Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Телекоммуникационное оборудование (Грузия - Тендер #58348863)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 58348863
Дата публикации: 22-10-2024
Сумма контракта: 337 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020627
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.10.2024 14:09
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 337`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 32500000-Телекоммуникационное оборудование
Коды классификатора
  • 32540000 - Внутренние телефонные станции
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლის ქსელური ინფრასტრუქტურისთვის კომუტატორების (თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა (CPV 32540000).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`351.00 GEL
Размер гарантии 3`378 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tatia ushveridze :: 22.10.2024 10:29
  • Последнее исправление: tatia ushveridze :: 22.10.2024 14:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598830&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლის ქსელური ინფრასტრუქტურისთვის კომუტატორების (თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა (CPV 32540000).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართ #1-ში - "ფასების ცხრილი" და დანართ №2-ში "ტექნიკური დავალება".
1.2.2 პრეტენდენტი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს დანართ №2-ში "ტექნიკური დავალება" მოცემულ აღწერილობას და წარმოადგინოს აღნიშნული დანართი №2 "ტექნიკური დავალება", სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების ან/და ფორმულირებების უცვლელად, აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით ეთანხმება და ადასტურებს დანართში მითითებულ პირობებს/აღწერილობას.
1.2.3 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების სახით წარმოადგინოს დანართი №1 -""ფასების ცხრილი""
შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №1- ""ფასების ცხრილი"" წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში თუ მიწოდების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიწოდება უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით) უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ის - "ფასების ცხრილი" პირველ და მე-2 პოზიციებით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი. საგარანტიო ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეუფერხებელი წვდომა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე. საგარანტიო მომსახურება უნდა სრულდებოდეს ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის და საჯარო დღესასწაულების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში სერვისის ინჟინრის ობიექტზე გასვლით.
1.7.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ის - "ფასების ცხრილი" მე-3 და მე-4 პოზიციებით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული გარანტია არანაკლებ 3 (სამი) წელი. საგარანტიო ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეუფერხებელი წვდომა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე შასის ყველა კომპონენტისათვის. საგარანტიო მომსახურება უნდა სრულდებოდეს ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის და საჯარო დღესასწაულების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში სერვისის ინჟინრის ობიექტზე გასვლით.
1.7.1.3 შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მხარდაჭერა პროგრამულ პრობლემებზე, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა 24/7, წელიწადში 365 დღის განმავლობაში, ხოლო აპარატურულ პრობლემებზე, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) შემსყიდველთან შეთანხმებით მომდევნო 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადისა.
1.7.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ #1-ის "ფასების ცხრილი" შესაბამის გრაფაში პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციებზე მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის კონკრეტული საგარანტიო პერიოდის შესახებ (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1-ში "ფასების ცხრილი"-ს პირველ და მე-2 პოზიციაზე მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი და მოდელი.
2.1.1.2 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარდგენილია არასრულყოფილად ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვების ობიექტის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი შესყიდვის ობიექტის (კომუტატორების) მიწოდების გამოცდილება, მინიმუმ 1 შესრულებული/დასრულებული პროექტის სახით.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ ""ა"" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია ""ბ"" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1-ის ""ფასების ცხრილი"" პირველ და მე-2 პოზიციებზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული არანაკლებ 2 (ორი) სპეციალისტი/ინჟინერი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შესყიდვის ობიექტის თანმდევი მომსახურება - მონტაჟი, ინსტალაცია და სრული ინტეგრაცია.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტთან აღნიშნული პირის თანამშრომლობის ფაქტს (მაგ. შრომითი ხელშეკრულება, ცნობა ან სხვა) და ასევე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი (სერთიფიკატი, ცნობა, წერილი ან სხვა), რომელიც დაადასტურებს ამავე პირის შესაბამის გამოცდილებას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1-ის "ფასების ცხრილი" პირველ და მე-2 პოზიციებზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს უშუალოდ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის გაყიდვის ავტორიზაციას, სადაც მითითებული იქნება წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი.
2.7.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1-ის "ფასების ცხრილი" პირველ და მე-2 პოზიციებზე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული ტექნოლოგიების (ქსელური ინფრასტრუქტურის) მოქმედი სპეციალიზაცია. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
6.4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნებას.
6.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მთლიანი ღირებულება (100%) ანაზღაურდება წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების გზით.
7.1.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში წარუდგინოს შემსყიდველს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებს).
7.1.1.3 საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.1.4 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის საავანსო გარანტიის ნახევარს.
7.1.1.5 შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.1.1.6 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
1.1.7 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათია უშვერიძე, 598201000, tushveridze@parliament.ge შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად: დავით დემეტრაშვილი M: 577797775, ddemetrashvili@parliament.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 "- ფასების ცხრილი". პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა.
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
10.1.7. ყველგან, თუ სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური".

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru