტაზზე დასაფენი ერთჯერადი
მოხმარების ქაღალდები, შესაბამისი დისპენსერებით და ინვენტარით
მომარაგება და მონტაჟი.
გ) ჰიგიენური პროდუქცია სველი წერტილებისთვის, მათ შორის ჰაერის
გამწმენდი აეროზოლები, ავტომატური აეროზოლები (დისპენსერების მონტაჟი)
და სხვა სურნელოვანი საშუალებები.
დ) შენობებში არსებული წყლის დისპენსერების მომარაგება ერთჯერადი
ჭიქებით.
ე) ნაგვის ურნებით, საფერფლეებით და სველი წერტილების აქსესუარებით
მომარაგება;
მომსახურე პერსონალის დაკომპლექტება უნდა განხორციელდეს
სასამართლოსთან/დეპარტამენტთან შეთანხმებით.
მიმწოდებელი ვალდებულია:
მომსახურე პერსონალი (მათ შორის მენეჯერი) უზრუნველყოს უნიფორმით,
საჭირო ინვენტარით და აღჭურვილობით.
მიმწოდებელი ვალდებულია თავისი მომსახურე პერსონალი უზრუნველყოს
არანაკლებ 7 პორტატული ხელის რაციით, (არანაკლებ 6 სიხშირიანი), მათ შორის 1
რაცია დროებით სარგებლობაში უნდა გადაეცეს სააპელაციო სასამართლოს
დასუფთავების მომსახურებაზე კურატორ თანამშრომელს.
მომსახურების დაწყების დღიდან უზრუნველყოს მომსახურების
განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური, ელექტრო, სამეურნეო და სხვა
საშუალებების გარკვეული მარაგის (მინიმუმ ცხრილი N2-ით განსაზღვრული
საქონელი) შექმნა, რისთვისაც შემსყიდველის მიერ გამოყოფილი იქნება
შესაბამისი სათავსო.