Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #58649314)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Municipal Services Development Agency
Номер конкурса: 58649314
Дата публикации: 02-11-2024
Сумма контракта: 9 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021195
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2024 19:57
Начало приема предложения 10.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 13.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 9`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
  • 80570000 - Услуги по повышению личной профессиональной квалификации
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი“

Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 194.00 GEL
Размер гарантии 97 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha-giorgi datashvili :: 30.10.2024 18:29
  • Последнее исправление: lasha-giorgi datashvili :: 01.11.2024 19:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599789&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი“

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 იხილეთ დანართი N1 და დანართი N3

1.2.2 პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურება (ტრენინგი) მოდულში ,,პერსონალურ მო.ნაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსში“ 1 (ერთი) ჯგუფისთვის. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 15 (თხუტმეტი) მსმენელისა;
1.2.3. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, დამკვეთთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს ტრენინგ-კურსის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსში“ სილაბუსის ფორმირება თანდართულ დოკუმენტში ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით(იხ.დანართი 1);
1.2.4. ტრენინგის სტრუქტურა: ერთ ჯგუფთან 20 (ოცი) აკადემიური საათი, ერთი სატრენინგო დღის ხანგრძლივობა არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა, ჯამში 5(ხუთი) სატრენინგო დღე;
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის ჩატარება 2024 წლის ბოლომდე, ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მიწოდებული სიისა და ცხრილის შესაბამისად.
1.2.5. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო თემის წაკითხვა ქართულ ენაზე;
1.2.6. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი საინფორმაციო მასალის დამკვეთისთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე trainings@msda.ge), ტრენინგის ჩატარებამდე ყველაზე მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე:
1.2.6.1 დღის წესრიგი - თემატიკებისა და აქტივობების დროში განაწილების მითითებით;
1.2.6.2. სილაბუსი - უნდა აღწერდეს ტრენერის მიერ ჩასატარებელი ტრენინგის შინაარსს, ტრენინგი უნდა იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული და ეფუძნებოდეს „სწავლა კეთებით“ მიდგომას.
1.2.6.3. საპრეზენტაციო დოკუმენტი - ტრენინგის მსვლელობისას გამოსაყენებელი დოკუმენტი;
1.2.6.4. სასწავლო მასალა ქართულ ენაზე, რომლის ელექტრონული ვერსია გადაეცემა თითოეულ მონაწილეს;
1.2.6.5. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით მსმენელებისთვის სასწავლო მასალის გადაცემა;

1.2.7. ტრენინგის დასრულებისას, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზება;
1.2.8. სერტიფიკატი – ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მსმენელთათვის უნდა დამზადდეს ტრენინგზე 80% და მეტის დასწრებისა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
სერტიფიკატის მახასიათებლებია: ფაქტურა-ტილო, ფერი-ფერადი, ზომა-A4(21x30სმ), ცალმხრივი, მაღალპოლიგრაფიული ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენაზე). სერტიფიკატის ფორმა, დიზაინი და პარამეტრები შეთანხმდეს დამკვეთთან ტრენინგის დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე;
1.2.9. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, დამკვეთის მიერ მიწოდებული პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე, უნდა აწარმოოს სასწავლო ჯგუფებში მსმენელთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვა. ბეჭდური (დედანი) გადასცეს შემსყიდველს, ტრენინგების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
1.2.10 გამარჯვებულმა პრეტედენტმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის სრული პროცესის სისტემატიური ადმინისტრირება;
1.2.11. დამკვეთის (ან შემსყიდველის) არგუმენტირებული ფაქტებზე დაყრდნობით ტრენერის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ჩანაცვლდეს ტრენერი;
1.2.12. ტრენერის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის საფუძველია: მონაწილეთა გამოკითხვა/ შეთანხმებული სილაბუსის და ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგის თანხვედრის შედარება/ ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასება/ ტრენინგის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის (შემსყიდველის შესაბამისი თანამშრომელი) მიერ სატრენინგო პროცესზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნა;
1.2.13. იმ შემთხვევაში, თუ1. 2.12.-ის მიხედვით მოდულის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს ანგარიშს ტრენინგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შესახებ ან/და შეფასების დოკუმენტში მსმენელების მიერ ტრენინგისა და ტრენერის შეფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი იქნება 15(თხუტმეტ) ქულაზე ნაკლები, მომწოდებელს არ აუნაზღაურდება აღნიშნულ ჯგუფთან ჩატარებული სამუშაო;
1.2.14. მომწოდებელს მოეთხოვება ალტერნატიული ტრენერის წარდგენა მომდევნო ჯგუფებთან. ასევე, არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული ტრენინგის განმეორება ალტერნატიული ტრენერის მიერ;
1.2.15.ალტერნატიული ტრენერის წარდგენა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული ტრენინგის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან 2(ორი) კალენდარული დღის განმავლობაში: დამკვეთის ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნოს ტექნიკური დავალების შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილი ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ტრენერის კომპეტენციას.
აღნიშნული ვადის დარღვევა შემსყიდველის მხრიდან ჩაითვლება როგორც მომწოდებლისათვის შეუძლებელი სერვისი და ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის ბოლომდე. დაწყების თარიღი შეთანხმდეს დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის.
სატრენინგო კალენდარი შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ მცირე 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ტრენინგის ჩატარება უნდა მოხდეს მომწოდებლის ტერიტორიაზე, ქ. თბილისში.
1.5.2 სატრენინგო მომსახურება უნდა განხორციელდეს მომწოდებლის ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან 7კმ-ის რადიუსში;
1.5.3 აუდიტორია განკუთვნილი და მორგებული უნდა იყოს არაფორმალური, სატრენინგო პროცესების შეუფერხებელი და ეფექტური წარმართვისათვის; (სატრენინგო სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს არაფორმალური სწავლებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს და განთავსებული იყოს სასტუმროში ან/და ბიზნეს-ცენტრში ან/და სპეციალურად, სატრენინგო სწავლებისათვის ადაპტირებულ შენობაში; აუდიტორია განკუთვნილი და მორგებული უნდა იყოს არაფორმალური, სატრენინგო პროცესების შეუფერხებელი და ეფექტური წარმართვისათვის. სატრენინგო აუდიტორია არ უნდა იყოს საჯარო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის ან/და მსგავსი დაწესებულების ის ნაწილი, სადაც მიმდინარეობს აკადემიური სასწავლო პროცესი; ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელი უნდა იყოს სატრენინგო სივრცის დამკვეთისთვის პრეზენტაცია;)
1.5.4 მომსახურების გაწევის ადგილი, სატრენინგო სივრცე, სულ მცირე 1 (ერთი) სატრენინგო აუდიტორია, უნდა იყოს აღჭურვილი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო დამხმარე ტექნიკური მოწყობილობებით: ლეპტოპი, პროექტორი, პრინტერი, მონაწილეთა დაგეგმილი რაოდენობის, ტრენერის და დამკვეთის წარმომადგენლის განთავსებისათვის საკმარისი სკამებით;
1.5.5 მონაწილეთათვის სატრენინგო დღის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასმელი წყლით (არანაკლებ 0,5 ლ-იანი ჭურჭლით) სარგებლობა;
1.5.6 სატრენინგო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰაერის გათბობა/გაგრილების სისტემით;
1.5.7 სატრენინგო აუდიტორიის მიმდებარედ, იმავე შენობაში და სართულზე მოწესრიგებული, ჰიგიენური ნორმებით დაცული სველი წერტილებით;
1.5.8 სატრენინგო აუდიტორია აღჭურვილი უნდა იყოს ტრენინგის ჩატარებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის საკანცელარიო რესურსით (მონაწილეთა საკანცელარიო რესურსის გარდა);
1.5.9 სატრენინგო აუდიტორია, სველი წერტილები და კვებისთვის განკუთვნილი ადგილი სისტემატიურად უნდა მუშავდებოდეს სანიტარული ნორმების დაცვით, სადეზინფექციო საშუალებებით;
1.5.10 სატრენინგო აუდიტორიაში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო პირბადეები და ხელის სადეზინფექციო საშუალება (საჭიროების შემთხვევაში);
1.5.11 სატრენინგო აუდიტორია (სივრცე) უნდა იყოს არანაკლებ 25 მ2 _ისა და აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მონაწილეთა დისტანციაზე განსათავსებელად;
1.5.12 სატრენინგო აუდიტორია უნდა იყოს კარგად ინსოლირებული (ბუნებრივი განათებით);
1.5.13 სატრენინგო აუდიტორია უნდა ნიავდებოდეს ფანჯრის საშუალებით;
1.5.14 ტრენინგის მსვლელობისას განსაზღვრული უნდა იყოს მონაწილეთა შესვენება ყავასა და სადილზე. შესვენებაზე გამოყენებულ უნდა იქნას კვების ინდუსტრიაში დაშვებული უსაფრთხო ჭურჭელი, თერმო/ელექტრო ჩაიდანი. ყავის შესვენების მახასიათებლებია:
1.5.15 ერთ მონაწილეზე - აპარატის ყავა ან აპარატის ყავის ხარისხის ტოლფასი ყავა, შაქარი, ლიმონი,სხვადასხვა სახეობის ნამცხვრების ნაკრები, მაღალი ხარისხის ჩაი;
1.5.16 ყავა და ჩაი, თანმხლები მომსახურებით (ჭურჭლის გამოცვლა) სატრენინგო დღის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი;
1.5.17 ნამცხვრების ნაკრები უნდა იყოს სისტემატიურად ახალი, რაოდენობის 20%-მდე ვეგეტარიანული (სხვა დიეტური ან/და სპეციფიკური მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალური შეთანხმებით);
1.5.18 სადილი (ერთ მონაწილეზე) - სალათი 200გრ, ღვეზელი, ხაჭაპური, პიცა, ლობიანი ან/და მსგავსი შიგთავსიანი ცომეული არანაკლებ 150გრ, ცხელი კერძი და გარნირი არანაკლებ 300გრ, ყავა-ჩაი;
1.5.19 დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს კვების პროდუქტების ნიმუშები.
1.5.20 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელია წარადგინოს სადილის მენიუ.
1.5.21 ტრენინგის კალენდარში ცვლილებები განხორციელდეს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია გაიცვალოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
1.5.22 გამარჯვებული პრეტენდენტის წარმომადგენელი მუდმივად უნდა ესწრებოდეს სასწავლო პროცესს და ახორციელებდეს ტექნიკური დავალებით გაწერილი ტრენინგის მიმდინარეობის პროცესების სისტემატიურ ადმინისტრირებას.

1.5.23 შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 .ინფორმაცია პირის (ორგანიზაციის) სატრენინგო მომსახურების მიმართულებით არანაკლებ 5(ხუთ) წლიანი გამოცდილების შესახებ;
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში (მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე) უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გამოცდილება სულ მცირე 400 (ოთხასი) მსმენელისთვის, მათ შორის საჯარო სექტორის ასზე მეტი მოხელისთვის ტრენინგის ორგანიზების მიმართულებით. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2020 წლიდან დღემდე ჩატარებული ტრენინგების შესახებ ორი სარეკომენდაციო წერილი: სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციიდან, ტრენინგის შემსყიდველი (ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გარდა) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციიდან. ჩამოთვლილთაგან სავალდებულოა ერთი სარეკომენდაციო წერილი მაინც იყოს სახელმწიფო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი. (დოკუმენტების გაცემის ვადა ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს);
2.2.1.2. ინფორმაცია სულ მცირე ერთი ტრენერის შესახებ

ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება ან/და სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი, მოქმედი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და ელ-ფოსტა);

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ა) წარმოდგენილი ტრენერის CV, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული), პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის 2(ორ) წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) წარმოდგენილი ტრენერ(ებ)ის მიერ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსში“(ან მსგავსი შინაარსის სხვა კურსი) 2023 წლიდან (მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე) სულ მცირე, 200(ორასი )საჯარო მოხელისათვის ტრენინგის/ლექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოდგენილი იყოს მიღება-ჩაბარების აქტი ან ხელშეკრულება);
გ) დამსაქმებლ(ებ)ის მიერ (ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გარდა) გაცემული სარეკომენდაციო წერილი წარმოდგენილი სპეციალისტ(ებ)ის (ტრენერ(ებ)ის) მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსში“(ან მსგავსი შინაარსის სხვა კურსი) შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ (დოკუმენტი გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე 3 თვეს);

ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება ან/და სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი, მოქმედი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და ელ-ფოსტა);

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ექსპერტიზის დასკვნით, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ინვოისით ან ხელშეკრულებით და მიღება ჩაბარების აქტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში;

7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

7.2.3 საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;

7.2.4 დაფინასნების წყარო 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა-გიორგი დათაშვილი, 595234761, l.datashvili@tbilisi.gov.ge ტექნიკური საკითხებისთვის - ნინო ჩომახია 577 15 86 36

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა, მას დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.
10.1.6. პრეტენდნეტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის დადგენილებას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru