Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #58419562)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Municipal Inspection, Infrastructure and Improvement Divizion NNLE
Номер конкурса: 58419562
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 30 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020830
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 17:29
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela putkaradze :: 24.10.2024 10:57
  • Последнее исправление: aleko verdzadze :: 24.10.2024 17:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599129&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.1 შესყიდვის ობიექტის საპროექტო დავალება:
1.1 შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2024 წლის განმავლობაში 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ღირებულების სასმელი წყლების სისტემის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;

გასაწევი მომსახურება:
საველე კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები;
ა) საპროექტო სამუშაოები;
ბ)ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კორდინატთა სისტემაში
გ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
დ) საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-ს შესაბამისი სამსახურის მიერ განისაზღვრება მოთხოვნა ტერიტორიის ღრმა გეოლოგიური გამოკვლევის ჩატარებაზე; ასევე პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
ვ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
თ) გამარჯვებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს მომზადებული პროექტის გადაფასება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 თვის ვადაში.

დავალების შინაარსი:
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო მომსახურების შეასრულოს კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც; ბ) პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და
დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე; გ) პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით; დ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.

დავალების შესრულების წესი :
ა) დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და ხელშეკრულების პირობებით.ნებისმიერი სამუშაოს დაპროექტება შეთანხმებული უნდა იყოს ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-სთან. კონკრეტული ობიექტების პროექტების შედგენის ვადები განისაზღვრება შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში.

ნორმატიული აქტები :
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავდეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, რეგლამენტებისა და სტანდარტების სრული დაცვით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავდეს „მშენებლობის ნებართის გაცემისა და შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის N255 დადგენილების შესაბამისად;

ასევე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“.
სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს მოთხოვნებს.

გათვალისწინებულ უნდა იქნეს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 26 ნოემბრის N 32 დადგენილება.

გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;

სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემდგენი ვალდებულია პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ჩაუტაროს საექსპერტო შეფასება 1. „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან (საექსპერტო შეფასება); 2. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ფინანსური შესაბამისობის საექსპერტო შეფასება, ზემოთჩამოთვლილი საექსპერტო
დასკვნების განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი. ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს/პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი.
აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას.

მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
ა) მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო – სატენდერო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.
ბ) შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი;

კუთვნილება
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე.

საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა
ა) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს საჭიროებისამებრ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება როგორც სამუშაოების დაწყებამდე, ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას ნებისმიერ ეტაპზე დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შენიშვნა: ტექნიკური დავალება შემდგომში განიხილება, როგორც გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);

1.4.2 კონკრეტული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადები განისაზღვრება შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი;
გ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გაწევაზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები;
დ) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების ქსეროასლები;
ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა მხოლოდ დანართი N3-ის სახით;

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1 მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო მომსახურების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
2.4.2 თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადას;
2.4.3 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს.
2.4.4 საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1) ფასების ცხრილი - დანართი N1-ის შესაბამისად;
2) ტექნიკურ დავალება - დანართი N2-ის შესაბამისად.
3) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად;
4) ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ან/და განუფასებლად იქნება წარმოდგენილი დანართი N1 პრეტენდენტის სატენდერო წინადადების დაზუსტების განხილვა არ განხორციელდება და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 რძანების 27-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ინტელექტუალური მომსახურება) შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ,,მიმწოდებლის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.2.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის, საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა) წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიკო ბერიძე, 557722853, municipalinspection22@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით.
10.1.2 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). აღნიშნული ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ,,მიმწოდებლად’’ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებელი.
10.1.4 კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა/რწმუნებულება, რომელიც დაადასტურებს პირის უფლებამოსილებას სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის ხელმოწერაზე.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.7 წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru