1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს:
1) მომსახურება უნდა განხორციელდეს ცხრილში მოცემული სუბარუ ფორესტერი,
ნისან ნავარა, სუზუკი SX4, 9 ერთეულ სუზუკი ჯიმნი, 4 ერთეულ ნივა, 2 ერთეულ
უაზი, 1 ერთეული მიცუბიში L200, 4 ერთეული ფორდი L200. სულ 23 ერთეული
ავტომობილი.
N დასახელება/მოდელი ნომერი .
1. სუბარუ ფორესტერი SUBARU TT-229-PT
2. სუზუკი SX4 SUZUKI SX4 BA-151-BA
3. სუზუკი ჯიმნი SUZUKI BA-155-BA
4. სუზუკი ჯიმნი SUZUKI BA-153-BA
5. სუზუკი ჯიმნი SUZUKI BA154BA
6. სუზუკი ჯიმნი SUZUKI BA-152-BA
7. სუზუკი ჯიმნი SUZUKI TT-228-PT
8. სუზუკი ჯიმნი SUZUKI KL-462-LK
9. სუზუკი ჯიმნი SUZUKI FH719HF
10. სუზუკი ჯიმნი SUZUKI QQ-655-PQ
11. სუზუკი ჯიმნი SUZUKI QQ-925-PQ
12. ნისან ნავარა NISSAN NAVARA DZ-372-ZD
13. ნივა NIVA VB-031-VV
14. ნივა NIVA TT-224-PT
15. ნივა NIVA TT-223-PT
16. ნივა NIVA KL-982-LK
17. უაზი UAZ HB-393-HB
18. უაზი UAZ KG-477-KG
19. მიცუბიში L200 CC-761-DD
20. ფორდი L200 CC-760-DD
21. ფორდი L200 CC-762-DD
22. ფორდი L200 CC-763-DD
23. ფორდი L200 CC-764-DD
1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- მსუბუქი ავტომობილების მარაგ ნაწილების და ტექნიკური მომსახურება
(შეკეთება-აღდგენა) გულისხმობს დიაგნოსტიკური და პროფილაქტიკური
სამუშაოების ჩატარებას, დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, ნაწილების
შეკეთებას და/ან გამოცვლას, საცხებ საპოხი მასალების შეცვლას.
- მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში,
შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 2 სამუშაო დღის
ვადაში, ჩაატაროს შესაბამისი ავტომობილის დათვალიერება, რის შემდგომაც
მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს
გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო
საქონლის (სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალების) დეტალური
აღწერა და მათი ფასი. დათვალიერება/შემოწმება უნდა მოხდეს
უსასყიდლოდ.
- მსუბუქი ავტომობილების მარაგ ნაწილების და ტექნიკური მომსახურება
(შეკეთება-აღდგენა) უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის დეფექტური
აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა
სასაწყობე სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის
მომსახურებაც უნდა განხორციელდეს 2 (ორი) კალენდარულ დღეში, ხოლო იმ
შემთხვევაში თუ საჭიროა ხანგრძლივი მომსახურების ჩატარება ან
დეფიციტური სათადარიგო ნაწილ(ებ)ი, რომლებიც არ მოიპოვება ადგილობრივ
ბაზარზე - არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამასთან, თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ანხორციელებს
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია (ასევე,
ინდივიდუალური მეწარმე და/ან ფიზიკური პირი) მაინც, ასეთი სათადარიგო
ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად და ასეთ შემთხვევაში
მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება.. მომსახურება გაწეული უნდა
იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ამასთან, ავტომანქანის შეკეთება უნდა
განხორციელდეს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის
თანდასწრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შედგება ჩატარებული
სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი.
- მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია დფადგენილი
წესით აცნობოს შემსყიდველს არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა ავტომანქანის
სერვისცენტრში შეყვანის დღიდან, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის
განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინვოისი), წინააღმდეგ
შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება.
დეფიციტურ ნაწილზე განაცხადის შემოსვლიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო
დღის განმავლობაში „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს
„მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნული დეფიციტური ნაწილის შეძენის
ადგილი. ასეთ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილი დეფიციტურ სათადარიგო
ნაწილად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ გაიზრდება მომსახურების
ვადა.
- პრეტენდენტს ქ. ბათუმში ან/და ხელვაჩაურის ტერიტორიაზე საკუთრებაში
ან/და სარგებლობაში უნდა ჰქონდეს მოქმედი სერვისცენტრი და მობილური
სერვისის არანაკლებ 2 მანქანა, რომლითაც საჭიროებიდან გამომდინარე
განხორციელდება ხუთივე მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა,
შუახევი და ხულო) ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების ლოკაციის ადგილზე
სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ხუთივე
მუნიციპალიტეტიდან მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრში სარემონტო
სამუშაოების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება.
- აუცილებელია ავტომობილების დაზიანებული და გაცვეთილი ნაწილების
მხოლოდ ახალი (გარდა გამონაკლისისა, რომელზეც მითითებულია შესაბამის
პრეისკურანტში) სათადარიგო ნაწილებით შეცვლა. მიმწოდებლის მიერ
განხორციელებულ მომსახურებაზე და შესაბამის შეცვლილ სათადარიგო
ნაწილებზე (სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია) გარანტია უნდა
ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, სამუხრუჭე ხუნდებზე
გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით არანაკლებ 5000 კმ. ძრავის ზეთზე
(ნახევარსინთეთიკური) გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 8000 კმ. ძრავის
ზეთზე (სინთეთიკური) გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 10000 კმ.
გადაცემათა კოლოფის ზეთზე არანაკლებ 50000 კმ. საგარანტიო პერიოდში
მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ, შემსყიდველის ზედმეტი
დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება. ასევე
პრეისკურანტში მითითებულ მეორად ნაწილებზე და შეკეთებულ სათადარიგო
ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის
განმავლობაში, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა და იმ შემთხვევისა,
როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი
მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებით.
- იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის
სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილები
აღმოჩნდა წუნდებული ან/და დაზიანებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი
მექანიკური ზემოქმედებით), მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების
მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, გარდა სასაწყობე
სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის მომსახურებაც უნდა
განხორციელდეს 2 (ორი) კალენდარულ დღეში, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების
საჭიროების ან/და დეფიციტური ნაწილის მიწოდების შემთხვევაში, რომლებიც
არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე - არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული
დღის განმავლობაში, განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა, ხოლო
არაჯეროვნად გაწეული მომსახურების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა,
შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
- თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების
ცხრილში (პრეისკურანტში) არ არის საჭირო მომსახურება და/ან საქონელი,
აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება
მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების და/ან საქონლის რომელიმე
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N1-სა და დანართ N2-ში მოცემული ავტომობილების
ჩამონათვალის შესაბამისად.
- შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის
აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცმეული იქნება
შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის
შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო
ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.