Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика (Грузия - Тендер #56910521)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 56910521
Дата публикации: 27-08-2024
Сумма контракта: 147 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017413
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.08.2024 17:30
Начало приема предложения 07.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 09.09.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 147`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79300000-Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Коды классификатора
  • 79300000 - Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Срок подачи „მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, თამბაქოს მოხმარების პრევენციის, რეგულარული ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`472 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino marjanidze :: 27.08.2024 16:58
  • Последнее исправление: nino marjanidze :: 27.08.2024 17:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592169&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, თამბაქოს მოხმარების პრევენციის, რეგულარული ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის მომსახურების შესყიდვა CPV79300000 “ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა”

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2023 წ. 29 დეკემბრის #529 დადგენილების თანახმად, 2024 წლის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის კომპონენტებში მუხლი 4 - თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება; თამბაქოს მოხმარების პრევენციის, რეგულარული ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის მომსახურების შესყიდვა ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად.

ზოგადი მიზანი:
წინამდებარე დოკუმენტი ზოგადად განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას მიმწოდებლისათვის, რომელიც დკ&სჯეც მიერ შეთავაზებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით დაგეგმავს და განახორცილებს საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია: საზოგადოების განათლება და ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ქცევითი რისკ-ფაქტორების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების შესახებ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ჯანსაღი ქცევის წახალისება.
არაგადამდები დაავადებები დაავადებათა (აგდ) ტვირთის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს საქართველოში და დიდ გავლენას ახდენს სიცოცხლის ყველაზე პროდუქტიულ წლებზე. გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკულ რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი და სხვა აგდ საერთო რისკ-ფაქტორებით ხასიათდება: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობის განათლება, ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება რისკ-ფაქტორების პრევენციის თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით, კამპანია ფოკუსირებულია 3 მიმართულებაზე:
(1) თამბაქოს მოხმარების პრევენციის, (2) რეგულარული ფიზიკური აქტივობის და (3) ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე.

სამიზნე აუდიტორია
კამპანია გათვლილია ფართო აუდიტორიაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და მეტი ეფექტის მისაღებად, კამპანია აქცენტირებულია შემდეგი ტიპის სამიზნე ჯგუფებზე:
სტუდენტები და ახალგაზრდობა;
მოზარდები.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები

სტრატეგიული მიდგომები:
კამპანიაში გამოყენებული სტრატეგიული მიდგომები გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, რადიო და ციფრული მედიის გამოყენებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასალის გავრცელებით; საზოგადოების აქტიური ჯგუფების და პოპულარული ადამიანების ჩართულობით; წამახალისებელ ღონისძიებებს საზოგადოების ჩართულობით.

ტექნიკური დავალება თანხვედრაშია:
• 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2023 წ. 29 დეკემბრის #529 დადგენილება, მუხლი 6. პუნქტი 2. „ა“ მოსახლეობის განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრიორიტეტულ საკითხებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით რისკფაქტორებზე (თამბაქო, კვება, ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობა), ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ.; პუნქტი „ე“ გარემო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობის განათლება;
• ასოცირების შესახებ შეთანხმებას; კარი VI, თავი 15, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მუხლი 356, პარაგრაფი 1, c არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის იმ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება; მუხლი 356, პარაგრაფი 1e - ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ცოდნა;
• არაგადამდებ დაავადებათა 9 გლობალური სამიზნე 2025 წლისთვის.
• სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია (ამოცანა 8.1. სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა).
• საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023-2030 წწ სტრატეგიასა და 2023-2025 წწ სამოქმედო გეგმას;
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო პაკეტის რეკომენდაციები, 2022 წ.
მომსახურების ამოცანები:
აღნიშნული კამპანია პროგრამის არსებული რესურსებიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ფოკუსირებულია შემდეგ ამოცანებზე და ითვალისწინებს ადგილობრივ და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და რეკომენდაციებს:

ამოცანა 1. ამოცანა გულისხმობს ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობის, თამბაქოსათვის თავის დანებების, თამბაქოს ახალი ტიპის პროდუქტების - ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემების და გასახურებელი თამბაქოს, ჩილიმის, თამბაქო და გარემოს საკითებზე; თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ სამიზნე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა.
ამოცანა 2. ამოცანა გულისხმობს რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ერთერთი სასარგებლო ქცევითი ფაქტორის, პოპულარიზაციას და ხელშეწყობას მოსახლეობაში;
ამოცანა 3. მესამე ამოცანა გულისხმობს გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა; ამოცანა გულისხმობს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის, გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების შესახებ; პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობას და გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას.

შენიშვნა:
“შემსყიდველი“ უზრუნველყოფს კამპანიისათვის საჭირო ლოგოებისა და კამპანიის დაგეგმისთვის ჩვენს ხელთ არსებული კვლევის ანგარიშით; ასევე ყველა საჭირო საკონსულტაციო შეხვედრას;
„შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის წინასწარ ხდება შეთანხმება ჩასატარებელი/განსახორციელებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ყველა დეტალზე, მ.შ. გამოსაყენებელი ტექსტის/დიზაინის/სამოქმედო გეგმის/მულტიმედურ მასალაზე.
შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის წინასწარ ხდება შეთანხმება შინაარსის და მახასიათებლების შესახებ: საბეჭდი მასალის, საპრეზენტაციო მასალის, კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სტრატეგიული გეგმის შესახებ;
“მიმწოდებელი”უზრუნველყოფს გამოყენებული მასალების ავთენტურობას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;
“მიმწოდებელი” უზრუნველყოფს დამკვეთის საავტორო უფლებების დაცვას „საქართველოს კანონის საავტორო უფლებების შესახებ“ დაცვით;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

„მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

„მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი შესრულებული სამუშაო:
1. კამპანიის განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმა და მეთოდოლოგია;
2. შეხვედრების და აქციების ამსახველი ფოტო-მასალა;
3. შეხვედრის მონაწილეთა სია, შეხვედრების ოქმები;
4. შეხვედრების საპრეზენტაციო მოდული (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. კამპანიის ფარგლებში გადაღებული მედია სიუჟეტების ელ. ვერსიები;
6. კონკურსის შედეგად შერჩეული პოსტერების ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები;
7. სოციალური მედიის მულტიმედიური მასალა ფბ ანალიტიკსით;
8. ბეჭდური მასალა ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, მ.შ. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
9. ყოველთვიური პროგრამული ანგარიშები ელექტრონულად შესაბამისი დანართებით;
10. შემაჯამებელი პროგრამული ანგარიში წლის ბოლოს 2 ც მეხსიერების ბარათზე.

მომსახურების გაწევის ადგილი: კახეთის გზატკეცილი # 99, 0198 თბილისი, საქართველო.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს/ქვეკონტრაქტორს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მარკეტინგული, სარეკლამო მომსახურების ან/და საგანმანათლებლო/საინფორმაციო კამპანიების განხორციელების მომსახურების შესრულების გამოცდილება, მედიასთან, მ.შ. ტელემედიასთან მუშაობის და კრეატიული ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება, დადასტურებული დანართი #2 -ის შესაბამისად. ამასთან:
ა. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია SPA /NAT/ CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის საშუალების ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად).

ბ. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე),

მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით

ან/და

გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

2. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია და გეგმა, მათ შორის სოციალური და ტელე მედია კამპანიების, საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელების სტრატეგია, საკომუნიკაციო არხები და სხვა;
3. წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია პერსონალის შესახებ, კერძოდ: პროექტში თითოეული სპეციალისტის ჩართულობა, ჩართულობის ხარისხი (განაკვეთი), ფუნქცია-მოვალეობები, პასუხისმგებლობები უნდა იყოს აღწერილი და დასაბუთებული.
4. მოთხოვნა პრეტენდენტის და არსებობის შემთხვევაში ქვეკონტარაქტორის ინტერესთა კონფლიქტის არქონის შესახებ:
• ინტერესთა კონფლიქტის არქონა თამბაქოს ინდუსტრიასთან - თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის. ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან (2018 წ. 1 მაისი) არ მიუღია დაფინანსება და/ან არ ქონია რაიმე სხვა სახის კონტრიბუცია/თანამშრომლობა თამბაქოს ინდუსტრიასთან (იმპორტიორი, ექსპორტიორი და მწარმოებელი კომპანიები) ან ინდუსტრიასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან, მ.შ. თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით; ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ხელმოწერით.
• ინტერესთა კონფლიქტის არქონა აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან - ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან (2022 წლის 1 მარტიდან) არ მიუღია დაფინანსება და/ან არ ქონია რაიმე სხვა სახის კონტრიბუცია/თანამშრომლობა აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან ან ინდუსტრიასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან. ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ხელმოწერით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პერსონალიდან ერთერთს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის ან/და სოციალური მარკეტინგის მიმართულებით.
2. პერსონალის ნაწილს (ორი ან მეტი) უნდა გააჩნდეს კამპანიის ბრენდინგის დაგეგმვის, მართვის და განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება,
3. გუნდში აუცილებელია: სოციალური მედიის ქონთენთ მენეჯერი და გრაფიკული დიზაინერი - თითოეული მინ 1 წლიანი გამოცდილებით.
4. ქვეკონტრაქტორს/პროექტში დასაქმებული პერსონალის ნაწილს უნდა გააჩნდეს ფართომასშტაბიანი კამპანიის (თბილისი და სულ მცირე 2 რეგიონი) მ.შ. ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
5. პერსონალის ნაწილს უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის და/ან გარემოს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება
6. პროექტში დასაქმებული პერსონალის ნაწილს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთწლიანი დადასტურებული (CV, ელექტრონული ბმულებით ან/და კონტრაქტების ასლები) ჯანმრთელობის საკითხებზე კამპანიების დაგეგმვის, მართვის და განხორციელების; ჯანმრთელობის საკითხებზე მედია და სოციალური მედია ადვოკატირების დაგეგმვის, მართვის და განხორციელების;
7. პერსონალის ნაწილს უნდა გააჩნდეს მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სულ მცირე 1 წლიანი დადასტურებული გამოცდილება (დიპლომი, CV, ელექტრონული ბმულები);
8. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი უნდა იყოს სოციალური მედიის ქონთენთ მენეჯერი/და გრაფიკული დიზაინერი სულ მცირე 1 წლიანი დადასტურებული გამოცდილებით (მ.შ.CV/ელ. ბმულები; დიპლომი/სერთიფიკატები);
9. ერთ-ერთი უნდა იყოს მედია სფეროს წარმომადგენელი ჯანმრთელობის საკითხებზე მედიაადვოკატირების გამოცდილებით.
10. გარემოსთან და/ამ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული სპორტული ღონისძიების ჩატარების გამოცდილება დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით: (სპორტული ღონისძიების ამსახველი ან გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიების ფოტომასალა, სოც. ქსელში განთავსებული მასალა) მედია საშუალებებით გაშუქების შემთხვევაში დამადასტურებელი ნებისმიერი სახის მასალა.

• თითოეულ ზემოაღნიშულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით “პრეტენდენტმა” უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მაგ. ძირითადი პერსონალის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომები, სერტიფიკატები, CV/რეზიუმეები, პორტფოლიო, წარსულში განხორციელებული საკომუნიკაციო ან /და მარკეტინგული კამპანიების მასალები/ლინკები. პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმემნტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე.
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.
5. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუსებისათვის პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური კალკულაცია, ჩაშლილად თითოეული აქტივობის გათვალისწინებით (დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, შესყიდული საქონელი და ა.შ რაც დაკავშირებულია მომსახურების გაწვასთან).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

უნაღდო ანგარიშსწორება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველთვიური გაწეული „მომსახურების“ ღირებულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მარჯანიძე, 593689988, nino.marjanidze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სატენდერო წინადადების ფასი) წარდგენით „პრეტენდენტი“ ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ მოთხოვნებზე:
ა. სატენდერო განცადებითა და დოკუმენტაციითა განსაზღვრულ პირობებზე.
ბ. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) უნდა მოიცავდეს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
გ. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
დ. ანგარიშსწორება ,,მიმწოდებელთან“ განხორციელდება ყოველთვიური გაწეული „მომსახურების“ ღირებულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ე. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე.
ვ. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუსებისათვის პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური კალკულაცია, ჩაშლილად თითოეული აქტივობის გათვალისწინებით (დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, შესყიდული საქონელი და ა.შ რაც დაკავშირებულია მომსახურების გაწვასთან).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru