Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #52821593)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 52821593
Дата публикации: 05-04-2024
Сумма контракта: 70 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007331
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.04.2024 17:25
Начало приема предложения 13.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 70`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18100000 - Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
  • 18110000 - Одежда для профессионального использования
  • 18114000 - Рабочая спецовка
  • 18141000 - Рабочие перчатки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
დეპარტამენტის გზის მომვლელებისათვის სპეცტანსაცმლის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 27.03.2024 10:35
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 05.04.2024 17:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569549&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დეპარტამენტის გზის მომვლელებისათვის სპეცტანსაცმლის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) შესყიდვა მოიცავს შემდეგი საქონლის მოწოდებას:

1) რეზინის ჩექმა - ჩექმა უნდა იყოს 100 % წყალგაუმტარი, ხარისხიანი რეზინისგან, გარეგანი ხარვეზების გარეშე; ჩექმის ძირს უნდა ჰქონდეს მოცურების საწინაღმდეგო დაღარული პროტექტორები; ჩექმის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 38 სმ და არაუმეტეს 50 სმ; ზედა ნაწილი მწვანე, შავი ცვეთა გამძლე ძირით. უნდა შეესაბამებოდეს IS0 9001 სტანდარტს. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 300 წყვილი;

2)რეზინის ჩექმა - ზამთრის რეზინის ჩექმის შიდა ნაწილი დაფარული უნდა იყოს სინთეტიკური ბეწვისგან,რომელიც გამოიყენება -15°C ტემპერატურის პირობებში. 100%-ით წყალგაუმტარი, უნდა იყოს ქიმიურად გამძლე. ქუსლის სიმაღლეა 2 სმ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით. - 20 წყვილი;


3) დამცავი ფეხსაცმელი - მაღალყელიანი ფეხსაცმელი კომპოზიტით დაცული ცხვირით. სუნთქვადი ბადისებრი ქსოვილით დაფარული შიდა ნაწილით. ჩხვლეტაშეუღწევადი ძირით და სრიალმედეგი მეტალისა და კერამიკის საფარზე. ძირი გამძლე უნდა იყოს ჰიდროკარბონატების მიმართ, ანტისტატიკური. ენერგიის შთამნთქმელი ქუსლით. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით. - 15 წყვილი;

4)კომბინიზონი მექანიზატორის (დეპარტამენტის ლოგოთი) - სამუშაო კომბინიზონი სამხრეებით, ელვა შესაკრავით და 7 ჯიბით. ფერი: რუხი, ნარინჯისფერი ჩანართებით. მასალა: 35% (+-10%) ბამბა, 65% (+-10%) პოლიესტერი, სიმკვრივე: 245 (+-5 გრ) გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით. - 90 ცალი;

5)დათბილული ქურთუკი (დეპარტამენტის ლოგოთი) -მაღალი ხილვადობის, წყალგაუმტარი, თბილი ქურთუკი შუქამრეკლი ლენტებით. ქურთუკი უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლის დაცვას უამინდობასა და დაბალი ხილვადობის პირობებში. აღჭურვილი უნდა იყოს ოთხი ჯიბით, ფიქსირებული ზონრიანი კაპიუშონით, რეგულირებადი მანჟეტებით, ორმხრივი ელვა შესაკრავით, რომელიც თავის მხრივ იფარება სარქველით. გარე შრე: პოლურეთანით დაფარული 100% პოლიესტერი 300D -190 (+- 5გრ) გრ. სარჩული: 100% პოლიესტერი - 60 (+- 5 გრ) გრ. მათბუნებელი: 100% პოლიესტერი - 170 (+- 5 გრ) გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 30 ცალი;

6) სამუშაო კოსტიუმი (დეპარტამენტის ლოგოთი)- ლურჯი ფერის სამუშაო ზედა-ქვედა ნარინჯისფერი ჩანართებით, უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარულია ღილაკებიანი სარქველით. ზედა-ქვედას უნდა ჰქონდეს 5 სმ-იანი ამრეკლი ჩანართები მუხლებთან, მკლავებსა და მხრებზე. ქურთუკი და შარვალი აღჭურვილი უნდა იყოს მულტიფუნქციური და ტევადი ჯიბეებით. მასალა: ბამბა -65 % (+- 10%), პოლიესტერი - 35 % (+-10%),  გრამაჟი: 240 (+- 5 გრ) გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით. - 250 ცალი;

7) შემდუღებლის კოსტიუმი (დეპარტამენტის ლოგოთი) - ცეცხლგამძლე კოსტიუმი (ქურთუკი და ნახევარკომბინიზონი ზედა-ქვედა)  შემდუღებლის და მონათესავე პროფესიების მუშაკებისთვის. უნდა იცავდეს მომხმარებელს ღია, კონვექციური და სხივური სითბოს წყაროსა და ცხელი ნაპერწკლებისაგან. უნდა იყოს ცეცხლგამძლე ძაფებით.  ქურთუკი უნდა იკვრებოდეს ღილებზე და იფარებოდეს სარქველით. ქვედა, წელის არე უნდა იყოს ელასტიური. კომბინიზონი აღჭურვილი უნდა იყოს რეგულირებადი სამხრეებით გაძლიერებული ნაკერებით და 4 ჯიბით. შემადგენლობა: 100% ბამბა, 330 (+- 10 გრ) გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 6 ცალი;

8) სასიგნალე ჟილეტი (დეპარტამენტის ლოგოთი) მაღალი ხილვადობის ჟილეტი, ჰორიზონტალურად განთავსებული 5 სანტიმეტრიანი, 2 შუქ-ამრეკლი ლენტით. უნდა იკვრებოდეს ველკრო შესაკრავით. მასალა: პოლიესტერი.წონა: 120 (+- 5გრ)გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 150 ცალი;

9)სასიგნალე ჟილეტი (დეპარტამენტის ლოგოთი) - მაღალი ხილვადობის ჟილეტი, ბადისებრი, 4 შუქ-ამრეკლი ლენტით, ჯიბეებით და ელვა შესაკრავით. მასალა: 100% პოლიესტერი. წონა: 120 (+- 5 გრ) გრ.  ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 30 ცალი;

10) საწვიმარი ლაბადა (დეპარტამენტის ლოგოთი)- მწვანე ფერის საწვიმარი ლაბადა. მიმაგრებული თასმებიანი კაპიუშონით, ორი სარქველიანი ჯიბით. ლაბადა უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით რომელიც დაფარულია სარქველით, რომელიც იკვრება ღილაკებით. ქარგაუმტარი. მასალა: ბამბა - 60 % (+- 10%), პოლიესტერი 40 % (+-10), დაფარულია PVC-ით. წონა: 415 (+- 10 გრ.) გრ. ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 290 ცალი;

11) მაღალი ხილვადობის ზედა-ქვედა (ქურთუკი და სამხრეებიანი შარვალი) (დეპარტამენტის ლოგოთი) - თბილი, მაღალი ხილვადობის ქურთუკი და სამხრეებიანი შარვალი. ქურთუკი უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარულია ქარგაუმტარი საფარით, მიმაგრებული ქუდი, ორი ჯიბით, რომლებიც იკვრება ფხრიწიანი შესაკრავით. ზედაპირი უნდა იყოს წყალამრიდი და დამზადებულია 100%-ით პოლიეთილენის მასალისგან.  ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით - 115 ცალი;

12) მექანიკური ხელთათმანი - ბამბის ხელთათმანის 3/4 ნაწილი ამოვლებული ნიტრილში, მაჯის ნაწილში მორეზინებული. მექანიკური ხელთათმანი უნდა იყოს გამძლე ზეთთან სამუშაოდ - 600 წყვილი;

13) შემდუღებლის ხელთათმანი - ნატურალური ტყავის შემდუღებლის ხელთათმანი გაძლიერებული დაფარვით ხელისგულზე და ცერა თითზე., ფერი: ყავისფერი წითელში. ნაკერი უნდა იყოს ცეცხლგამძლე არამიდის ძაფით, სარჩულიანი. - 6 წყვილი.


ბ) მოსაწოებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პრობების 1.2. პუნქტის დანართი #2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს და აღნიშნულ სტანდარტებს.

გ) დანართი #2 დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(1.2 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი მოაწოდოს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ. #4, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს ჩამოცლა დანიშნულების ადგილზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.

2) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართ №3-ში-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საქონლის წარმოშობის (წყაროს) ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
ამასთან, თუ საქონლის წარმოშობის (წყაროს) ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

3)ასევე პრეტენდენტმა შემოთავაზებული პროდუქციის შესყიდვის ობიექტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით დანართი N3-ის მე- 7 სვეტის შესაბამის გრაფაში მიუთითოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი ან/და ზემოთ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული.

4) დანართი N3 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.1.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მოსაწოდებელი საქონელი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:

ა) რეზინის ჩექმა (დანართ N2-ის, N1 პოზიციის შესაბამისი) - IS0 9001;

რაზედაც წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.


(2.7.1.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8.ფასებისცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის დასკვნა, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის როგორც ნაწილობრივ (ეტაპობრივად), ასე სრულად მოწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.
შიდა ხტელეფონი (0422) 24-73-88.

additional information/document

10.1 additional information/documents

1) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს დეპარტამენტში სპეცტანსაცმლის მახასიათებლების - დანართი N2-ის 1-11 პოზიციებზე მითითებული საქონლის მიხედვით დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ზომების შესაბამისი ნიმუშის სახით თითო ეგზემპლარი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru