Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #58348887)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD AJARA PROJECTS MANAGEMENT COMPANY
Номер конкурса: 58348887
Дата публикации: 22-10-2024
Сумма контракта: 2 464 742


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020671
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.10.2024 17:44
Начало приема предложения 07.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 12.11.2024 13:30
Предполагаемая цена закупки 2`464`742.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვე.
Дополнительная информация
ქ. ქობულეთში საფეხბურთო სტადიონის „ჩელე არენა“-ს (საკადასტრო კოდით 20.42.08.188) ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 24`647.00 GEL
Размер гарантии 24`647 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilia kamadadze :: 17.10.2024 17:53
  • Последнее исправление: ilia kamadadze :: 22.10.2024 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598516&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქობულეთში საფეხბურთო სტადიონის „ჩელე არენა“-ს (საკადასტრო კოდით 20.42.08.188), ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოს აღწერა, რაოდენობა და მოცულობა მითითებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში;
1.2.2. დაინტერესებულმა პირმა საპროექტო დოკუმენტაცია PDF ფორმატში შეუძლია იხილოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

შენიშვნა:
1. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
ა) ფარული სამუშაოების აქტებს;
ბ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
გ) სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
დ) სერთიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ე) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს, (ე.წ. ფორმა N2) თავდაპირველ და საბოლოო ფოტომასალას;
1.2.3. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ დროებით შენობება/ნაგებობაზე, ანგარისწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ დროებითი შენობება/ნაგებობაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობისა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების სრულად დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვე;
1.4.2.ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოების შესრულების ადგილია ქ. ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი „ჩელე არენა“ (საკადასტრო კოდით 20.42.08.188);
1.5.2. სამუშაოები უნდა განხორციელდეს საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად;

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. ყველა შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა 2 წელი, ხოლო ხელოვნური საფარის საგარანტიო ვადაა 5 წელი, რომელთა ათვლა იწყება მხარეთა შორის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის დღიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2016 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში არანაკლებ 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90*60 ზომის სტადიონზე, არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირის მქონე World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე მწარმოებლის ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, ან/და არანაკლებ ერთი სტანდარტული ზომის სტადიონზე (არანაკლებ 100*64 ზომის) ბუნებრივი მოედნის მოწყობის სამუშაოები სრულად, სადრენაჟე სისტემის, მიწის სამუშაოებისა და საფარის მოწყობის ჩათვლით, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
შენიშვნა:
2.2.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო მიწოდებული უნდა იყოს არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული პროექტის/ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული სამუშაოები უნდა იყოს არანაკლებ ერთი 90*60 ზომის სტადიონზე არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირის მქონე ხელოვნური საფარის მოწყობით. მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი ბალახის მწარმოებელი უნდა იყოს World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე და უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ISO და ევრო კავშირის ეკოლოგიური სერტიფიკატების არსებობით.
2.2.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაო სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.
2.2.1.2. 2.2.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი ან შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა N2) ან სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). ასევე:
ა) ხელოვნური საფარის მოწყობის შემთხვევაში დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ მოწყობილი ხელოვნური საფარი ნამდვილად შეიცავს არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირეს და მისი მწარმოებელი არის World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამის მონაწილე. ასევე უნდა წარმოადგინოს ISO და ევრო კავშირის ეკოლოგიური სერტიფიკატები;
ბ) ბუნებრივი საფარის მოედნის მოწყობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ფორმა N2, რომელშიც უნდა მონიშნოს სტანდარტული ზომის სტადიონზე (არანაკლებ 100*64 ზომის) ბუნებრივი საფარის მოედნის მოწყობის სამუშაოები, სადრენაჟე სისტემის, მიწის სამუშაოებისა და საფარის სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურებული ღირებულებების ჩათვლით.
ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ და ძირითად მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის ან/და ინფორმირების შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა ასეთი თანხმობის/ინფორმირების გარეშე, შესრულებული სამუშაოები არ ჩაითვლება გამოცდილებაში. ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ასეთი თანხმობის/ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ მსგავსი დოკუმენტაცია არ არის განთავსებული შესაბამისი ტენდერის გვერდზე.
იმ შემთხვევაში თუ, სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით (w.w.w. http://procurement.gov.ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO:CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.2.1.3. ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
ამხანაგობაში შემავალი პირები ცალკ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდნენ ზემოთ აღნიშნულ გამოცდილებას, რაც გულისხმობს, რომ გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან სამშენებლო სამუშაობზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს ყოველ თვეზე გაწერილი სამუშაოების წარმოების ფინანსური გეგმა-გრაფიკი, 1.4. პუნქტში მოცემული ვადის გათვალისწინებით.
2.5.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფინანსური გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შესრულების ვადების დარღვევაზე გამოყენებული იქნება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ხელოვნურსაფარიანი ბალახი უნდა იყოს არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირის მქონე,მისი მწარმოებელი უნდა იყოს World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე და უნდა გააჩნდეს შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი. ასევე ხელოვნურ საფარს უნდა გააჩნდეს ISO და ევრო კავშირის ეკოლოგიური სერტიფიკატები.

2.9 other additional requirements

2.9.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს ხელოვნური საფარის ნიმუში. ხელოვნურსაფარიანი ბალახის მწარმოებელი უნდა იყოს World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე და უნდა გააჩნდეს შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი. პრეტენდენტა უნდა წამოადგინოს შესაბამისი სერთიფიკატი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი N13.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.1.2. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული პირის მიერ.
4.1.1.3. დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად, ან, სატენდერო კომისიის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. წარმოდგენილი დასკვნიდან ცალსახად, მომავალში რაიმე პირობის შესრულების მითითების გარეშე, ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
4.1.1.4. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, პრეტედენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახოციელებელი პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).
4.1.1.5. აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.6. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევაზე და სხვა ნებისმიერი მოქმედებების დროულად განხორციელებაზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება პრეტენდენტს.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
5.1.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.2.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
5.1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 და 5.1.2.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
5.1.3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.3.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

5.1.3.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 5.1.3.1 და 5.1.3.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
5.1.4.1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.4.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის 5.1.4.2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:
უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული)

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru