Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика (Грузия - Тендер #56910522)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 56910522
Дата публикации: 27-08-2024
Сумма контракта: 85 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017412
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.08.2024 17:29
Начало приема предложения 07.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 09.09.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 85`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79300000-Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Коды классификатора
  • 79300000 - Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Срок подачи „მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო კამპანიის (შემდგომში „მომსახურება“) შესყიდვა CPV79300000“ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა”
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 855 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino marjanidze :: 27.08.2024 16:23
  • Последнее исправление: nino marjanidze :: 27.08.2024 17:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592159&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო კამპანიის (შემდგომში „მომსახურება“) მომსახურების შესყიდვა - CPV79300000 “ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა”

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის მუხლი 6. „ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული სერვისების პოპულარიზაცია და გაძლიერება“ ფარგლებში მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო კამპანიის (შემდგომში „მომსახურება“) - მომსახურების შესყიდვა ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად.


შესყიდვის ობიექტის მიზნები და ამოცანები:
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას მომწოდებლისათვის, რომელიც დკ&სჯეც მიერ შეთავაზებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით დაგეგმავს და განახორციელებს მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას
მიზანი: მოსახლეობის ინფორმირება მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და, აგრეთვე, მარილის მოხმარების შემცირების, როგორც ჰიპერტენზიის პრევენციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ.

ამოცანები:
• საკომუნიკაციო კამპანის განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმის და განხორციელების მეთოდოლოგიის შემუშავება; კამპანიისათვის ბრენდინგის ელემენტების - ლოგოს, სლოგანის და ძირითადი მესიჯების შემუშავება;
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;
• საინფორმაციო სახის შეხვედრების და სხვადასხვა საპოპულარიზაციო ღონისძიების გზით;
• მტკიცებულებეზე დაფუძნებული საინფორმაციო, საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის (მ,შ. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) შემუშავება და გავრცელება სხვადასხვა ღონისძიების დროს.
სამიზნე აუდიტორია:
ზოგადი მოსახლეობა;
სამედიცინო პერსონალი;
სარესტორნო ქსელის, კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები;
ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები;
სხვა დაინტერესებული მხარეები.

კამპანიაში ასახული უნდა იყოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თემატური სტრატეგიებით გათვალისწინებული მიდგომები/რეკომენდაციები
ტენდერით გათვალისწინებული ღონისძიებები ეფუძნება:
მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზს საქართველოში, WHO; 2022 წ;
• საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023-2030 წწ სტრატეგიასა და 2023-2025 წწ სამოქმედო გეგმას;
• ჯანმოს ინიციატივას მარილის შემცირების სტრატეგიის დანერგვასთან დაკავშირებით .
• არაგადამდებ დაავადებათა 9 გლობალურ სამიზნეს - 2025 წლისათვის მარილის/ნატრიუმის მოხმარების 30%-ით შემცირება .
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო პაკეტის რეკომენდაციებს.

შენიშვნა:
“შემსყიდველი“ უზრუნველყოფს კამპანიისათვის საჭირო ლოგოებისა და კამპანიის; ასევე საკონსულტაციო შეხვედრებს, საჭიროების შესაბამისად;
„შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის წინასწარ ხდება შეთანხმება ჩასატარებელი/განსახორციელებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ყველა დეტალზე, მ.შ:
„შემსყიდველისა“ და „მიმწოდებლის“ მიერ ხდება წინასწარი შეთანხმება ნებისმიერი გამოყენებული მასალის/ტექსტის/დიზაინის/სოც მედია მასალის შესახებ;
„შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის წინასწარ ხდება შეთანხმება შინაარსის და მახასიათებლების: საბეჭდი მასალის, საპრეზენატციო მასალის, კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სტრატეგიული გეგმის; ბრენდინგის შესახებ;
“მიმწოდებელი”უზრუნველყოფს გამოყენებული მასალების ავთენტურობას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;
“მიმწოდებელი” უზრუნველყოფს დამკვეთის საავტორო უფლებების დაცვას „საქართველოს კანონის საავტორო უფლებების შესახებ“ დაცვით.

დეტალურად იხილეთ ტექნიკური დავალების ცხრილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

„მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი შესრულებული სამუშაო:
1. კამპანიის დეტალური სამოქმედო გეგმა და განხორციელების მეთოდოლოგია;
2. ბრენდინგი (ლოგო, სლოგანი და ძირითადი მესიჯები)
3. სოციალური მედიის მულტიმედიური მასალა ფბ ანალიტიკსით;
4. შეხვედრების ამსახველი ფოტო-მასალა
5. შეხვედრის მონაწილეთა სია და შეხვედრების ოქმები;
6. საპრეზენტაციო მოდული (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
7. კამპანიის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტები;
8. მასალების თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
9. ბეჭდური მასალა ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად;
10. ყოველთვიური პროგრამული ანგარიშები ელექტრონულად შესაბამისი დანართებით
11. შემაჯამებელი პროგრამული ანგარიში წლის ბოლოს 2 ც მეხსიერების ბარათზე.

მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს/ქვეკონტრაქტორს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მარკეტინგული, სარეკლამო მომსახურების ან/და საგანმანათლებლო/საინფორმაციო კამპანიების განხორციელების ჯამურად არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების, მომსახურების შესრულების გამოცდილება, მ.შ. საკომუნიკაციო კამპანიების და კამპანიის ბრენდინგის დაგეგმვის, მართვის და განხორციელების გამოცდილება, დადასტურებული დანართი #2 -ის შესაბამისად, ამასთან:
ა. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია SPA /NAT/ CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის საშუალების ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად).

ბ. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), ფ
მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით

ან/და
გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.


2. წარმოდგენილი უნდა იქნას პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია და გეგმა, მათ შორის სოციალური და ტელე მედია კამპანიების, საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელების სტრატეგია, საკომუნიკაციო არხები და სხვ.
3. წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია პერსონალის შესახებ, კერძოდ: პროექტში თითოეული სპეციალისტის ჩართულობა, ჩართულობის ხარისხი (განაკვეთი), ფუნქცია-მოვალეობები, პასუხისმგებლობები უნდა იყოს აღწერილი და დასაბუთებული.
4. მოთხოვნა პრეტენდენტის და არსებობის შემთხვევაი ქვეკონტარაქტორის ინტერესთა კონფლიქტის არქონის შესახებ:
• ინტერესთა კონფლიქტის არქონა თამბაქოს ინდუსტრიასთან - თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან (2018 წ. 1 მაისი) არ მიუღია დაფინანსება და/ან არ ქონია რაიმე სხვა სახის კონტრიბუცია/თანამშრომლობა თამბაქოს ინდუსტრიასთან (იმპორტიორი, ექსპორტიორი და მწარმოებელი კომპანიები) ან ინდუსტრიასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან, მ.შ. თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით; ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ხელმოწერით.
• ინტერესთა კონფლიქტის არქონა აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან - ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან (2022 წლის 1 მარტიდან) არ მიუღია დაფინანსება და/ან არ ქონია რაიმე სხვა სახის კონტრიბუცია/თანამშრომლობა აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან ან ინდუსტრიასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან. ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ხელმოწერით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პერსონალის ნაწილს (ორი ან მეტი) უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის ან/და სოციალური მარკეტინგის მიმართულებით. დადასტურებული შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომებით.
2. პერსონალის ნაწილს (ორი ან მეტი) უნდა გააჩნდეს კამპანიის ბრენდინგის დაგეგმვის, მართვის და განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება,
3. გუნდში აუცილებელია: სოციალური მედიის ქონთენთ მენეჯერი და გრაფიკული დიზაინერი - თითოეული მინ 1 წლიანი გამოცდილებით.
4. ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას/სამუშაო ჯგუფს/ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის (მედია, სოციალური მედია, ღონისძიებების მართვა, სემინარები; კრეატიული ღონისძიებები) დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება (დადასტურებული პორტფოლიოთი ან გადამღები ჯგუფის წევრის/წევრების CV);
5. პერსონალიდან ერთ-ერთს უნდა გააჩნდეს მარკეტინგის ან საზოგადობასთან ურთიერთობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
6. პერსონალიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს ექიმი (ნუტრიციოლოგი /კარდიოლოგი/თერაპევტი) ჯანდაცვის თემაზე საგანმანათლებლო მასალების შემუშავების გამოცდილებით.
7. სოციალური მედიის მენეჯერი/ქოფირაითერი, გრაფიკული დიზაინერი სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო დადასტურებული გამოცდილებით (სერთიფიკატი, CV, ელექტრონული ბმულები და ა.შ.)
8. პერსონალიდან ერთ-ერთს უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის საკითხებზე მედიადვოკატირების გამოცდილება.

• თითოეულ ზემოაღნიშულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით “პრეტენდენტმა” უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მაგ. ძირითადი პერსონალის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომები, სერტიფიკატები, CV/რეზიუმეები, პორტფოლიო, წარსულში განხორციელებული საკომუნიკაციო ან /და მარკეტინგული კამპანიების მასალები/ლინკები. პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმემნტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე.
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.
5. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუსებისათვის პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური კალკულაცია, ჩაშლილად თითოეული აქტივობის გათვალისწინებით (დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, შესყიდული საქონელი და ა.შ რაც დაკავშირებულია მომსახურების გაწვასთან).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

უნაღდო ანგარიშსწორება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველთვიური გაწეული „მომსახურების“ ღირებულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მარჯანიძე, 593689988, nino.marjanidze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სატენდერო წინადადების ფასი) წარდგენით „პრეტენდენტი“ ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ მოთხოვნებზე:
ა. სატენდერო განცადებითა და დოკუმენტაციითა განსაზღვრულ პირობებზე.
ბ. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) უნდა მოიცავდეს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
გ. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
დ. ანგარიშსწორება ,,მიმწოდებელთან“ განხორციელდება ყოველთვიური გაწეული „მომსახურების“ ღირებულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ე. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე.
ვ. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუსებისათვის პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური კალკულაცია, ჩაშლილად თითოეული აქტივობის გათვალისწინებით (დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, შესყიდული საქონელი და ა.შ რაც დაკავშირებულია მომსახურების გაწვასთან).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru