Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мебель (Грузия - Тендер #57167870)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 57167870
Дата публикации: 04-09-2024
Сумма контракта: 6 672 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000264
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 16:02
Начало приема предложения 10.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 11.09.2024 17:30
Предполагаемая цена закупки 6`672`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39100000-Мебель
Коды классификатора
  • 39100000 - Мебель
  • 39160000 - Школьная мебель
Срок подачи 2024 წლის 31 დეკემბრამდე -15850 კომპლექტი; 2025 წლის 15 მარტამდე - 25850 კომპლეტი.
Дополнительная информация
საქართველოს საჯარო სკოლების და პროფესიული კოლეჯებისთვის (38 200 - ესიდა; 3 500 კომპლექტი - აჭარა) სასკოლო მერხისა და სკამის სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვა განხორციელდება 2024-2025 წლების სახსრებით.
კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок 41700 (ორმაცდაერთი ათას შვიდასი) კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 66`720 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: ketevan kadagidze :: 04.09.2024 15:39
  • Последнее исправление: ketevan kadagidze :: 04.09.2024 15:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592948&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯებისთვის განკუთვნილი 41 700 (ორმოცდა ერთი ათას შვიდასი) კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი (შემდგომში - საქონელი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, დანართი N1-ით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე 41 700 (ორმოცდაერთი ათას შვიდასი) კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი, მათ შორის:

• II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 9 649 (ცხრა ათას ექვსას ორმოცდაცხრა) კომპლექტი;

• III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 13 247 (ცამეტი ათას ორას ორმოცდაშვიდი) კომპლექტი;

• IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 18 804 (თვრამეტი ათას რვაას ოთხი) კომპლექტი.

1.2.2. ერთი ერთეული სასკოლო მერხისა და სკამის კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 (ერთი) ერთეული სასკოლო მერხი და 1 (ერთი) ერთეული სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია 1 (ერთი) მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა.

1.2.3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა (ტექნიკური მახასიათებლები) მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N1-ის (ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.

1.2.4. შესყიდვის ობიექტის რაოდენობების განაწილება ლოკაციების მიხედვითა და მიწოდების ადგილები (ზუსტი მისამართებით) იხილეთ თანდართულ ფაილში, დანართი N2-ისა და დანართი N3-ის (რაოდენობები/მიწოდების ადგილები) შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი (15 850 ერთეული) განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობის (25 850 ერთეული) მიწოდება - არაუგვიანეს 2025 წლის 15 მარტისა, შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2 შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი, როგორც ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ეტაპობრივად, ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ საქონლის მიწოდების დაზუსტებულ გეგმა-გრაფიკს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს დანართი N2-ითა და დანართი N3-ით (რაოდენობები/მიწოდების ადგილები) განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N2-ითა და დანართი N3-ით (რაოდენობები/მიწოდების ადგილები) განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გარანტია. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა.

1.7.1.2. შემოთავაზებულ საქონელზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი მწარმოებლის/მწარმოებლების (ვერზალიტის მწარმოებლის, კარკასის მწარმოებლისა და საბოლოო პროდუქტის მწარმოებლის) მიერ გაცემული გარანტია არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) მწარმოებლის/მწარმოებლების მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წარმოსადგენი წერილობითი დოკუმენტიდან/ინფორმაციიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ იგი გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, მათ მიერ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამზადებული/დასამზადებელი პროდუქტის დასახელება (ბრენდი/მოდელი არსებობის შემთხვევაში) და რაოდენობა.

1.7.1.3. საქონლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით. გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. თუ საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდება ვადაგადაცილებით, მიმწოდებელი ვალდებულია დააკორექტიროს გარანტიაში მითითებული ვადა.

1.7.1.4. თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოთხოვნებს, მაშინ 1.7.1.3. პუნქტით განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთმევა სრულად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია ბრენდი ან/და მოდელი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში "არ გააჩნია".

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის (არსებობის/არარსებობის) შესახებ, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ავეჯის ან/და სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილება.

ავეჯის მიწოდების გამოცდილებაში ჩაითვლება შემდეგი ტიპის ავეჯის მიწოდება: ნებისმიერი ტიპის: დასაჯდომები, სკამები, მაგიდები, კარადები, სათავსოები, თაროები, ტუმბოები, საწოლები, მატრასები, სტელაჟები, ტანსაცმლის საკიდები.

სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ სასკოლო მერხები, სასკოლო სკამები და სასკოლო დაფები.

2.2.1.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ავეჯის ან/და სასკოლო ინვენტარის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:

- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ავეჯის ან/და სასკოლო ინვენტარის მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა)

ან/და

- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია)

ან/და

- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა

ან

- აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ავეჯის ან/და სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა, შემოთავაზებულ საქონელზე სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) შემოთავაზებული მერხების ზედაპირების, სკამების საზურგეებისა და დასაჯდომების მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშზე წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი თითოეულ კომპლექტში შემავალი) მერხების ზედაპირები, სკამების დასაჯდომები და საზურგეები დამზადებული იქნება ვერზალიტით (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით;

ბ) შემოთავაზებული მერხების ზედაპირების, სკამების საზურგეებისა და დასაჯდომების მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული მერხების ზედაპირების, სკამების დასაჯდომებისა და საზურგეების (როგორც ნიმუშზე წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი თითოეულ კომპლექტში შემავალი) ტექნიკური მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით (ტექნიკური მახასიათებლები) განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა მისაწოდებელი მერხის ზედაპირი, სკამის დასაჯდომი და საზურგე დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ.

გ) შემოთავაზებული მერხებისა და სკამების კარკასის მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშზე წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი თითოეულ კომპლექტში შემავალი) მერხებისა და სკამების კარკასი შეღებილი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საღებავითა და ელექტროსტატიკური (ფხვნილოვანი) დაფარვის მეთოდით;

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა მისაწოდებელი მერხისა და სკამის კარკასი დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ.

დ) შესაბამისი მწარმოებლის (ვერზალიტის მწარმოებლის და კარკასის მწარმოებლის) მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტი (ზედაპირი ან/და კარკასი) დამზადებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან. ამასთან, საბოლოო მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ ტენდერში შემოთავაზებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.

ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით წარმოსადგენი წერილობითი ინფორმაციიდან/დოკუმენტიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ ისინი გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, მათ მიერ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამზადებული/დასამზადებელი პროდუქტის დასახელება (ბრენდი/მოდელი არსებობის შემთხვევაში) და რაოდენობა.

2.9 other additional requirements

2.9.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:

ა) დანართი N4 (ფასების ცხრილი);

ბ) გარანტიის შესახებ წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1. და 1.7.1.2. ქვეპუნქტების შესაბამისად;

გ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.

დ) შემოთავაზებული საქონლის შესახებ წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად.


2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 5-ჯერ შერჩევით მოახდინოს II, III და IV დონის თითო კომპლექტი მერხისა და სკამის ამოღება, რომელსაც დალუქული სახით ექსპერტიზაზე წარსადგენად გადასცემს მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი.

2.9.3. გარდა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დამატებით, არაუმეტეს 5-ჯერ შერჩევით მოახდინოს II, III და IV დონის თითო კომპლექტი მერხისა და სკამის ამოღება და მისი საექსპერტო კვლევა, რომლის დროსაც ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს შემსყიდველი ორგანიზაცია.

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. პუნქტებით გათვალისწინებულ ორივე შემთხვევაში, ექსპერტიზაზე გასაგზავნი მერხებისა და სკამების რაოდენობა არ იქნება გათვალისწინებული მოსაწოდებელი მერხებისა და სკამების საერთო რაოდენობაში.

2.9.5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა.

2.9.6. ამასთან, პრეტენდენტმა და შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინონ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. პუნქტებით გათვალისწინებულ ორივე შემთხვევაში, საექსპერტო კვლევა უნდა ჩატარდეს იმავე საექსპერტო დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდა 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შერჩევა-შეფასების ეტაპზე).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე, სატენდერო კომისიის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს II, III და IV დონის 2-2 კომპლექტი სასკოლო მერხისა და სკამის ნიმუშის მოწოდება (ჯამში 6 კომპლექტი), რომელთაგან II, III და IV დონის თითო კომპლექტი (ჯამში 3 კომპლექტი) ნიმუშის სახით დარჩება სატენდერო კომისიასთან და საკონსულტაციო ტექნიკურ ჯგუფთან შესაფასებლად, ხოლო II, III და IV დონის თითო კომპლექტი (ჯამში 3 კომპლექტი), პრეტენდენტის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ საექსპერტო დაწესებულებაში გაიგზავნება დაჩქარებული საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად, რომლის შედეგებიც წარედგინება სატენდერო კომისიას შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

3.1.1.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ

ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)

ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS

ან

სხვა აკრედიტებული პირის მიერ (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

3.1.1.3. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს თითოეული კომპლექტის ნიმუშის შესაბამისობა შემდეგ მახასიათებლებთან:

1. მერხის ზედაპირი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული, რომლის:

• ზოგადი სიმკვრივე უნდა შეადგენდეს 700-1100 კგ/მ3 (გამოცდის მეთოდი - EN 323);

• სიმტკიცე ღუნვაზე უნდა შეადგენდეს 30-50 ნ/მმ2 (გამოცდის მეთოდი - EN 310);

• წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს (გამოცდის მეთოდი - EN 317):

ა) 20°C ტემპერატურის მქონე წყალში 2 საათით მოთავსების შემდეგ, ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;

ბ) 70°C ტემპერატურის მქონე წყალში, 5 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი;


2. სკამის საზურგე და დასაჯდომი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული, რომლის

• ზოგადი სიმკვრივე უნდა შეადგენდეს 700-1100 კგ/მ3 (გამოცდის მეთოდი - EN 323);

• წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს (გამოცდის მეთოდი - EN 317):

ა) 20°C ტემპერატურის მქონე წყალში 2 საათით მოთავსების შემდეგ, ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;

ბ) 70°C ტემპერატურის მქონე წყალში, 5 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი.


3. მერხისა და სკამის კარკასი (რკინის შენადნობი/მეტალის კონსტრუქცია, რომელზეც დამაგრებულია მერხისა და სკამის ზედაპირები):

• დამზადებული უნდა იყოს რკინის შენადნობით (შემდგომში - მეტალი);

• არ უნდა იყოს დამზადებული ე.წ. ფხვნილოვანი მეტალისაგან;

• მერხისა და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის, მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის, რომლის:

მეტალის კედლის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მმ; მილის დიამეტრი ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის დიაგონალი -არანაკლებ 19 მმ (კედლების სისქის ჩათვლით), რითაც უზრუნველყოფილი იქნება მერხისა და სკამის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.

შენიშვნა N1:

მეტალი, რომლისგანაც დამზადებულია მოსწავლის ჩანთის ან წიგნების შესანახი სათავსო შესაძლებელია არ იყოს მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის.

შენიშვნა N2:

მერხისა და სკამის მეტალის კონსტრუქციებზე ზედაპირების დამაგრებისათვის (სადაც განთავსებულია სამაგრები/ჭანჭიკები), ასევე სიმყარისათვის, შესაძლოა დამატებით გამოყენებული იქნეს მეტალის დეტალ(ებ)ი, რომელიც არ არის მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის.

შენიშვნა N3:

მერხისა და სკამის ფეხების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სიმყარისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებითი დეტალ(ებ)ი (მეტალის), რომელიც შესაძლოა არ იყოს მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის.



• მერხისა და სკამის კონსტრუქციის ნაწილები ერთმანეთთან შედუღებული უნდა იყოს CEN/TR 15235-2005 სტანდარტის მიხედვით ან რკალისებრი მეთოდით;

შენიშვნაN1:

მერხისა და სკამის ფეხების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სიმყარისათვის გამოყენებული დამატებითი დეტალ(ებ)ი, ე.წ. დამაკავშირებელი „ხიდი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაძლოა არ იყოს შედუღებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ჩამკეტიანი/საჭერი ქანჩი/წინააღმდეგობრივი ქანჩი (ე.წ. „კონტრ-გაიკა“), რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი იოლად მოხსნა/მოშვება.



მერხისა და სკამის ზომები


მეოთხე საფეხური:

> მერხის სიმაღლე - 76სმ (±2სმ);

> სკამის სიმაღლე - 46 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი ) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);

> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგანე - 35-40 სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ


მესამე საფეხური:

> მერხის სიმაღლე - 70სმ (±2სმ);

> სკამის სიმაღლე - 42 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);

> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგანე -35-40 სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ


მეორე საფეხური:

> მერხის სიმაღლე - 64 სმ (±2სმ)

> სკამის სიმაღლე - 38 სმ (±2სმ)

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ)

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ)

> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ)

> სკამის საზურგის სიგანე - 35-40სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ


3.1.1.4. დასკვნა გაცემული უნდა იყოს უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელზე და გაცემული უნდა იყოს არაუადრეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღისა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცის 3.1.1. პუნქტით მოთხოვნილი ნიმუშებისა და დოკუმენტების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო). სამუშაო საათები: 09:00-18:00.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა დ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru