Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Специальные одежда и аксессуары (Грузия - Тендер #58619613)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 58619613
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 23 782


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021084
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 15:53
Начало приема предложения 06.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 08.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 23`782.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18400000-Специальные одежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18424000 - Перчатки
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ნაქსოვი ხელთათმანები
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 95.00 GEL
Размер гарантии 238 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maria pranguliani :: 31.10.2024 15:20
  • Последнее исправление: maria pranguliani :: 31.10.2024 16:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599945&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ნაქსოვი ხელთათმანები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება და ესკიზი.

- ვინაიდან, ესკიზებზე შესაძლებელია ზუსტად ვერ მოხდეს ხელთათმანის ფერის ტონალობის აღქმა, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის ფერი შეათანხმოს შემსყიდველთან და დამზადდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული საკითხი პრეტენდენტის მიერ, ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან.

- შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები;

- ხელთათმანის ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით.

- ხელთათმანი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება სხვადასხვა ჩანართების ზომების, ასევე საქონლის შემადგენელი ნაწილების (მაგ: მაჯა) ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან ისინი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ხელთათმანის ზომების მიხედვით და მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშის ვიზუალური დათვალიერებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში (მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2025 წლის 08 იანვრიდან).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N5 - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საწყობი.

1.7.1 requirement related to guarantee period

- მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში მოქმედებს არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

- საგარანტიო პირობა: შეცვლა ახლით;

- დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა: შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

- რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული, გამძლე.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი (ან ბრენდი).

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000.00 (ათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის კონკრეტული დასახელება, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ან ბრენდი, ერთეულის ფასი და საერთო ფასი, ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

9. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

11. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, (მოთხოვნა შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში და ლაბორატორიული კვლევის (ექსპერტიზის) ორიგინალი/დედანი დასკვნ(ებ)ი;

3.1.1.2 ლაბორატორიული კვლევები ჩატარებულ უნდა იქნეს 1.2 პუნქტში ატვირთულ "ტექნიკურ დავალებაში" მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

3.1.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი.

3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუში სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.5 პრეტენდენტის მიერ აუცილებლად უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან წარმოსადგენი ნიმუშის თარგი და თითოეული დეტალის ფერი, შესაბამისად წარმოსადგენი ნიმუში შეკერილი უნდა იქნეს შემსყიდველის მოთხოვნების და მასთან შეთანხმებული თარგისა და ფერის გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. შემსყიდველის ნიმუშის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38);

3.1.1.6. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.7 უცხოენოვანი დასკვნების შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

3.1.1.8 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშ(ებ)ი და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.1.9 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.



შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული საქონლის ნიმუში და ლაბორატორიული (ექსპერტიზის) დასკვნები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38 - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც მის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი სტრუქტურული დანაყოფის - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცემულების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

- თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით გუმბერიძე, 577773045, gumberidze@mia.gov.ge სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: მარია ფრანგულიანი 577 77 53 88.

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru