1.1 შესყიდვის ობიექტის საპროექტო დავალება:
1.1 შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2024 წლის განმავლობაში 2 000 000 (ორი
მილიონი) ლარის ღირებულების სასმელი წყლების სისტემის სამშენებლო
სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენა;
გასაწევი მომსახურება:
საველე კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები;
ა) საპროექტო სამუშაოები;
ბ)ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კორდინატთა სისტემაში
გ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
დ) საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა (საჭიროების
შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის,
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-ს შესაბამისი
სამსახურის მიერ განისაზღვრება მოთხოვნა ტერიტორიის ღრმა გეოლოგიური
გამოკვლევის ჩატარებაზე; ასევე პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნას
შესაბამისი სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ
გაცემული დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან
ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
ვ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
თ) გამარჯვებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს მომზადებული პროექტის გადაფასება
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.
დავალების შინაარსი:
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ყოველი კონკრეტული
საპროექტო მომსახურების შეასრულოს კლასიფიკაციის ინსტრუქციის
შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო
ფასების გამოყენების პრაქტიკაც; ბ) პროექტებში გათვალისწინებულ უნდა
იქნეს მშენებლობაში მიღწეული და
დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და
მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან
გამომდინარე; გ) პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების
და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების
ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული
კალკულაციებით და ღირებულებებით; დ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია
ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის,
ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის
საჭირო ტექნიკაზე.
დავალების შესრულების წესი :
ა) დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და
ხელშეკრულების პირობებით.ნებისმიერი სამუშაოს დაპროექტება
შეთანხმებული უნდა იყოს ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის,
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-სთან. კონკრეტული
ობიექტების პროექტების შედგენის ვადები განისაზღვრება შემსყიდველის
მიერ მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში.
ნორმატიული აქტები :
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს
ქართულ ენაზე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავდეს
საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და
წესების, რეგლამენტებისა და სტანდარტების სრული დაცვით.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავდეს „მშენებლობის
ნებართის გაცემისა და შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების
წესებისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის N255
დადგენილების შესაბამისად;
ასევე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება
„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი
დებულებების შესახებ“.
სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური
რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას
ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს
მოთხოვნებს.
გათვალისწინებულ უნდა იქნეს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების
წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 26 ნოემბრის N 32
დადგენილება.
გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმები
და წესები;
სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემდგენი ვალდებულია პროექტის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ჩაუტაროს საექსპერტო
შეფასება 1. „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების
წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის
№41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან (საექსპერტო შეფასება); 2.
პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ფინანსური შესაბამისობის საექსპერტო
შეფასება, ზემოთჩამოთვლილი საექსპერტო
დასკვნების განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან
სხვა აკრედიტებული პირი. ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო
დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოებთან ერთად. იმ
შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ-ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო,
პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის
განმახორციელებელი ორგანოს/პირის შესაბამისი აკრედიტაციის
სერთიფიკატი.
აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას.
მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
ა) მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო – სატენდერო
დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და სამშენებლო სამუშაოების
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.
ბ) შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო
დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო
მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო
დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი;
კუთვნილება
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა
სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის
გარეშე.
საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა
ა) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული
საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად და მისი
შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური
დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს
დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ამასთანავე,
PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს.
მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს საჭიროებისამებრ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის კორექტირება როგორც სამუშაოების დაწყებამდე, ასევე
სამუშაოების მიმდინარეობისას ნებისმიერ ეტაპზე დამატებითი
ანაზღაურების გარეშე.
შენიშვნა: ტექნიკური დავალება შემდგომში განიხილება, როგორც
გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
განუყოფელი ნაწილი.
(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).