Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Фармацевтические продукты (Грузия - Тендер #58419559)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Food Agency
Номер конкурса: 58419559
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 8 850 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020833
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 17:35
Начало приема предложения 20.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 8`850`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 33600000-Фармацевтические продукты
Коды классификатора
  • 33651690 - Вакцины для использования в ветеринарии
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისათვის.
შესყიდვა წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას და ფინანსდება 2024-2025 წლის სახსრებით.

Vaccine against the FMD
Tender Type: electronic tender without auction (NAT)
Procuring Entity: LEPL National Food Agency
Source of Funding: Funds of 2024-2025
Estimated value of procurement: 8850000 GEL
Bid should be submitted: Excluding VAT
Classifier (CPV) Code and Classificatory Division: 33600000 – Pharmaceutical Products
Classifier (CPV) Code and Specific Procurement Object: 33651690 – Vaccines for Veterinary Medicine
Amount volume of Procurement: 1,500,000 Dozes
Supply Period: See the tender documentation
Bid reduction step: 88500 GEL
Guarantee validity period: 160 Days
Количество и объём закупок 1 500 000 დოზა
Шаг снижения цены 88`500.00 GEL
Размер гарантии 88`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salomebandzeladze :: 15.10.2024 15:03
  • Последнее исправление: salomebandzeladze :: 24.10.2024 17:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598046&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის დაავადება თურქულის საწინააღმდეგო პოლივალენტური ვაქცინა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ვაქცინა უნდა იყოს საქართველოში აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული და „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის №205 დადგენილებით განსაზღვრულ რომელიმე ქვეყანაში წარმოებული და რეგისტრირებული.
1.2.2. შესასყიდი ვაქცინების რაოდენობაა 1 500 000 დოზა;
1.2.3. ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა;
1.2.4. წვრილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზის ნახევარს;
1.2.5. ზრდასრული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გეგმიური ვაქცინაციის შემდგომ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.
1.2.6. ვაქცინა უნდა იყოს თხევადი, ალუმინის ჰიდროქსიდზე დამზადებული, სორბირებული, ინაქტივირებული, პოლივალენტური და უნდა შეიცავდეს შემდეგ სეროტიპებსა და შესაბამის გენოტიპებს:
Serotype A:
• A Genotype VII-2015.
• Iran 05. Serotype O:
• PanAsia 2; ან Manissa-სა და 3039-ის კომბინაცია.
Serotype Asia 1:
• Sindh-08 ან Shamir.
Serotype SAT2:
• Topotype XIV ან Eritrea.
1.2.7. დაავადება თურქულის ვაქცინის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ სეროტიპზე დამცველობითი დოზა მსხვილფეხა პირუტყვისთვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6PD50;
1.2.8. თითოეულ ფლაკონში მზა ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 100 დოზას;
1.2.9. ვაქცინა დაფასოებული უნდა იყოს გამჭვირვალე ფლაკონში;
1.2.10. არ უნდა გააჩნდეს ლოდინის/გამოყოფის პერიოდი რძესა და ხორცში;
1.2.11. ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტზე ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია: ფლაკონში ვაქცინის დოზის რაოდენობა, ვაქცინის დასახელება, ვაქცინის მოცულობა, სხვადასხვა სახეობის ცხოველებისათვის რეკომენდირებული დოზირება, ვაქცინის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა ან/და ვაქცინის ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი, ვაქცინის შემცველი სეროტიპები, სერიის ნომერი, ვაქცინის შენახვის პირობები და მისი გამოყენების მეთოდები, ხოლო ვაქცინის ყუთზე ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია: მწარმოებელი კომპანია, მწარმოებელი ქვეყანა, ვაქცინის დასახელება, ყუთში ფლაკონების რაოდენობა, ვაქცინის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა ან/და ვაქცინის ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი, ვაქცინის შემცველი სეროტიპები, სერიის ნომერი, ვაქცინის შენახვის პირობები;
1.2.12. ვაქცინის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს თერმოყუთებით (თერმულად იზოლირებული გადასაზიდი კონტეინერი, რომელსაც აქვს უნარი გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს სათანადო ტემპერატურა), რომელიც პრეპარატის მიღების შემთხვევაში რჩება შემსყიდველთან.
1.2.13. ვაქცინა ცხოველის ორგანიზმში არ უნდა იწვევდეს 3ABC არასტრუქტურული ცილების (NSP) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას;
1.2.14. ინფორმაცია ვაქცინაში შემავალი შტამების, თითოეულ გენოტიპზე დამცველობითი დოზის 3ABC არასტრუქტურული ცილების (NSP) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის სტატუსის შესახებ უნდა დასტურდებოდეს რომელიმე WOAH(OIE)/FAO რეფერალური ლაბორატორიის / ცენტრის მიერ;
1.2.15. მზა ვაქცინებს გავლილი უნდა ჰქონდეს წარმოებისა და ხარისხის კონტროლი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WOAH(OIE) სადიაგნოსტიკო ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს და ევროპული ფარმაკოპეის სტანდარტებს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

I ეტაპი - 600,000 დოზა არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისამდე.
II ეტაპი - 900,000 დოზა არაუგვიანეს 2025 წლის 20ოქტომბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. „მომწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს „საქონლის“ მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, მწარმოებლის მიერ 2.7.1.1. ან/და 2.7.1.3 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ვაქცინის ტრანსპორტირების დროს დასაშვები ტემპერატურული რეჟიმის შესახებ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, რომლის დადასტურება უნდა მოხდეს შემდეგი საშუალებებით:
1.5.1.1. თითოეულ პარტიას (რომელიც ტრანსპორტირდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით) უნდა ახლდეს არანაკლებ 3 ცალი ტემპერატურის ამსახველი ელექტრო მოწყობილობა, რომელთა 50%-ზე მეტი უნდა ადასტურებდეს ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში (მწარმოებლიდან პროდუქტის მიწოდების საბოლოო დანიშნულების ადგილამდე) ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, ან და
1.5.1.2. წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც მოხდა საქონლის ტრანსპორტირება, ტემპერატურის ამსახველი ელექტრო მოწყობილობის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში (მწარმოებელი კომპანიიდან - პროდუქტის მიწოდების საბოლოო დანიშნულების ადგილამდე);
1.5.1.3. იმ შემთხვევაში, თუ, სატრანსპორტო საშუალების ტემპერატურის ამსახველი ელექტრო მოწყობილობის ჩანაწერებით დასტურდება ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, შემსყიდველის მიერ დამატებით განხილული იქნება მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი თერმოყუთების მახასიათებლები, რომლითაც უნდა დადასტურდეს ვაქცინის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
1.5.2. „მომწოდებელის“ მიერ ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად (1.5.1.1 ან/და 1.5.1.2; 1.5.1.3) ტემპერატურული რეჟიმის დაცვის არ/ვერ დადასტურების შემთხვევაში - საქონელი არ მიიღება;
1.5.3. ვაქცინები შემსყიდველს უნდა მიეწოდოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის №36ა.
1.5.4. ვაქცინას მოწოდებისას თან უნდა ახლდეს:
1.5.4.1. ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი ან ამ სერტიფიკატის ექვივალენტური დოკუმენტი თითოეულ სერიაზე;
1.5.4.2. ვაქცინის მოწოდების მომენტისთვის 2.7.1.2. პუნქტის თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, ვადიდან გამომდინარე თუ საჭიროებს განახლებას, ასეთ შემთხვევაში მოწოდებული უნდა იქნეს ზემოთხსენებული პუნქტით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტ(ებ)ი;
1.5.4.3. წარმოშობის სერტიფიკატი;
1.5.4.4. საქართველოში აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.5.4.5. ვაქცინის ინსტრუქცია (ნოტარიულად ნათარგმნი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე) და ვაქცინის დახასიათება. დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფლაკონის გახსნიდან მისი გამოყენების ვადა, ვაქცინაციის სქემა;
1.5.5. ვაქცინების მიწოდების ადგილზე დაცლა-დასაწყობება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას;

1.7.1 requirement related to guarantee period

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 12 თვე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანასთან და მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებით ასახული უნდა იყოს ფასების ცხრილში;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ვაქცინის გამოყენების ინსტრუქცია და დახასიათება (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული). იმ შემთხვევაში თუ ამ დოკუმენტაციებში არ იქნება მითითებული ფლაკონის გახსნიდან მისი გამოყენების ვადა, დამატებით წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია;
2.7.1.2. კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2.7.1.3. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ვაქცინის ტრანსოპრტირების დროს დასაშვები ტემპერატურული რეჟიმის შესახებ. (იმ შემთხვევაში როდესაც აღნიშნული ინფორმაცია არ არის მითითებული ვაქცინის ინსტრუქციაში); ვაქცინის ტრანსპორტირების დროს მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმის ცვლილებების შემთხვევაში ვაქცინის ვარგისიანობის ვადაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შესახებ მომწოდებლის მიერ მწარმოებლისაგან წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ინფორმაცია;
2.7.1.4. საქართველოში ვაქცინის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს მიმდინარე ტენდერის წინადადების მიღების დამთავრებამდე.
2.7.1.5. ტენდერში წარმოდგენილ უნდა იქნას წერილი მწარმოებლისგან, რომ კონკრეტული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული კონკრეტული რაოდენობის შესყიდვის ობიექტი არის მისი წარმოებული.

2.9 other additional requirements

საქონლის მიწოდების შემდგომ შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში:
2.9.1. მომწოდებლმა, გონივრულ ვადაში თითოეულ სეროტიპზე უნდა წარმოადგინოს, მსხვილფეხა პირუტყვისთვის 6PD50 დამცველობითი დოზის დამადასტურებელი უკვე არსებული დოკუმენტაცია ჩატარებულ შემდეგ კვლევებზე:
ა) ავტორიზაციის (აღიარება) მიზნით ჩატარებული იმუნოგენურობის კვლევის შედეგებიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს რომ დამცველობითი დონე ექვივალენტურია 6PD50-ის;
ბ) თითეული მოწოდებული სერიის პოტენტურობაზე (სიძლიერეზე) განხორციელებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ვაქცინები აღნიშნული პარტიებიდან გამოიმუშავებენ ანტისხეულების სულ მცირე იმავე დონეს რასაც ის პარტიები, რომლებმაც გაიარეს იმუნოგენური ტესტები (და შესაბამისად აქვთ სულ მცირე 6PD50);
გ) დოკუმენტაცია რომლებიც აჩვენებენ რომ თითოეულ მოწოდებულ პარტიას გააჩნია ინტაქტის (intact) სულ მცირე 146S მინიმალური დონეს, რომლებიც ექვივალენტურია იმ პარტიებისა, რომლებმაც გაიარეს იმუნოგენურობის ტესტი;
2.9.2. ვაქცინის იმუნოგენურობის გამოკვლევის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ჩაატარებს შესაბამის მონიტორინგს. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ, ჩატარებული მონიტორინგის (თურქულის სტრუქტურული ცილების (SP) მონიტორინგი) დროს მიღებული იქნება არადამაკმაყოფილებელი შედეგები:
ა) შემსყიდველი, მიმწოდებლისაგან მოითხოვს სატენდერო დოკუმენტაცუიის 2.9.1 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენას გონივრულ ვადაში; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია, მონიტორინგის შედეგებს და 2.9.1. პუნქტით მოთხოვნილ დოკუმეტებს გადასცემს კომპეტენტურ კვლევით ორგანოს;
გ) კომპეტენტური კვლევითი ორგანოს მიერ დასკვნის წარმოდგენის შემდგომ შედეგები ეცნობება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და პრეპარატის მწარმოებელი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორისა ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება;

4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე პირად შემსყიდველი განიხილავს - დამოუკიდებელ აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

იურიდიული პირისათვის – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.3 for an individual entrepreneur

ინდივიდუალურ მეწარმისათვის – ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული ქმედებისათვის;

5.1.4 for a physical entit

ფიზიკური პირისათვის – ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული ქმედებისათვის;

5.1.5 for a partnership

ამხანაგობისთვის– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.6 for a non-resident

არარეზიდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

5.1.7 for a representation/branch

წარმომადგენლობამ /ფილიალმა, უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა, სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. შემყიდველს უნდა წერედგინოს საქართველოში რეგისტრიებული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საფინანსო დაწესებულების საბანკო გარანტია.

6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი)

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შესყიდვა ითვალისწინებს წინასწარ საავანსო ანგარიშსწორებას:
2024 წელი - მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს წინასწარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულებიდან 7 000 000 ლარის ოდენობით, 2024 წლის 23 დეკემბრამდე;
2025 წელი - სახელშეკრულებო ღირებულების დარჩენილ თანხაზე დაშვებულია წინასწარი საავანსო ანგარიშსწორება, საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.
7.1.1.2.საავანსო ანგარიშწორებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინასწარ მოთხოვნილი საავანსო თანხის ოდენობის საბანკო დაწესებულების საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.;

7.1.1.3. საავანსო საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული და შესაბამისი უფლებამოსილენოს მქონე საბანკო დაწესებულების მიერ;

7.1.1.4. უცხოური ბანკიდან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი)

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიწოდებულ საქონელზე, მხარეეებს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასახვით;
7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
7.2.3. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში
7.2.4. საავანსო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება სრული გამოქვითვის პრინციპით (ავანსად მიღებული თანხა გამოიქვითება პირველივე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესმყიდველის მიერ გადასახდელი თანხიდან).
7.2.5. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გერონტი ფრუიძე, 599381406, geronti.pruidze@nfa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. საქართველოს საგდასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ამიტომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია აღნიშნული გადასახადის გათვალისწინების გარეშე.

10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად.
10.1.4. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru