Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Садоводческая и сельскохозяйственная продукция (Грузия - Тендер #58649319)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Catering Service LLC
Номер конкурса: 58649319
Дата публикации: 02-11-2024
Сумма контракта: 117 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021190
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2024 19:27
Начало приема предложения 09.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 11.11.2024 15:30
Предполагаемая цена закупки 117`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03100000-Садоводческая и сельскохозяйственная продукция
Коды классификатора
  • 03140000 - Продукты животного происхождения и сопутствующая продукция
  • 03142100 - Натуральный мед
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ნატურალური თაფლის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 1`175 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tatrishvili :: 30.10.2024 10:25
  • Последнее исправление: omar chicheishvili :: 01.11.2024 19:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599622&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ნატურალური თაფლი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

თაფლი - 10 000კგ.

თაფლი უნდა იყოს ნატურალური, კონსისტენცია ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი გემოს გარეშე. კონსერვანტების, ემულგატორების და სხვა ქიმიური ნივთიერებების გარეშე, ბლანტი სტრუქტურით.
დაფასოებული ფართო პირიან 1-5 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში (± 0.4%) , მოთხოვნის შესაბამისად.

შენიშვნა 1: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის მომსახურების სპეციფიკაციის მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს მომსახურება.

შენიშვნა 2: ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობა არის საორიენტაციო, შესაბამისად შემსყიდველი არ არის ვალდებული მოცემული რაოდენობები აითვისოს სრულად.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, უვნებლოსა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით შეესაბამება საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N714 დადგენილებით დამტკიცებული „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დადგენილ მოთხოვნებს;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილება „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით ) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);

მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-ს საწყობი: დაბა ვაზიანი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანასა და მწარმოებელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნისა ან/და მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

მოსაწოდებელ პროდუქციას ინფორმაცია წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ უნდა ჰქონდეს მითითებული უშუალოდ პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ სრული ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.

გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდეტმა ერთიანი ელქტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტ(ებ)ი:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ხელშეკრულების სტატუსი - შესრულებული ხელშეკრულება). ან/და
ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. ან/და
გ) ხელშეკრულებ(ები)ა (აღნიშნული უნდა იყოს ბეჭედ დასმული/ან ელექტრონულად ხელმოწერილი (არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) მითითებული იქნება ხელშეკრულების ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, მიწოდებული საქონლის ღირებულება და მიწოდების პერიოდი) და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და
დ) საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. (უნდა დგინდებოდეს ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტ(ებ)ის მიწოდება)

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ან განაცხადი, რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების თაობაზე.

2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.

3. თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).

4. იმპორტირებული პროდუქტის შემოთავაზების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე მასერთიფიცირებელი/ავტორიზებული ორგანიზაციის ან/და ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული,ძალაში მყოფი, ISO22000 ან FSSC 22000 სერტიფიკატი;

2.9 other additional requirements

1. იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ მოწოდებულ პარტიასთან ერთად წარმოადგინოს საქონლის წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში - მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი/დეკლარაცია.

2. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს (ორჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური და უვნებლობის პარამეტრების შესახებ;

3. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს (ორჯერ) განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს.თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში.)

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ანტიბიოტიკებზე.

2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯის.
3. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
4. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.5 მუხლების მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს საქონლის მიწოდება.
5. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.5 მუხლებში მითითებული საქონლის მიწოდების პირობები უცვლელად აისახება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი თავის სატენდერო წინადადებაში მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 მუხლისაგან განსხვავებულ, შემსყიდველისათვის უკეთეს საქონლის მიწოდების პირობას, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აისახება შემოთავაზებული პირობა.
7. ხელშეკრულბაში მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია შეიცვალოს საქონლის მიწოდების პირობები, თუ ასეთი ცვლილება არ აუარესებს შემსყიდველის მდგომარეობას.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში.
ნიმუშის წარმოუდგენლობა ან ხარვეზით წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-ს ოფისი ქ. თბილისი, თემქა, მე-9 კვარტალი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი წესით: ყოველი თვის 15 (თხუთმეტი) და 30 (ოცდაათი) რიცხვებში ”შემსყიდველი”, „მიმწოდებელს” გადაუხდის წინა (ბუღალტრული ურთიერთშედარებიდან შემდგომ ურთიერთშედარებამდე ან/და მიღება ჩაბარების გაფორმებიდან) პერიოდში მიწოდებული საქონლის ღირებულებას სრულად, აღნიშნულ თარიღებამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმების შემთხვევაში და მოცემულ აქტში მითითებული დავალიანების შესაბამისად.
2. თუ მოცემული ანგარიშსწორების დღე(ებ)ი ემთხვევა არასამუშაო დღე(ებ)ს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე რევაზიშვილი, 595892516, srevazishvili@scs.gov.ge ნინო თათრიშვილი, 557001414, ntatrishvili@scs.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ ელ. ტენდერში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები “შემყიდველი”-სათვის.
3. ფასების ცხრილში ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს არაუმეტეს მეათასედის სიზუსტით. იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილში დაფიქსირებულია მძიმის შემდეგ 3 (სამ) სიმბოლოზე მეტი, ერთეულის ფასად ჩაითვლება მხოლოდ მძიმის შემდეგ სამი სიმბოლო.
4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში-სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და ძირითდი პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში ხელშეკრულების პროექტის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი.
10. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru