ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტი: წერილობითი და თანმიმდევრული სათარჯიმნო
მომსახურება
1. მომსახურება უნდა განხორციელდეს მომსახურების პრეისკურანტით
წინასწარ განსაზღვრულ უცხო ენებზე;
2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ფასის კლება უნდა
განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან
მიმართებაში;
3. მომსახურების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად
პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და
არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ
ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა
გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას 3230.03 ლარს;
4. პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურების რომელიმე ერთეულის
არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის
აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და
მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის
არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება
აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
5. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის ბოლო
შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით
განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება უნდა მოხდეს
მიღებული სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების
პრინციპით (კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს
არანაკლებ მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების
გარეშე), მხოლოდ იმ პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს
სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს).
შენიშვნა:
პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას excel-ის ფაილის სახით.
6. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოსადგენი
მომსახურების ერთეულის ფასები თანმიმდევრული სახის სათარჯიმნო
მომსახურების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ცალკეული უცხო ენის
მიხედვით 1 სთ-ის ღირებულების მითითებით, ხოლო წერილობითი სახის
სათარჯიმნო მომსახურების განხორციელებისას - ცალკეული უცხო ენის
მიხედვით მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი 1 გვერდის (ერთ სტანდარტულ
გვერდად ჩაითვლება თარგმნილი A 4 ფორმატის ერთი სრული ნაბეჭდი გვერდი,
არანაკლებ 2000 ნაბეჭდი სიმბოლო, Font – Sylfaen, ზომა - 12, ინტერვალის გარეშე/no spaces)
ღირებულების მითითებით;
7. თანმიმდევრული სახის სათარჯიმნო მომსახურების ღირებულების
ანაზღაურება მოხდება სასამართლო პროცესის დანიშვნისათვის
განსაზღვრული დროიდან ფაქტობრივად დახარჯული (დასრულების) დროის
მიხედვით, 1 სთ-ის ღირებულებიდან გამომდინარე, წუთობრივი სიზუსტით, თუ
თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების
შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება
უშუალოდ მომსახურების დაწყების მომენტიდან;
წერილობითი სახის სათარჯიმნო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
მოხდება 1 გვერდის ღირებულების მიხედვით. ფაქტობრივად თარგმნილი
ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად: დაჯამდება
ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces)
და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად
შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების
შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1
არასრული ნაბეჭდი გვერდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა
განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად;
8. წარმოდგენილი ნათარგმნი მასალა უნდა იყოს დაბეჭდილი იმგვარად, რომ
დატანილი ტექსტი იკითხებოდეს თავისუფლად. ტექსტი არ უნდა იყოს მკრთალი,
არ უნდა დაყვებოდეს ზოლები ან ბეჭდვითი ხარვეზები/დეფექტები. თავის
მხრივ, შემსყიდველი მიმწოდებელს მიაწოდებს სათარგმნ მასალას იმ
ფორმით, რომ ეს უკანასკნელი იყოს თავისუფლად კითხვადი;
9. თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და
გრამატიკულად გამართული;
10. მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი სათარჯიმნო და
მთარგმნელობითი მომსახურების სიზუსტეზე (აღნიშნულის დარღვევის
შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით);
11. წერილობითი სახის სათარჯიმნო მომსახურების განხორციელებისათვის
შესაბამისი მასალა მიმწოდებელს გადაეცემა წერილობითი იურიდიული
დოკუმენტის სახით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის
შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული, ხოლო
თანმიმდევრული სახის სათარჯიმნო მომსახურების განხორციელებისას,
შეექმნება შესაბამისი სამუშაო პირობები. შემყიდველი მიმწოდებელს
თანმიმდევრული სათარჯიმნო მომსახურების გასაწევად საჭირო
ინფორმაციას (დროსა და ადგილს) შეატყობინებს ელექტრონული ფოსტის ან/და
სატელეფონო ზარის მეშვეობით, არანაკლებ 3 საათით ადრე. საჭიროების
შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ
იქნას დასვენებისა და უქმე დღეებში;
12. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელმა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა,
უნდა წარუდგინოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ.
ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: თარგმნად ენას, თარჯიმნის ვინაობას,
მომსახურების გაწევის ადგილს და ხანგრძლივობას;
13. მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული
მომსახურების განხორციელების მიზნით მიღებული ნებისმიერი სახის
მასალა დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად და არ გასცდეს მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება და
კონფიდენციალურობა, მათ შორის, მომსახურების შეწყვეტის შემდეგ. (მათ
შორის მიმწოდებელი ვალდებულია თარჯიმნებთან გასაფორმებელ
ხელშეკრულებებში მკაცრად განსაზღვროს მომსახურების დროს მიღებული
კონფედენციალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით დაცვის
ვალდებულება).
14. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ გაწეული
მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 30 დღეზე მეტად
დაგვიანებით შემსყიდველისთვის წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველი
იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს აღნიშნული;
15. მიმწოდებლმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ტელეფონის ის ნომრები
(როგორც ქალაქის, ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში (მათ
შორის უქმე დღეებში) შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან
შეტყობინების განხორციელება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
აკრძალულია მითითებული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის
შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის
შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების
შესახებ;
16. იმ შემთხვევაში თუ პროცესი არ შედგა ან გადაიდო, თარჯიმნის მოცდენის
დრო ანაზღაურდება წუთობრივი სიზუსტით, თუ თარჯიმანი გამოცხადდა
დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, ვადის
ათვლა დაიწყება თარჯიმნის გამოცხადების მომენტიდან. (მაგალითად: თუ
თარჯიმანი გამოძახებულია 11.00 საათზე და 11.10 საათზე მისთვის ცნობილი
გახდება, რომ სხდომა არ ჩატარდება, ანაზღაურებას დაექვემდებარება 00.10
წუთი. იმ შემთხვევაში, თუ თარჯიმანი გამოძახებულია 11.00 საათზე და სხდომა
გაიხსნა გადადების მიზნით, ანაზღაურებას დაექვემდებარება პერიოდი
სხდომის გახსნიდან დახურვამდე).
სხდომის სამ საათზე და მეტით გადადების შემთხვევაში, მიმწოდებლის
მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძახების გაუქმება და
თარჯიმნის ხელახალი გამოძახება;
17. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს მოთხოვნით,
მიმწოდებელს უნდა შეეძლოს მომსახურების დისტანციურ რეჟიმში
განხორციელება;
18. მომსახურებისას წარმოქმნილ პრობლემებზე მყისიერი რეაგირების
მიზნით, მომსახურების გაწევის მთელი პერიოდისთვის მიმწოდებელმა უნდა
გამოყოს პირი, რომელთანაც შესაძლებელი იქნება შეუფერხებელი კავშირი
სამუშაო დღეებსა და საათებში;
* სასამართლო გზავნილი და სასამართლო უწყება, ასევე სარჩელი და
შესაგებელი არის სტანდარტული შესავსები ფორმები, აღნიშნულ ფორმებში
ტექსტის ძირითადი ნაწილი მეორდება. ამიტომ, შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელს ანაზღაურების სანაცვლოდ პირველ ეტაპზე
თარგმნის აღნიშნულ ფორმებს აზერბაიჯანულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ,
არაბულ, სპარსულ ენებზე, ხოლო შემდგომ, ზემოაღნიშნულ ენებზე ამ ტიპის
დოკუმენტების სათარგმნად გაგზავნის შემთხევაში, მათი რაოდენობა აღარ
მიეთვლება ნათარგმნი დოკუმენტების საერთო ჯამს (დაითვლება და
ანაზღაურდება მხოლოდ შევსებული სიმბოლოები). პრეისკურანტით
გათვალისწინებულ დანარჩენ ენებზე, საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი
დოკუმენტების თარგმნა ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ და შემდგომში, მათი
რაოდენობა აღარ მიეთვლება ნათარგმნი დოკუმენტების საერთო ჯამს
(დაითვლება და ანაზღაურდება მხოლოდ შევსებული სიმბოლოები).
* ერთ რომელიმე ენაზე სასამართლო გზავნილის, სასამართლო უწყების (ან
არსებობის შემთხვევაში სხვა სტანდარტული შესავსები ფორმების), ასევე
სარჩელისა და შესაგებელის თარგმნის შემთხვევაში, მომსახურება
ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ და შემდგომში, მათი რაოდენობა აღარ
მიეთვლება ნათარგმნი დოკუმენტების საერთო ჯამს (დაითვლება და
ანაზღაურდება მხოლოდ შევსებული სიმბოლოები).