Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #58419541)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Educational and Scientific infrastructure Development Agency
Номер конкурса: 58419541
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 1 313 461


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020809
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 16:16
Начало приема предложения 20.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 1`313`461.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71242000 - Подготовка проекта и проектирование, сметы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის, სსიპ-ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის, სსიპ ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა


LEPL- Educational and Scientific Infrastructure Development Agency of Ministry of Education, Science and Youth of Georgia announces a tender on the state procurement of preparation service of design and cost accounting documentation for the construction works of Georgia public schools (LEPL - Public school of Nagomari village of Ozurgeti municipality, LEPL - N1 public school of Chokhatauri township named after Niko Mari, LEPL - N2 public school of the city of Abashi, LEPL - N1 public school of Tsalenjikh town) by the Government 2024-2025 Years budget.
Electronic Tender Without Auction (NAT)
The application number NAT240020809
Procurement: status is declared
Procurement: LEPL- Educational and Scientific Infrastructure Development Agency
Tender Announcement Date: 24.10.2024 16:16
Start making suggestions: 20.11.2024 00:00
Deadline for Submission of Proposals is: 25.11.2024 12:30
Funding for 2024-2025
Procurement presumable value 1`313`461.00 GEL
The tender proposal should include VAT - inclusive of VAT
Classification (CPV) codes: 71200000 - Architectural and related services
Classifier (CPV) code and procurement specific object: 71242000 - Project and design preparation, estimation of costs
See the quantity or volume of procurement in the tender documentation
Date of delivery see in the tender documentation
Bid price of the offer price is 13 000.00 GEL
The guarantee amount is 13`135 GEL
Warranty validity is 160 days
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 13`000.00 GEL
Размер гарантии 13`135 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit meskhishvili :: 23.10.2024 12:14
  • Последнее исправление: tata kvantaliani :: 24.10.2024 16:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599036&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის, სსიპ-ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის, სსიპ ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალების შესაბამისად (იხილეთ მიბმულ ფაილად).
1.2.2. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს მიერ მომზადებული დადებითი საექსპერტო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციაზე: არქიტექტურა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N41 2016 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე.); საინჟინრო გეოლოგია; კონსტრუქცია; ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს როგორც პროექტთან შესაბამისობის, ასევე მასში მითითებული ერთეულის (თითოეული პოზიციის) ფასების საბაზრო ფასებთან მიმართებაში შესაბამისობის და ადეკვატურობის დასადგენად;
1.2.3. შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა მომზადებული პროექტის განხორციელების/სამშენებლო სამუშაოების პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია განაფასოს მომსახურების ხარჯთაღრიცხვ(ებ)ის ორი გრაფა: "საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება კვადრატულ მეტრზე" და "საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება სრული".

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა გათვლილი 150 ბავშვზე - საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის თანხა 149 280.00 ლარი, მომზადების ვადა - 6 თვე, აქედან:
I ეტაპი - 1.5 თვე;
II ეტაპი - 1.5 თვე;
III ეტაპი - 3 თვე.

2. სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა გათვლილი 800 ბავშვზე - საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის თანხა 439 366.20 ლარი, მომზადების ვადა - 7 თვე, აქედან:
I ეტაპი - 1.5 თვე;
II ეტაპი - 1.5 თვე;
III ეტაპი - 4 თვე.

3. სსიპ ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლა გათვლილი 450 ბავშვზე - საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის თანხა 297 960.00 ლარი, მომზადების ვადა - 6 თვე, აქედან:
I ეტაპი - 1.5 თვე;
II ეტაპი - 1.5 თვე;
III ეტაპი - 3 თვე.

4. სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა გათვლილი 800 ბავშვზე - საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის თანხა 426 855.00 ლარი, მომზადების ვადა - 7 თვე, აქედან:
I ეტაპი - 1.5 თვე;
II ეტაპი - 1.5 თვე;
III ეტაპი - 4 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, მისამართი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. პირველი შესახვევი, N6, მე-8 სართული.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2021 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის (საგანმანათლებლო დაწესებულები, საოფისე შენობები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და ა.შ.) მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის მინიმუმ ერთი ხელშეკრულება მაინც უნდა ადასტურებდეს საგანმანათლებლო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებას. ხაზობრივი ნაგებობის, გზების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების გამოცდილება მხედველობაში არ მიიღება;
2.2.1.2. გამოცდილების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს მომსახურება გაწეული აქვს, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს მომსახურება გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ მომსახურების გაწევა წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორის მიერ მომსახურება სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში მომსახურების სრულად გაწევა არ არის საკმარისი).
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".
2.2.1.6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული მომსახურების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია გაწეული მომსახურების შესახებ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა დგინდებოდეს 2.2.1.1 პუნქტით განსაზღრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა;
2.2.1.7. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის ან სხვა პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
6.4.2. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
6.4.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
6.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართის შესაბამისად (იხილეთ მიბმული ფაილი: საბანკო გარანტიის ფორმა).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით.
7.1.1.2 საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.1.1.3. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება გაწეული მომსახურების ღირებულებიდან, სრული მოცულობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან საბოლოო ან/და შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათა კვანტალიანი, 598319595, tkvantaliani@esida.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
10.1.2. შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1,313,461.20 ლარს. მათ შორის:
ა) სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა - 149,280.00 ლარი, საიდანაც 2024 წელს გათვალისწინებულია 29,856.00 ლარი, ხოლო 2025 წელს - 119,424.00 ლარი;
ბ) სსიპ-ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა - 439,366.20 ლარი, საიდანაც 2024 წელს გათვალისწინებულია 87,873.24 ლარი, 2025 წელს - 351,492.96 ლარი;
გ) სსიპ ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლა - 297,960.00 ლარი, საიდანაც 2024 წელს გათვალისწინებულია 59,592.00 ლარი, 2025 წელს - 238,368.00 ლარი.
დ) სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა - 426,855.00 ლარი, საიდანაც 2024 წელს გათვალისწინებულია 85,371.00 ლარი, 2025 წელს - 341,484.00 ლარი.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 10.1.2. პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ობიექტის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.4. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
10.2. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა;
ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

24-10-2024 Строительно-монтажные работы .

24-10-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

24-10-2024 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

24-10-2024 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

24-10-2024 Инженерные услуги.

24-10-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru