ტექნიკური მოთხოვნები
_ უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით
ხელით/ლასოთი/ბადით, დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, გარე
პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია
(სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით,
ბირკით ან საჭიროების შემთხვევაში ჩიპით), თითოეული მონაცემის ასახვა
სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის
შესრულების შემდგომ დაბრუნება აყვანის ადგილას, თავშესაფარში მყოფი
ცხოველი უნდა იკვებოს ძაღლისათვის განკუთვნილი სპეციალური ქარხნული
წარმოების საკვებით;
_ თანამშრომელთა აღჭურვა სპეციალური უნიფორმით, ხელთათმანით; _ ცხოველთა
განთავსება საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, რომელიც
აღჭურვილი იქნება ვენტილაციით, განათებით, გათბობით; _ ცხოველის
სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში ცხოველის
ევთანაზია, ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ
შესაბამისი აქტი, ცხოველის ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში
საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს ცხოველთა დაცვის
დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)თან;
_ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან
ურთიერთთნამაშრომლობა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის
დადგენილება #690-ის შესაბამისად) სპეციალისტისათვის ადგილის გამოყოფა
ცხოველთა იზოლირებისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
და თავშესაფარის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების უზრუნვეყოფა
შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მონიტორინგის
განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის;
_ ძაღლების იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს დანომრილი თაგით და
ნომერი უნდა გატარდეს სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ელექტრონულ
ბაზაში, რომელშიც ასევე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია ძაღლის
იზოლირების თარიღის, იზოლირებული ძაღლის ვაქცინაციის თარიღის, ძაღლის
აღწერილობის და აყვანის ადგილას ძაღლის დაბრუნების თარიღის შესახებ,
თავშესაფარიდან გაჩუქებული ძაღლების შემთხვევაში შესაბამისი
გაჩუქების აქტების გაფორმება და შენახვა, აღნიშნული პროცედურების
ჩატარების შემდგომ ცხოველების დაბრუნება აყვანის ადგილას;
_ ცხოველთა იზოლირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების (სადაც
სატრანსპორტო ვოლიერები განთავსებულია ერთმანეთისაგან იზოლირებულად)
დეზინფექცია, თავშესაფარის ვოლიერებისა და თავშესაფარის დანარჩენი
ნაწილის დეზინფექცია დღეში ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ)
შესაბამისი სპეციალური ქიმიური საშუალებით, ქიმიური საშუალების
ეფექტურობა და ხარისხი უნდა იყოს შეთანხმებული ვეტერინარულ
ორგანიზაციასთან, ხოლო სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვის
დოკუმენტები უნდა ინახებოდეს საცავში;
_ თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი სადრენაჟე სისტემით;
_ ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი სანესთეზიო
საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია უნდა იყოს
შეთანხმებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთან.
ტენდერში გასავალისწინებელი პირობები:
1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების
დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების(მიწისზედა ცხოველთა კოდექსით
გათვალისწინებული) მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
1.2 დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით
თავშესაფარში.
1.3 თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების
შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, დეჰელმენტიზაცია(დამუშავება
ენდო და ექტო პარაზიტებზე), ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური
მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა),
კუპირებული ყურების ან ცხოველის ხანდაზმულობის შემთხვევაში მათი
იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ჩიპირების(კანქვეშ სპეციალური
იმპლანტის შეყვანის) გზით და რეგისტრირებული ცხოველების მიკედლების
არეალში დაბრუნება, ცხოველის შესაბამისი მაიდენტიფიცირებული ნომერი
უნდა იქნეს გატარებული შესაბამის ბაზაში. ვეტერინარული მომსახურება
უნდა განახორციელონ, მხოლოდ დიპლომირებულმა ვეტერინარმა
სპეციალისტებმა. ცხოველის გაჩუქების შემთხვევაში უნდა გაფორმდეს
შესაბამისი გაჩუქების ხელშეკრულება ცხოველის აყვანის მსურველთან.
1.4 უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების
იდენტიფიცირება და ანტირაბიული ვაქცინირება.
1.5 ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი
ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ლეშის გაუვნებელყოფა შესაბამის
სპეციალიზირებულ სამარხში, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში.
ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში საკითხი ინდივიდუალურად უნდა
შეთანხმდეს ცხოველთა დაცვის ფედერაციასთან და უნდა გაფორმდეს
შესაბამისი აქტი, სადაც მიეთითება ევთანაზიის საჭიროების მომწვევი
გარემოების შესახებ, ხოლო ევთანაზია განხორციელდება მიწისზედა
ცხოველთა კოდექსის მუხლი 7.7.1-ის მე-11 ნაწილის შესაბამისად.
1.6 ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ
მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა
რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.
1.7 თავშესაფარი უნდა იყოს მოპირკეთებული კაპიტალურად, როგორც
ვეტერინარულ ნაწილში ასევე ვოლიერულ განყოფილებებში უნდა შედიოდეს
წყალმომარაგება და ელექტორენერგია, თავშესაფარი უნდა შედგებოდეს
როგორც საიზოლაციო ასევე საარანტინე ვოლიერებისგან, კედლების, ჭერისა
და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავებისა და
ხარისხიანი დეზინფექციის შესაძლებლობას, საკარანტინე ვოლიერები უნდა
იყოს საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად, იზოლირებულად
აშენებულ შენობაში. თავშესაფრის შენობა-ნაგებობა უნდა იყოს
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოს მიერ მიღებული
ექსპლუატაციაში, დაუშვებელია ვოლიერები მოწყობილი იყოს ისეთ
შენობა-ნაგებობაში რომელიც წარსულში განკუთვნილი იყო სხვა
დანიშნულებისათვის, ასევე დაუშვებელია ვოლიერების მოწყობა
ძველ,ამორტიზირებულ შენობაში. დაავადებათა გავრცელების რისკების
შემცირების მიზნით საკარანტინე ვოლიერები უნდა იყოს განთავსებული
საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად. ვეტერინარული სივრცე
უნდა შედგებოდეს: საოპერაციო ოთახისგან, თერაპიული სამკურნალო
ოთახისგან, მისაღები ოთახისგან, ინსტრუმენტების სასტერილიზაციო
ოთახისგან და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების
შესანახი ოთახისგან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სანარკოზე
საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე ოთახში და დაცული უნდა იყოს
სპეციალურ ლითონის სეიფში,რომლის გასაღებს უნდა ფლობდეს თავშესაფრის
წარმომადგემელი მხოლოდ ერთი პიროვნება. ცხოველების დათვალიერების და
ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა
ეძლეოდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
1.8 უმეთვალყურეოდ მყოფი პატრონიანი ძაღლის იზოლირების შემთხვევაში
თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვადასხვა დაწესებულებასთან
მისი პირვანდელი მეპატრონისადმი გადაცემისათვის, საჭიროების
შემთხვევაში თავშესაფარი ვალდებულია მოახდინოს დაინტერესებული
პირების ინფორმირება იზოლირებული მიუსაფარი ცხოველების შესახებ,
ასევე უნდა ხორციელდებოდეს დაინტერესებული პირების ინფორმირება
ზოონოზური დაავადებების რისკების შემცირების მიზნით, თუ რა რეაგირება
იქნა მიღებული შესულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.მაწანწალა
ძაღლების გარიდება-60 ძაღლი