ტექნიკური დავალება:
1.საჭირო მომსახურება:
1.1 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასტუმროში 45 ადამიანის დაბინავებასთან
დაკავშირებული მომსახურება (5 დღე და 4 ღამე მომსახურეობის გაწევის
სავარაუდო დრო 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული
თარიღები ღონისძიების ჩატარებაზე მიმწოდებელს ეცნობება წერილობით -
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ))
სასტუმროში დაბინავების მომსახურების აღწერა: სასტუმროში 45 ადამიანის
დაბინავება უნდა მოხდეს 10 ოთხადგილიან (მონაწილეებისათვის) და 5
ერთადგილიან ნომერში ( ლიდერები და ტრენერები). (შესაძლებელია 10
ოთხადგილიანი ნომრის ნაცვლად წარმოდგენილი იყოს ნაკლები ტევადობისა
და მეტი რაოდენობის ნომერი). სასტუმრო არ უნდა იყოს სხვა საქმიანობის
დამხმარე საწარმო; უნდა ჰქონდეს მუდმივი, უფასო, უკაბელო ინტერნეტი
ნომრებში, ასევე სასტუმროს სხვა სივრცეებში; იმავე შენობას უნდა
გააჩნდეს მინიმუმ ერთი საკონფერენციო დარბაზი იზოლირებული, რომელიც
გათვლილი იქნება არანაკლებ 45 პერსონაზე (შესაბამისი რაოდენობის
სკამებით) . სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში;
სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი
წერტილებით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების სისტემით, სასტუმროს
ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და
უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა
დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, საპონი, შამპუნი, თეთრეული,
ქულერი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს
პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის
პერიოდში , სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის
უსაფრთხოება. სასტუმროს უნდა ჰქონდეს აუზი. ნომრებში თითოეულ სტუმარზე
უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში. სასტუმროს უნდა
გააჩნდეს, დარბაზი ღონისძიების გამართვისათვის, რომელიც უნდა იყოს
საკონფერენციო დარბაზისგან იზოლირებული, დარბაზში უნდა იყოს
განთავსებული კარაოკე სისტემა, ტელევიზორი, მიკროფონი და დინამიკები.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს იზოლირებული, გამწვანებული ტერიტორია და
შემოღობილი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება გარე აქტივობის ჩატარება.
სასტუმროს ეზო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა
და გარე მოსასვენებელი სივრცე.სასტუმრო უნდა იყოს განთავსებული კერძო
დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც უნდა ჰყავდეს დაცვა დღე-ღამის
განმავლობაში და სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი უნდა იყოს,
მხოლოდ საშვის საშუალებით. სასტუმრო უნდა იყოს გამოყოფილი სხვა
დასახლებული პუნქტებისგან. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის
სამსახური, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა
ხორციელდებოდეს ვიდეო კონტროლი. რაოდენობა 1 ცალი
შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების
ღირებულებას.
1.2 საკონფერენციო დარბაზით მომსახურება: საკონფერენციო დარბაზი უნდა
იყოს თანამედროვე სტილის, მაღალი სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილი.
უნდა იყოს განკუთვნილი საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და
საგანმანათლებლო პროექტებისათვის. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი
უნდა იყოს კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. დარბაზი უნდა იყოს
გათვლილი არანაკლებ 45 პერსონაზე, ოთხი დღით; საკონფერენციო დარბაზი
აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნიკით: შესაბამისი ზომის პროექტორით,
ეკრანით, არანაკლებ 2 მიკროფონით,ბლოკნოტებითა და კალმებით თითოეული
მონაწილისათვის (ბლოკნოტის ზომა მინ 19X13 სმ, ფურცლების რაოდენობა მინ 40
ცალი, ყდაზე ბრენდირებული უნდა იყოს თბილისის ლოგო და წარწერა სამგორის
რაიონის გამგეობა, საგანმანათლებლო კვირეული), ფლიპ ჩარტის დაფით, (ფლიპ
ჩარტის რაოდენობა 2 ცალი), დაფის მაგნიტური სამაგრებით, (რაოდენობა 4 ცალი)
და ქაღალდით (3 შეკვრა თაბახის ფურცლები) , მარკერებით (სხვადასხვა ფერის 40
ცალი), სკოჩი (რაოდენობა 3 ცალი, დიდი ზომის), ქაღალდის წებო, (რაოდენობა 6
ცალი, დიდი ზომის) საკანცელარიო მაკრატელი (რაოდენობა 3 ცალი)
საკონფერენზიო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით,
გათბობა-კონდიცირებით, თითოეული პერსონისათვის არანაკლებ 0,5 ლიტრი
სასმელი წყლით. რაოდენობა 1 ცალი
1.3 კვებითი მომსახურება - შვედური მაგიდა.
რაოდენობა - 45 პერსონა
კვება: შვედური მაგიდა, სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ უნდა
იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.
საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი
სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის
ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი (ჩაი და ყავა უნდა იყოს
შეუზღუდავი რაოდენობით).
სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ
შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ
მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2
სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე
სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (ჩაი და
ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი(მათ შორის ერთი წვნიანი),
სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი
სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული,
სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული.
ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი (ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი
რაოდენობით).
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ
წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული. რაოდენობა 1 ცალი
1.4 მონაწილეების ტრანსპორტირებით მომსახურეობა: შემსრულებელმა უნდა
უზრუნველყოს ერთდროულად 45 პერსონის ტრანსპორტირება, სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში და 5 დღის შემდგომ უკანა გზაზე ტრანსპორტირება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს კონდიცირების სისტემა,
აღჭურვილი უნდა იყოს აუდიო სისტემით. ავტოსატრანსპორტო საშუალებას
გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური დათვალიერება. მძღოლს უნდა
გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია და მართვის მოწმობა. ავტოინსპექტირება
გავლილი უნდა ჰქონდეს პროექტის დასრულებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში.
მძღოლმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ,
რომელიც ჩატარებული იქნება პროექტის დასრულებამდე 5 კალენდარული დღით
ადრე. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სამგორის გამგეობიდან
სასტუმრომდე და უკანა გზაზე სასტუმროდან სამგორის გამგეობასთან.
რაოდენობა 1 ცალი
1.5 სერტიფიკატების გადაცემის მომსახურეობა: ფორმატი A-4. შემსრულებელმა
უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების მოწოდება ღონისძიების ჩატარებდამდე
მინ 1 დღით ადრე. რაოდენობა 45 ცალი