Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #58619611)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA TBILISI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 58619611
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 180 006


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021086
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 16:03
Начало приема предложения 09.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 12.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 180`006.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო მომსახურება

დაფინანსების წყარო:
2025-2026 წწ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2025 წელი - 140 006.00 ლარი
2026 წელი - 40 000.00 ლარი
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი
Шаг снижения цены 750.00 GEL
Размер гарантии 1`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar mghebrishvili :: 15.10.2024 14:31
  • Последнее исправление: tamar mghebrishvili :: 31.10.2024 16:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598033&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას, შემდეგი ტექნიკური დავალების გათვალისწინებით:

ტექნიკური დავალება:

- საფოსტო-საკურიერო მომსახურება მოიცავს:

- სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი);

- გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება, რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული ინფორმიერება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ გზავნილზე, ასევე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, მოთხოვნილი ფორმით მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობნებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.

 მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღეს, მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება (მატერიალურად ან/და ელ.პროგრამის საშუალებით), წინა თვის განმავლობაში ჩაბარებული და ჩაუბარებელი გზავნილების შესახებ. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გზავნილის უნიკალური ნომერი, გზავნილის შემსყიდველისგან მიღების თარიღი, ადრესატისთვის მიტანის თარიღი (როგორც ჩაბარების, ასევე ჩუბარებლობის შემთხვევაში) ჩაუბარებლობის მიზეზი.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გზავნილის ჩაბარების ამსახველი მატერიალურად დადასტურებული დოკუმენტის წარდგენა დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების გათვალისწინებით,

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში მოცემული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემის დროს, გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით;

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო დღეებში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან შემსყიდველთან შეთანხმებით გზავნილების გატანა. საჭიროების შემთხვევაში გზავნილების გატანა შაბათ დღეს არაუგვიანეს 14 საათისა.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატისთვის განმეორებით მიტანა (უფასოდ) და ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილის შემსყიდველისთვის გადაცემა (ჩაუბარებლობის მიზეზის მითითებით ჩაუბარებლობის მიზეზების ამსახველი მატერიალურად დადასტურებულ დოკუმენტთან ერთად), დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების შესაბამისად.

 გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით, ამასთან, უნდა უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა თავისი ხარჯებით.

 თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას აღმოაჩეანს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს მომდენო სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლისგან არასწორი მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება, - საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმირ ტერიტორიაზე.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი ადგილობრივი გადამისამართებული გზავნილების ადრესატისთვის მიტანა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მასშტაბით უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა).

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.

 ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით, მიღების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით, პირადი ნომრის მითითებით.

 ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით, მიღების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით, პირადი ნომრის მითითებით.

 ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის არ ყოფის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით, მიღების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით პირადი ნომრის მითითებით.

 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

შემსყიდველის მიერ საფოსტო გზავნილების გადაცემა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნული გზავნილების მიღება განხორციელდება:
1. ქ. თბილისი დიღმის მასივი მე–2 კვარტალი, კ. ჩალაძის ქN2 - შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
2. ქ. თბილისი რ. თაბუკაშვილის N27 - ძველი თბილისის მთავარი სამმართველო;
3. ქ. თბილისი დ. გურამიშვილის გამზ. N19ბ - გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო;
4; ქ. თბილისი აკაკი წერეთლის გამზირი N16 - დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო;
5. ქ. თბილისი კოსტავას ქ. N 68ა/ქუჩა, ს. ჩიქოვანი N2 - ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო;
6. ქ. თბილისი ჯავახეთის ქ N1 - ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო;

1.7.1 requirement related to guarantee period

- ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების საფოსტო-საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს
- შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციაში უნდა იკითხებოდეს ხელშეკრულების ნომერი ან გაწეული მომსახურების დასახელება). ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება.
ან/და
- მითითებული იქნას შესაბამისი ტენდერის განცხადების ნომერ(ებ)ი (რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია).

2.9 other additional requirements

2.9.1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

2.9.2. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასები არ უნდა იყოს მრავალნიშნა ათწილადი და უნდა დამრგვალდეს მეასედებამდე.

2.9.3. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ, ასევე საბოლოო ფასის შესაბამის ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ღირებულებას.

2.9.4. შემყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების პრეტენდენტის მიერ შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა იყოს ასახული ფასების ცხრილით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს ფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

2.9.5. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების/ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ ფასების ცხრილში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასის გაზრდა (რომელიც პრეტენდენტს მითითებული აქვს თავდაპირველ ფასების ცხრილში) დაუშვებელია და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.6. მომსახურების ფასების ცხრილში მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. შესაბამისად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვის მომენტისათვის დარჩენილი თანხა (არსებობის შემთხვევაში) რჩება შემსყიდველთან და იგი არ წარმოშობს რაიმე დამატებით ვალდებულებებს მიმწოდებლის მიმართ. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა და შემსყიდველისათვის სასიცხოცლოდ მნიშვნელოვანია გაგზავნილი გზავნილებისთვის ადრესტებისთვის დროული ჩაბარება, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას (31.03.2026წ).

6.6.5 terms and conditions of guarantee

ტენდერში მოითხოვება საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შემსყიდველის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი, შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად, გაწეულ მომსახურებაზე მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ანგარიშსწორების ფორმა უნაღდო.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.3.2. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ მღებრიშვილი, 577551978, mgebrishvili-t@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1.ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ (თარგმნის სისწორის დასტურად) უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
3. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
6.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტენაში ატვირთული ან შემსყიდველისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისათვის.
7.ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru