Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #52749248)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 52749248
Дата публикации: 03-04-2024
Сумма контракта: 958 951


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007116
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2024 19:02
Начало приема предложения 25.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 30.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 958`951.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
რუსთავის იუსტიციის სახლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 9`590 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi orjonikidze :: 03.04.2024 15:06
  • Последнее исправление: giorgi orjonikidze :: 03.04.2024 19:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570842&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

რუსთავის იუსტიციის სახლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“.

1.2.2. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.

1.2.3. ინტერიერის მოსაწყობად გამოსაყენებელი/დასამონტაჟებელი მასალები და მათი სერთიფიკატები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს.

1.2.4. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.

1.2.5. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად.

1.2.6. განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.

1.2.7. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.

1.2.8. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.

1.2.9. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.

1.2.10. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.

1.2.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.

1.2.12. სამშენებლო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.

1.2.13. მიმწოდებელმა განფასებისას პირდაპირ დანახარჯებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს მასალის ტრანსპორტირების, ზედნადები ხარჯების და მოგების (გეგმიური დაგროვება) ღირებულება. ასევე საჭიროების შემთხევაში მანქანა/მექანიზმების გრაფაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ხარაჩოების ღირებულებაც.

1.2.14. სადემონტაჟო სამუშაოები ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაზიანდეს ვარგისი მასალები და მოწყობილობები. დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების ჩამოტანა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მიწოდება უნდა მოხდეს არასამუშაო საათებში შემსყიდველთან შეთანხმებით, ხოლო დემონტირებული ვარგისი მასალების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს და დასაწყობდეს იუსტიციის სახლის საწყობში (საწყობი მდებარეობს თბილისში).

1.2.15. მიმწოდებელმა ელექტროსამონტაჟო (სადენების მოწყობა) სამუშაოების განფასებისას უნდა გაითვალისწინოს არსებული ფალშიატაკის ფილების დემონტაჟი და ელექტრო სადენების და როზეტების მოწყობის შემდგომ მისი მონტაჟი.

1.2.16. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადაების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1 -ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად.

1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

1.2.18. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა excel ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.

1.2.19. პრეტენდეტმა ერთეულის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს/განსაზღვროს ყველა ხარჯი (გარდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული დარიცხვებისა).

1.2.22. პრეტენდენტი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ 5%-იანი საპროცენტო განაკვეთი.

1.2.23. შემოთავაზებული მასალები და შესრულება უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს. სამუშაოების შესრულებისას საჭირო მასალების გამოყენების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან სამუშაოების შესრულებამდე. თუ შემოთავაზებული მასალები ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს ან ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს შესრულებული სამუშაო ან შესთავაზოს შემსყიდველს მისთვის მისაღები სხვა მასალები.

1.2.24. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.

1.2.25. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.

1.2.26. სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სამუშაო საათებში ისე არასამუშაო საათებსა და დღეებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების შესახებ ფორმა N2 და მიმართოს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებულ პირს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი).

1.5.3 შესყიდვის ობიექტის მიღება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

1.5.4 ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი №29, რუსთავის იუსტიციის სახლი

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესასყიდი სამუშაოების შედეგად შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს.

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალების 1.6.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, არასაცხოვებელი შენობების მშენებლობის ან/და ინტერიერის და ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020 - 2023 წლებში არ უნდა იყოს 1 000 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

2.2.1.2. პრეტენდენტს 2020 - 2023 წლებში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის სამუშაოები - არასაცხოვებელი შენობების მშენებლობა ან/და ინტერიერის და ექსტერიერის სარემონტო სამუშაოები, არანაკლებ 300 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. ასევე, აღნიშნულ სამუშაოებზე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამგვარი ობიექტის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი 4 თვეზე. ამასთან, სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში.

2.5.1.2. სამშენებლო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია, განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია, დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.

4.1.1.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
(3) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
(2) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში 5.1.4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათავო კომპანიის 5.1.2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათავო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები), რომ არ ხორციელდება სათავო კომანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;

6.4.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე უხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200 000 ლარზე, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის ობიექტს, ასევე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ამაღლებს მიმწოდებლის პასუხისმგებობას შესასრულებლი ან/და შესრულებული სამუშაოებთან მიმართებაში.

6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;

6.4.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების გზით, რისთვისაც მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

7.1.1.2. წინასწარ გადახდილი თანხა გათავისუფლდება ეტაპობრივად (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე), ფაქტობრივად გაცემული ავანსის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

7.1.1.3. ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოს ღირებულების ავანსის წილის გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი თანხა, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

7.1.1.4. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;

7.1.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

7.2.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru