10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში
- ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის
ყველა ხარჯის (მ.შ. კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და
გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი
ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის
მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან,
სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა
ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის
მქონეა.
დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი
ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად
წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი
პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული
შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა
მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ
დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ
სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ
შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად
დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი
დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან
2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის
(მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება
ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა
იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის
შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც
დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების
შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14
ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო
დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის
წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და
განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით)
საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო),
რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის
პროფილში;
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ
ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან
გათავისუფლებულნი არიან არარეზიდენტი პირები. შესაბამისად, მათ მიერ
შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
(არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და
ატვირთული იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში.
10.1 Additional information/documents
10.1.1. The bid price must include all costs incurred by the supplier in connection with the delivery of the object of purchase (including any applicable taxes), including VAT, and it
must be expressed in Georgian Lari, the countrys official currency.
10.1.2. As you are aware, starting on January 1, 2019, all electronic documents uploaded to the unified electronic system of public procurement system must bear a qualified electronic
signature or be certified by a qualified electronic seal by procuring organisations, applicants, bidders, and suppliers. The document that was completed in the specified way is legally
binding.
The following ways that documents can be certified electronically:
1) An authorised person may electronically execute and sign a cover letter (in the form of a letter) or endorse it with the organizations electronic seal in order to submit a tender
proposal or specific information electronically. In this type of cover letter, you have to indicate what you plan to use the documents or information you are submitting, along with a
list of the documents or information you intend to submit as part of a tender proposal or other specified information. In this instance, the letters appendix(es) might not be
electronically certified. The documents, uploaded in this manner to the unified electronic system of public procurement, will be deemed electronically certified, or
2) Any document created by the bidder, such as a schedule, price table, etc., requires to be certified using an electronic signature and/or qualified electronic seal.
10.1.3 Georgian must be used for both the tender proposal and any supporting documentation. Documents submitted in a language other than Georgian must be accompanied by a translation
into Georgian, prepared in accordance with Georgian law.
10.1.4 Alternative tender offers wont be taken into consideration.
10.1.5 In accordance with paragraph 1 of Article 33 of the rule approved under Order No. 12, dated June 14, 2017, of the Chairperson of the State Procurement Agency, "On approval of the
rule for holding electronic tenders," the form and terms and conditions of the agreement are provided in paragraph 8.
10.1.6 By entering the tender, the bidder consents to all of the terms and conditions of the tender documentation, even if they are not required to be uploaded or submitted in the
unified electronic system of public procurement.
10.1.7. Procedures and methods for obtaining further details and justifications regarding the tender documents (including the price table) are established in compliance with paragraph 1
of Article 33 of the rule authorised under Order No. 12, dated June 14, 2017, issued by the State Procurement Agency Chairperson, "On approval of the rule for holding electronic
tenders."
10.1.8. Information not included in the applicants electronic system profile must be submitted with the tender proposal, including bank account information.
10.1.9. A qualified electronic signature or a qualified electronic seal must be used to certify electronic documents that are uploaded to the unified electronic system of public
procurement. The aforementioned rule does not apply to non-resident individuals. Therefore, before being uploaded to the unified electronic system of public procurement, any document
created by them needs to be electronically signed and, if applicable, sealed by an authorised person.