Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #52749253)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Investigation Department of the Ministry of Finance of Georgia
Номер конкурса: 52749253
Дата публикации: 03-04-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240007111
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2024 18:47
Начало приема предложения 12.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2024 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 4`720`427.86 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50`000.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi labadze :: 01.04.2024 15:53
  • Последнее исправление: giorgi labadze :: 03.04.2024 18:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570324&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, გარბენი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით). დეფექტურ აქტში გაწერილი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა და მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები (დეფექტურ აქტში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას).
1.2.3 დეფექტური აქტის საფუძველზე გაწეულ მომსახურების დასრულებისთანავე უნდა შედგეს შესრულებული სამუშაოს აქტი, სადაც გაწერილი უნდა იყოს გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, მომსახურების დასრულების ვადა და ფასი (შესრულებული სამუშაოს აქტში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას).
1.2.4 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოიძიოს და შემსყიდველს შესთავაზოს აღნიშნული მომსახურება და დეტალი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნულ ნაწილის შეძენის ადგილი, რაც იმოქმედებს საბაზრო ფასის დადგენაზე.
1.2.5 ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა.
1.2.6 პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განსაფასებელი ცხრილების (პრეისკურანტების) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილებში (პრეისკურანტებში) მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებას.
1.2.7 ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების (ნაწილის) ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%–ს.
1.2.8 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
1.2.9 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.10 ტენდერში ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;
1.2.11 ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად ყველა პოზიციაზე, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. პრეტენდენტმა მინიმუმ აღნიშნული პროცენტის შესაბამისად პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული მომსახურების ღირებულება, ხოლო კლების შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ერთეულის ღირებულება არ იქნება მთელი რიცხვი, უნდა დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
1.2.12 პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის („-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
1.2.13 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ძრავის ზეთების და ზეთის ფილტრების შეძენა, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკეთდება ან შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავი, რომელზედაც საგარანტიო ვადა ვრცელდება 1 (ერთი) წელი, ამ შემთხვევაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ზეთი და ზეთის ფილტრი განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული/გამოცვლილი ტრანსმისიის ზეთები განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა, განულება, განახლება და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
1.2.15 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
1.2.16 მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თბილისის სერვის-ცენტრში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა (ინტერნეტით და ავეჯით).
1.2.17 მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, ელ.ფოსტაზე უნდა აცნობოს შემსყიდველს 2 კალენდარული დღის ვადაში, ასევე, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას შემსყიდველის მოთხოვნდან 2 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ამასთან, პრეისკურანტით მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს დეფექტური აქტის შედგენიდან:
1. სავალი ნაწილებისათვის ორ დღეს;
2. საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა მოთხოვნისთანავე;
3. სათადარიგო ნაწილების შეცვლა - ორ დღეს;
4. ელექტროობისათვის - სამ დღეს;
5. აგრეგატებისათვის - სამ დღეს;
6. სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისთვის - შვიდ დღეს;
7. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო - თხუთმეტ დღეს;
8. დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - ოც დღეს (შენიშვნა: მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, ელ.ფოსტაზე უნდა აცნობოს შემსყიდველს 2 კალენდარული დღის ვადაში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში 2 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. ზუგდიდში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. გორში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. ახალციხეში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. ფოთში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თელავში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია ავტოსერვისის მისამართების შესახებ.

1.5.2 იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ადგილზე ავტომანქანის შეკეთება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანხმობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტომანქანის გადატანა ევაკუატორით, მიმწოდებლის ხარჯებით, მისივე ან სხვა სერვის-ცენტრში. (რომელიმე რეგიონის სერვის ცენტრიდან საჭიროების შემთხვევაში გადატანა ქ. თბილისში)

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს:
* ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება) იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვისში.
* გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სავალი ნაწილები - 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სათუნუქე - სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 1 წელი.
* მექანიზმები - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* ელექტრო სამუშაოები - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* ელექტრო დეტალები - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* დანარჩენი აღდგენითი და სხვა მომსახურეობა - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სამუხრუჭე ხუნდებზე და სამუხრუჭე დისკები - არანაკლებ 6 თვე ან 10 000 კმ. გარბენი, (რემელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სხვა დანარჩენი ა/სათადარიგო ნაწილები - არანაკლებ 1 წელი ან 60 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2021-2023 წლებში ყოველწლიურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000-500 000 ლარის გამოცდილება (ჯამში არანაკლებ 1 500 000 ლარი).
2.2.1.2 ანალოგიური ტიპის გამოცდილებას მიეკუთვნება: ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა ან/და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება
2.2.1.3 პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასადასტურდებოდეს:
2.2.1.3.1 ხელშეკრულებით;
2.2.1.3.2 წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტებით და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურებით;
2.2.1.3.3 სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია დანართი N2-ის ცხრილში მიუთითოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და სხვა ნომერი (ასეთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო სისტემაში დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების და იმ დოკუმენტაციის ატვირთვა, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრების (ქ. თბილისში, ქ. ბათუმში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. ქუთაისში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. ზუგდიდში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე) ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.3.1.2 თბილისის სერვის ცენტრ(ებ)ში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ შემდეგი ხელსაწყო დანადგარები:
- ავტომანქანის ამწე მექანიზმი, არანაკლებ 10 ცალი;
- თვლების შეყრის (რაზვალი) დანადგარი;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
- საყრდენი დისკის გასაჩარხი მოწყობილობა (დისკის მოუხსნელად);
- დათვალიერების ორმო ან ამწე-ესტაკადა;
- ძრავის ამოსაღები ამწე;
- ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი);
- საბურავის დაშლა აწყობის ბალანსირების და დისკის გასასწორებელი დანადგარი;
- სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით;
- ძრავის ზეთის ამოსატუმბი აპარატი;
- ფრეონის ამოსატუმბი და ჩასატუმბი აპარატი;
- გამონაბოლქვის ტოქსიკურობის (CO) შემოწმების აპარატი დიზელის და ბენზინის;
- გამონაბოლქვის გამწოვი ავტომანქანის ამწე მექანიზმებზე;
- ავტომობილის შესაღები ოთახი (სუშილკა);
- ავტომობილის თუნუქის გასაჭიმი აპრატი (რობოტი).

2.3.1.3 რეგიონებში (ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი და ქ.ზუგდიდი) სერვის ცენტრ(ებ)ში პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს არანაკლებ შემდეგი ხელსაწყო დანადგარები:
- ავტომანქანის ამწე მექანიზმი, არანაკლებ 3 ცალი;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
- დათვალიერების ორმო ან ამწე-ესტაკადა;
- ძრავის ამოსაღები ამწე;
- სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით.

2.3.1.4 პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომობილების განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

2.3.1.5 ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია შერჩევა/შეფასების ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობის შესახებ და რომელიც მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების პერიოდის განმავლობაში.
2.8.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის ან იჯარით გაცემული ფართის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება ერთი თვით ადრე შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე.
2.8.1.3 ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
2.8.1.4 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
2.9.1 ფასების ცხრილი - პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტი წარმოდგენილ უნდა იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2.9.2 ინფორმაცია მომსახურების გაწევის ვადების შესახებ (პუნქტი 1.4);
2.9.3 ინფორმაცია მომსახურების გაწევის ადგილის შესახებ (პუნქტი 1.5);
2.9.4 ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1);
2.9.5 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
2.9.6 ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (პუნქტი 2.8.1).
2.9.7 ინფორმაცია პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლთ განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 5%–ის ოდენობით, (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 10%-მდე ოდენობით). საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლო ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნენების ფარგლებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ლაბაძე, 551159083, g.labadze@mof.ge

additional information/document

10.1 additional information/documents


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

03-04-2024 Оборудование и изделия для аутопсии и использования в морге.

03-04-2024 Отделочные строительные работы.

03-04-2024 Оборудование для охлаждения и вентиляции .

03-04-2024 Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования.

03-04-2024 Различное оборудование общего и специального назначения .

03-04-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru