1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას ქ. სენაკში.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 70 ახალგაზრდის სწავლება (შეიქმნება
მინიმუმ 4 ჯგუფი, თითოეულში მაქსიმუმ 20 მონაწილე: ჯგუფები შეიქმნება
ასაკის მიხედვით - უმცროს და უფროს წევრს შორის ასაკობრივი სხვაობა არ
უნდა აღემატებოდეს 3 წელს. მაგალითად: 7-10 წლის მოზარდები, 11– 13 წლის
მოზარდები და 13 – 16 წლის მოზარდები და ახალგაზრდები. ტრენინგები
ჩატარდება ორი თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას - სულ 16 დღე.
პრეტენდენტმა (კოორდინატორი) თავად უნდა შეარჩიოს 70 ახალგაზრდა
შემსყიდველთან შეთანხმებით (მონაწილეთა ასაკი 7-16 წელი). ასაკის
დაკორექტირება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.2. სივრცეების ტრენინგ-პროგრამის მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს შემდეგ
თემებს:
• მულტიკულტურალიზმი
• ბულინგი და მისი პრევენცია
• გუნდურობა
• პროფორიენტაცია
• სოციალური მედია-მარკეტინგი
• გენდერული თანასწორობა
• ბავშვთა უფლებები
• ჯანსაღი ცხოვრების წესი
• ეფექტური კომუნიკაცია
• მოხალისეობა
• პრეზენტაციები
• პროექტების წერა და ფინანსების მოძიება
• მეწარმეობის განვითარება
• პროპაგანდა (სახეები, როლი, მნიშვნელობა)
• დეზინფორმაცია და მისი სახეები
• სლოგანი და სპიჩი
• საჯაროდ საუბრის შიში (სპიკერობის შიში)
პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
● საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობები
● შემეცნებითი აქტივობები
● სხვადასხვა საგანანმანათლებლო - სარეკრეაციო აქტივობები
1.2.3. შემსყიდველის მიერ შეთავაზებულ სატრენინგო სივრცეს (ფართი) ყოველ
შაბათ-კვირას უნდა ემსახურებოდეს დამლაგებელი და ყოველი სატრენინგო
დღის ბოლოს ფართი უნდა იწმინდებოდეს შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური
საშუალებებით (ქლორი და სხვა). ადგილზე თითოეულ სატრენინგო დღეს უნდა
იყოს 70 ადამიანზე გათვლილი ჰიგიენური საშუალებები (საპონი, ტუალეტის
ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცი ხელის გასამშრალებლად, ნაგვის პარკები და
სხვა).
1.2.4. მიმწოდებელმა უდნა უზრუნველყოს 70 ახალგაზრდისთვის საჭირო
რაოდენობის საკანცელარიო ნივთები (იხ. დანართი 1). პროექტის დასრულების
შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა დაამზადოს
შესაბამისი დიზაინის სერტიფიკატები და გადასცეს მონაწილეებს.
1.2.5. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და
კვალიფიკაციის მინიმუმ 2 ტრენერი და 1 კოორდინატორი. ტრენერებს უნდა
გააჩნდეთ ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება და
შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. პროექტის
დასრულების შემდეგ ტრენერებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიშები
პროექტის შესახებ.
1.2.6. კოორდინატორს უნდა ჰქონდეს არაფორმალური განათლების მიმართულებით
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი
დოკუმენტაციით (კოორდინატორის კანდიდატურას განსაზღვრავს თავად
პრეტენდენტი შემსყიდველთან შეთანხმებით). კოორდინატორმა უნდა
უზრუნველყოს სივრცის ზედამხედველობა და პროექტის მონაწილეების
მობილიზება შემსყიდველთან შეთანხმებით (აფხაზეთის ოკუპირებული
ტერიტორიიდან დევნილი 70 ახალგაზრდის მობილიზება). კოორდინატორმა უნდა
უზრუნველყოს მონაწილეთა მხრიდან მშობლის თანხობის ფურცლის შევსება და
მათი დროული მიწოდება შემსყიდველისთვის (თანხმობის ფორმას მიაწოდებს
შემსყიდველი). კოორდინატორმა უნდა აწარმოოს მონაწილეთა დასწრების
აღრიცხვა. ასევე, გადაიღოს ფოტოები და ვიდეო და ყოველის შაბათ-კვირის
სესიის შემდეგ ორშაბათს მიაწოდოს შემსყიდველს, ყოველი სესიის დაწყების
წინ გააკეთოს რამდენიმეწუთიანი ვიდეო ჩართვა. თუ კოორდინატორი
დასრულებამდე გამოეთიშა პროექტს, ის დროულად (მაქსიმუმ 5 დღიან ვადაში)
უნდა იყოს ჩანაცვლებული შემსყიდველთან შეთანხმებით, სხვა შემთხვევაში
არ მოხდება მისი მომსახურების ანაზღაურება. თუკი კოორდინატორის
ჩანაცვლების პერიოდი ემთხვევა შაბათ-კვირის სესიებს, კოორდინატორის
ფუნქცია-მოვალეობები დამატებით უნდა შეითავსოს ერთ-ერთმა ტრენერმა.
1.2.7. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა სრული დასწრება (თითოეულ
დღეს 70 მონაწილე). საერთო ჯამში პროექტის დასრულების შემდეგ 16 დღეზე სულ
უნდა განხორციელდეს 1120 დასწრება - 16 ჯერ 70. თუკი პროექტის ბოლოს ჯამური
დასწრება იქნება სრული დასწრების (1120) 90%-ზე ნაკლები, შემსყიდველი იტოვებს
უფლებას, პრეტენდეტნს აუნაზღაუროს პროექტის განხორციელებისთვის
წინასწარ განსაზღვრული თანხის 90% (კვების განფასების საერთო ხარჯების
ფარგლებში). თუკი პროექტის ბოლოს ჯამური დასწრება იქნება სრული
დასწრების (1120) 80%-ზე ნაკლები, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, პრეტენდეტნს
აუნაზღაუროს პროექტის განხორციელებისთვის წინასწარ განსაზღვრული
თანხის 70%(კვების განფასების საერთო ხარჯების ფარგლებში) , ხოლო იმ
შემთხვევაში, თუკი პროექტის ბოლოს ჯამური დასწრება იქნება სრული
დასწრების (1120) 70%-ზე ნაკლები, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, პრეტენდეტნს
აუნაზღაუროს პროექტის განხორციელებისთვის წინასწარ განსაზღვრული
თანხის 50%(კვების განფასების საერთო ხარჯების ფარგლებში).
იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის მონაწილე გააცდენს სესიას / სესიებს,
პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნული
მონაწილის მშობლის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი წერილი. ამ
შემთხვევაში გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ. ერთი და იმავე მონაწილის
მიერ სესიების 3 ჯერ გაცდენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს აღნიშნული
მონაწილის ჩანაცვლება სხვა კანდიდატით სარეზერვო სიიდან. სარეზერვო
სია პრეტენდენტმა უნდა შეადგინოს პროექტის დაწყებამდე შემსყიდველთან
შეთანხმებით.
1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგების ჩატარების დღეებში
(შაბათ-კვირას) მონაწილეთა (70 ადამიანი) კვება, რომელიც მიეწოდება
მონაწილეებს ყოველი სესიის (თითოეულ სესიაზე იქნება მაქსიმუმ 20
მონაწილე) დასასრულს ერთჯერადად. კვება უნდა განხორციელდეს
შემსყიდველის მიერ წინასწარ გაწერილი მენიუს შესაბამისად (იხ. დანართი)
და მონაწილეებს მიეწოდოთ ერთჯერადი ყუთების (ე.წ. ლანჩბოქსების
სახით).
1.2.9. პროექტის ფარგლებში მიმწოდებელმა ერთჯერადად უნდა განახორციელოს
გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება
(ექსკურსია).კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება უნდა განხორციელდეს
იმერეთის რეგიონში, ადგილი უნდა შეირჩეს შემსყიდველთან წინასწარი
შეთანხმებით და უნდა მოიცავდეს კულტურული ღირსშესანიშნაობების
დათვალიერებას. პრეტენდენტმა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების დღეს
უნდა უზრუნველყოს თითოეული მონაწილის კვება სულ მცირე ერთჯერ.
მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეკისრება სრული
პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სრულად გამართვასა და მის
უსაფრთხოებაზე ასევე პროექტის მონაწილეების უსაფრთხოდ
ტრანპორტირებაზე.