ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ
პირს) 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში,
საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU)
ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია)
შესრულებული უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი დანიშნულების
შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების
(გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი
კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების
მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა,
თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია),
მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 000 000 ლარის, მათ შორის ერთი
შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
შენიშვნა: სამუშაოების მიწოდების თარიღად ითვლება საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღი. შესაბამისად, ფორმა-2-ის
წარდგენის თარიღი ან/და ექსპერტიზის დასკვნის თარიღი, ასევე სხვა
დოკუმენტაციის თარიღები მხედველობაში არ მიიღება.
ბ) ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები,
რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში
განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ
(მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული
სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც,
ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი
არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.
გ) გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის, როგორც პრეტენდენტის
ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12
ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე
მუხლის შესაბამისად.
დ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ცხრილში მითითებული აქვს
საქართველოში განხორციელებული არასახელმწიფო შესყიდვა ან
საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერი მიწოდება, მაშინ მან უნდა
წარმოადგინოს ამ შესყიდვებზე ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების
აქტები (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტაცია), აღნიშნულ სამუშაოებზე
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები (სხვა
ქვეყნის შემთხვევაში - მსგავსი დოკუმენტი) და ამ ხელშეკრულების
ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და
სალაროს ქვითრები). ამასთან, ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის
შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მშენებლობა დასრულებულია და შენობა ექსპლოატაციაშია
მიღებული, მიუხედავად იმისა, პრეტენდენტის მიერ სამუშაოების რა
ნაწილია შესრულებული. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპლოატაციაში
მიღების დოკუმენტი, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული
ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მასთან
გათანაბრებული დოკუმენტი ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული
შესაბამისი ცნობა.
შენიშვნა: სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, ქვეკონტრაქტით
განხორციელებული მიწოდება განიხილება არასახელმწიფო შესყიდვად.
ე) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის
ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის
მიერ და ძირითად მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას
ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის ან/და
ინფორმირების შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში
ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა
ასეთი თანხმობის/ინფორმირების გარეშე, შესრულებული სამუშაოები არ
ჩაითვლება გამოცდილებაში. ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს ასეთი თანხმობის/ინფორმირების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია, თუ მსგავსი დოკუმენტაცია არ არის განთავსებული
შესაბამისი ტენდერის გვერდზე.
ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, როგორც ქვეკონტრაქტორის
მიერ განხორციელებულია სამუშაოები ითვლება საქართველოში
განხორციელებულ არასახელმწიფო შესყიდვად და მასზე ვრცელდება
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის ,,დ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
ვ) იმ შემთხვევაში თუ, სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
(w.w.w. http://procurement.gov.ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის
(შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს
დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP;
MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
ზ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება,
შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და
აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ
გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს
დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და
აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის
რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს
ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი
ღირებულების და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების
შესრულების გამოცდილება. ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის
შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპლოატაციაში მიღების
დოკუმენტი.
თ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს
სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებით
(,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია შესრულებული სამუშაოების შესახებ
დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის
მეშვეობით უნდა დგინდებოდეს 2.2.1.1 პუნქტით განსაზღრულ მოთხოვნასთან
შესაბამისობა.
ი) ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დადებულია ან/და
სამუშაოები დაწყებულია 2020 წლის 01 იანვრამდე, გამოცდილებაში ჩაითვლება
მხოლოდ ის სამუშაოები, რომელიც შემსყიდველს/დამკვეთს მიღებული აქვს 2020
წლის 01 იანვრის შემდეგ, ხოლო წინამდებარე მუხლის ,,ზ პუნქტის შემთხვევაში
- ის სამუშაოები, რომელთა შესრულებაც, წარმოდგენილი დოკუმენტაციის
მიხედვით დასტურდება 2020 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში.
კ) არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის
ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის
წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 პუნქტის განსაზღვრული
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს
სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული.