Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #52821560)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 52821560
Дата публикации: 05-04-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240007292
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.04.2024 15:41
Начало приема предложения 13.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.04.2024 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 156`433.59 GEL
Контрактная цена объекта закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
"URAL"-ის მარკის სახანძრო ა/სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 01.04.2024 15:47
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 05.04.2024 15:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570321&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"URAL"-ის მარკის სახანძრო ა/სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. 1. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექ.მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი)ლარი. ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით და მხოლოდ შეთანხმების აქტზე ხელმოწერის შემდგომ მოხდება სატრანსპორტო საშუალების შეკეთება.
3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის (კომპიუტერის) დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სერვისცენტრში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა შესაბამისი ინვენტარით.
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
6. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
7. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს უფასო საევაკუატორო მომსახურება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება სატელეფონო კომუნიკაციით ან/და ელ.ფოსტით.
8. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ., 1 (ერთი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის მეშვეობით მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე (მიმწოდებელმა აღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენა). იმ შემთხვევაში, თუ საველე პირობებში შეუძლებელია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება, მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება მიმწოდებლის უახლოეს სერვის ცენტრში, სადაც მოხდეება მისი შემდგომი შეკეთება.
9. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესების და მოთხოვნების დაცვით.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

- სავალი ნაწილებისათვის: არაუმეტეს 2 სამუშაო დღე;
- ელექტროობისათვის: მარტივი სირთულის 1 სამუშაო დღე, საშუალო სირთულის 2 სამუშაო დღე, რთული არაუმეტეს 3 სამუშაო დღე;
- აგრეგატებისათვის: მარტივი სირთულის 1 სამუშაო დღე, საშუალო სირთულის 3 სამუშაო დღე, რთული არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;
- სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: მარტივი სირთულის 5 სამუშაო დღე, საშუალო სირთულის 8 სამუშაო დღე, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
- ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5 სამუშაო დღე, საშუალო სირთულის 8 სამუშაო დღე, რთული არაუმეტეს 11 სამუშაო დღე;
სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარული დღე.
აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო.
დეფიციტური ან/და ქარხანა-დამამზადებლის მიერ წარმოება შეჩერებული სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას, მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მიმწოდებლის მიერ წერილობით უნდა დაფიქსირდეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექ.მომსახურების გაწევა ქ.თბილისში სერვის ცენტრში, ხოლო რეგიონებში მობილური ჯგუფის მომსახურება.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი).
1.7.1.2 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.1.3 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს შემსყიდველის მიმართვიდან 15 სამუშაო დღე.
1.7.1.4 მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის სახანძრო ა/მანქანების, წყალმზიდი ავტოცისტერნების, კომბინირებული საგზაო მანქანების (რომელიც ახორციელებს გზის საფარის მორეცხვას და მორწყვას), საწვავმზიდების და ავტოსაწვავგამმართველების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება (ერთად ან ცალ-ცალკე), აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით, მათ შორის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, იდენტიფიცირება უნდა ხდებოდეს, უშუალოდ საწვავმზიდის/წყლის ავზის(ცისტერნა) ტუმბოზე ჩატარებული სამუშაოების, ასევე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2021 წლიდან სატვირთო ძარის მქონე ავტომანქანებზე ჩატარებული ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი დანართი N2-ის შესაბამისად.
მიმწოდებელმა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ.მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
ქ.თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 4 ავტომანქანა;
სერვის - ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე),
სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს სატვირთო/სახანძრო ა/მანქანის: ვულკანიზაციის დანადგარით; ძრავის ამოსაღები ამწეებით; ავტო ამწეებით; კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით/დანადგარებით; ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს ზეთის თვითდინებით ან ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდეტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულ(ებ)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;
ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების|) ვადა იყოს არანაკლებ 2025 წლის 01 იანვრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი)-იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) იჯარის ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა- იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე ( განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ ).

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.


პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე (სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვა) მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4.2 ამონაწერი გადამხთელთა რეესტრიდან რეესტრიდან.
5.1.4.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ, ფიზიკური პირის შემთხვევაში გადამხთელთა რეესტრიდან.
5.1.5.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილე პირების საჯ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru