Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #58348881)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Public Defender of Georgia
Номер конкурса: 58348881
Дата публикации: 22-10-2024
Сумма контракта: 364 710


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240001389
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.10.2024 15:31
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 364`710.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
5 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვა
Количество и объём закупок 5 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა
Шаг снижения цены 3`647.00 GEL
Размер гарантии 3`647 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: bidzina mikadze :: 15.10.2024 09:48
  • Последнее исправление: bidzina mikadze :: 22.10.2024 15:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=597939&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 5 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1- მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები); მინიმალურ ტექნიკური მახასიათებლებში ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. პრეტენდენტს შეუძლია შეთავაზებისას გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება საწვავის ტიპი − ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ განიხილება პრეტენდენტის უპირატესობად.
1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი - რუხი ან/და თეთრი ან/და ბეჟი ან/და ვერცხლისფერი.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი). ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება ავტომობილის ღირებულების, 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში შესასყიდი სერვისების/ნაწილების და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების და საწვავის ფასი (შერეული წვის პირობებში). საწვავის ფასი დაანგარიშებული უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.
1.2.6 150 000 კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში)

1.2.7. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განაფასოს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში (გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა - ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია 150 000 კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა − სულ მცირე, ოთხჯერ (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება აპარატის მიერ ავტოტექმომსახურების შესყიდვის მიზნით დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში);
1.2.10. გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დაიდება ხელშეკრულებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
1.2.11. ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების პარამეტრის ცვლილება
1.2.12. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაშია ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს ქალაქ თბილისში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედის, ანთების სანთლების და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია ავტომანქანები შეაკეთოს ქ. თბილისში.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 1.5.3 პუნქტში მითითებულ ქალაქებში მდებარე სერვის ცენტრების მისამართის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა, ავტომანქანის მწარმოებლის და მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში (აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქრაშტესტის სერტიფიკატი ან/და სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდის ბმული სადაც შესაძლებელი იქნება ქრაშტესტის შესახებ ინფორმაციის ნახვა

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 დანართი N2 - ფასების ცხრილი;
2.9.2 დანართი 3 - შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები;
2.9.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
2.9.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დილერობის შესახებ (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
2.9.5 ქრაშტესტის სერტიფიკატი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდის ბმული სადაც შესაძლებელი იქნება ქრაშტესტის შესახებ ინფორმაციის ნახვა;
2.9.6 სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.4. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ, სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი);
2.9.7 შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია წვის მაჩვენებლის შესახებ;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 40 (ორმოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის)ოდენობით.
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგნილ უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე მატერიალური სახით.
6.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.6.5 terms and conditions of guarantee

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 6.4 პუნქტი

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ავანსის სახით გადაუხდის მიმწოდებელს სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, იმავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ);
7.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაათი კალენდარული დღე) არ მოექცევა 2024 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში და მიმწოდებელი 2024 წლის 20 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მოწოდებას, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს, ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტია (გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ), რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია მოახდენს საავანსო ანგარიშსწორებას (ამ პუნქტით გათვალისწინებული საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად).
7.1.1.3 ამ პუნქტის 7.1.1.1 და 7.1.1.2 პუნქტებით გათვალისწინებული ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას, ამასთან საავანსო საბანკო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით;

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
7.2.4 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
7.2.5 ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციისა) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N80

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბიძინა მიქაძე, 597772123, bmikadze@ombudsman.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru