Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #52712488)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 52712488
Дата публикации: 02-04-2024
Сумма контракта: 58 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240006925
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.04.2024 15:46
Начало приема предложения 08.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 58`400.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80530000 - Услуги в области профессиональной подготовки
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care)“ ფარგლებში ბავშვთა რთული ქცევის მართვის ტრენინგების ჩატარების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 234.00 GEL
Размер гарантии 584 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 18.03.2024 17:49
  • Последнее исправление: tamar shaorshadze :: 02.04.2024 15:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=568141&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care)“ ფარგლებში ბავშვთა რთული ქცევის მართვის ტრენინგების ჩატარების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტრენინგის აღწერილობა:
1.2.1.1 სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“, პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care)“ ფარგლებში, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში (პროვაიდერები) მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, აღმზრდელებისთვის და ფსიქოლოგებისთვის გეგმავს 2 (ორი) ეტაპად სამ-სამ დღიან გასვლით ტრენინგს - „ბავშვთა რთული ქცევის მართვა“ აღმოსავლეთ საქართველოში. „ტრენინგის“ ამოცანაა გადამზადდეს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში (პროვაიდერები) მომუშავე სოციალური მუშაკები, აღმზრდელები და ფსიქოლოგები, რომელთაც უწევთ რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობა.
1.2.1.2 „ტრენინგის“ მიზანია ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის გამოყენებით გადამზადდეს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში (პროვაიდერები) მომუშავე სოციალური მუშაკები, აღმზრდელები და ფსიქოლოგები. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად საჭიროა შესყიდულ იქნეს ტრენერების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების მომსახურება.
1.2.2 მიმწოდებლის მიერ თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი მომსახურება მოიცავს:
1.2.2.1 ტრენერებით მომსახურებას;
1.2.2.2 ერთი ტექნიკური პერსონალით მომსახურებას;
1.2.2.3 სასტუმრო მომსახურებას:
1.2.2.3.1 15 (თხუთმეტი) ორადგილიანი ნომრით მომსახურებას (შესაბამისი რაოდენობის ორადგილიანი ნომრების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია 30 პერსონაზე შერეულად ერთადგილიან ან/და ორადგილიან ნომრებში განთავსება) (აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის ტრენერები, მათი დაბინავება და კვება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მე-3 პოზიციის შესაბამისად);
1.2.2.3.2 3 (სამი) ერთადგილიანი ნომრით მომსახურებას;
1.2.2.3.3 დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის 2 (ორი) ერთადგილიანი თავისუფალი ნომერის მობილიზების მომსახურება (აღნიშნული ნომრების ღირებულებას აანაზღაურებს ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენი“ საკუთარი ხარჯებთ, მიმწოდებელს ევალება მხოლოდ „ტრენინგის“ პერიოდში თავისუფალი ნომრების მობილიზება);
1.2.2.3.4 არანაკლებ 35 პერსონის კვებით მომსახურებას.
1.2.2.4 მონაწილეთა ტრანსპორტირებას სანიტარულ-ჰიგიენის ნორმები დაცული და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით თბილისიდან განთავსების ადგილამდე, ხოლო „ტრენინგის“ დასრულების შემდგომ განთავსების ადგილიდან თბილისამდე.

1.2.3 ტრენერებით მომსახურება:
1.2.3.1 თემატიკის სირთულის, დატვირთულობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა თითოეული ტრენინგკურსის ჩატარება უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 2 (ორი) ტრენერის მეშვეობით;
1.2.3.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თითოეული ტრენერი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
1.2.3.3 ტრენერები ვალდებულები არიან, დანართი N2-ის („ბავშვთა რთული ქცევის მართვის ტრენინგის ჩატარების პროგრამა“) შესაბამისად, ჩაატარონ „ტრენინგი“;
1.2.3.4 მიმწოდებელი ვალდებულია ტრენერები უზრუნველყოს „ტრენინგისთვის“ საჭირო ინვენტარით ან/და საკანცელარიო ნივთებით;
1.2.3.5 ტრენერებმა ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის (დანართი N3) გამოყენებით უნდა ჩაატარონ ტრენინგკურსები, რომელიც მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
1.2.3.5.1 ბავშვის განვითარება და მასზე მოქმედი ფაქტორები:
1.2.3.5.1.1 ბავშვის ტემპერამენტი;
1.2.3.5.1.2 ბავშვის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების ხარისხი.
1.2.3.5.2 ბავშვის განვითარების სფეროები და ძირითადი კანონზომიერებები:
1.2.3.5.2.1 განვითარების სფეროები;
1.2.3.5.2.2 განვითარების კანონზომიერებები;
1.2.3.5.2.3 მიჯაჭვულობის განვითარება.
1.2.3.5.3 განვითარების დარღვევები და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები;
1.2.3.5.4 რთული ქცევის განსაზღვრება და შეფასება;
1.2.3.5.5 ქცევითი სირთულეების გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები.
1.2.3.5.6 რთული ქცევის მიზნები:
1.2.3.5.6.1 ქცევის ფუნქციური ანალიზი.
1.2.3.5.7 რთულ ქცევაზე მუშაობის სტრატეგიები:
1.2.3.5.7.1 სოციალურად მისაღები ქცევის სწავლების პრინციპები.
1.2.3.5.8 რთული ქცევის პრევენციის სტრატეგიები:
1.2.3.5.8.1 ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაცია;
1.2.3.5.8.2 დღის რუტინა;
1.2.3.5.8.3 წესები;
1.2.3.5.8.4 ინსტრუქციების ეფექტურად მიწოდება.
1.2.3.6 ტრენერების ჩატარებული ტრენინგი უნდა იყოს ინტერაქტიული და მოიცავდეს: კითხვა-პასუხს, დისკუსიას, პრეზენტაციებს და სხვა.
1.2.3.7 ტრენერებმა უნდა უზრუნველყონ ტრენინგებზე გამოსაყენებელი საპრეზენტაციო მასალების და თვალსაჩინოებების მომზადება ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის თემატიკის შესაბამისად.
1.2.3.8 ტრენერმა უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობების შექმნა ტრენინგის თითოეული მონაწილის აქტიური ჩართულობისთვის და მიიღოს ზომები ყოველგვარი დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების თავიდან არიდებისთვის.
1.2.3.9 ტრენერებს უნდა ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია შემსყიდველთან და ტრენინგის მსვლელობის დროს გაითვალისწინოს მისი შენიშვნები და მითითებები.
1.2.3.10 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მონაწილეს ტრენინგ კურსის დამთავრებისთანავე ადგილზე გადასცეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: ფაქტურა: ტილო, ფერი: ფერადი, ზომა: A4 (21x30სმ), ცალმხრივი. სერტიფიკატის ფორმა და დიზანი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.2.4 სასტუმროთ მომსახურება:
1.2.4.1 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება იზოლირებული გარე სივრცისგან და ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები, პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) კეთილმოწყობილი;
1.2.4.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
1.2.4.3 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის ნორმებს;
1.2.4.4 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
1.2.4.4.1 უნდა იყოს არაუმეტეს ორ ადგილიანი;
1.2.4.4.2 უნდა იყოს 5 ერთ ადგილიანი (რომელშიც იგულისხმება 2 ერთადგილიანი თავისუფალი ნომერი ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლებისთვის).
1.2.4.5 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
1.2.4.6 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და გაგრილების სისტემით;
1.2.4.7 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
1.2.4.8 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, თმის საშრობი);
1.2.4.9 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი, ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
1.2.4.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
1.2.4.11 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი წვდომა;
1.2.4.12 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი, დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
1.2.4.13 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის ნორმებს;
1.2.4.14 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე;
1.2.4.15 დაცული უნდა იყოს მონაწილეთა უსაფრთხოება;
1.2.4.16 ეზო უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.4.17 ოთახები უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.4.18 თეთრეული და პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ორ დღეში ერთხელ;
1.2.4.19 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით თეთრეულის ან/და პირსახოცების გამოცვლა/დამატება;
1.2.4.20 თითოეული ტრენინგ ჯგუფისთვის საკონფერენციო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი საკანცელარიო ნივთებით:
1.2.4.20.1 A4 (210X297) ფორმატის ფურცლებით: არანაკლებ 2 შეკვრა;
1.2.4.20.2 საწერი კალამით: არანაკლებ 60 ცალი;
1.2.4.20.3 ფანქარით: არანაკლებ 60 ცალი;
1.2.4.20.4 მარკერი: არანაკლებ 30 ცალი;
1.2.4.20.5 თეთრი დაფით: არანაკლებ 1 ცალი;
1.2.4.20.6 თეთრი დაფის მარკერით: არანაკლებ 5 ცალი;
1.2.4.20.7 თეთრი დაფის საშლელი ღრუბელით: არანაკლებ 2 ცალი.

1.2.4.21 ტექნიკური პერსონალი:
1.2.4.21.1 „ტრენინგის“ მსვლელობის პერიოდში გამოყენებული პროექტორის, სკანერის, პრინტერის, აუდიო სისტემის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამართვის მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალით მომსახურება.

1.2.4.22 კვება:
1.2.4.22.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.4.22.1.1 ტრენინგის თითოეულ ეტაპის მონაწილეთა (თითოეული ეტაპისთვის არანაკლებ 36 პერსონის) დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება (საუზმე, სადილი, ვახშამი), კვების რაციონის მრავალფეროვნებიდან, მონაწილის მიერ თავისუფალი არჩევის შესაძლებლობით, ე.წ. „შვედური მაგიდის“ პრინციპით;
1.2.4.22.1.2 საუზმის, სადილის და ვახშმის შემოთავაზებული „შვედური მაგიდის“ მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ კერძებს (მათ შორის ვეგეტარიანულს და სამარხვო კერძებს), სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს და იცვლებოდეს.
1.2.4.22.1.3 „ტრენინგის“ მსვლელობისას, პირველ და მე-3 დღეს ერთხელ დამატებითი შესვენება (ე.წ „ყავის შესვენება)“, ხოლო მე-2 დღეს 2-ჯერ დამატებითი შესვენება (ე.წ „ყავის შესვენება)“ მსუბუქი დესერტით (არანაკლებ ორი სახის მცხვარი), ყავა, ჩაი, არაგაზირებული მინერალური წყალი, ნატურალური წვენი (დრო შემსყიდველთან შეთანხმებით).
1.2.4.22.4 მიმწოდებლის მიერ მონაწილეთა კვებისთვის გამოყენებული რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი და შედიოდეს რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ფხალეული, ხილი, ხორცი, თევზი, ტკბილეული, ცომეული და ა.შ. ამასთანავე, ჩაი, ყავა, წყალი, მინერალური სასმელი, წვენი.

1.2.5 ტრანსპორტირება:
1.2.5.1 მონაწილეთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი სატრანსპორტო საშუალებით;
1.2.5.2 მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი) უნდა იყოს:
1.2.5.2.1 არანაკლებ 20 ადგილიანი;
1.2.5.2.2 კომფორტული, კონდიცირებული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული;
1.2.5.2.3 არაუგვიანეს 2015 წელს გამოშვებული;
1.2.5.2.4 სრულიად გამართული (სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება).
1.2.5.3 მომსახურების გამწევ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
1.2.5.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევამდე 3 დღით ადრე:
1.2.5.4.1 შემსყიდველს წარმოუდგინოს მძღოლ(ებ)ის პირადო(ბე)ბის, მართვის მოწმო(ბე)ბის და სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური პასპორტ(ებ)ის ასლები;
1.2.5.4.2 აჩვენოს და დაათვალიერებინოს სატრანსპორტო საშუალება/საშუალებები.
1.2.6 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო უნდა მდებარეობდეს აღმოსავლეთ საქართველოში და მანძილი თბილისიდან არ უნდა აღემატებოდეს 200 კილომეტრს.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა საორგანიზაციო საკითხი წინასწარ ჰქონდეს გაწერილი და მის მიერ ორგანიზებული საკითხები ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად (ტრანსპორტირება, განთავსება, მძღოლის მომსახურება და ა.შ.).
1.2.8 ტრენინგზე მონაწილე პირების დროულად დაბინავების ორგანიზების მიზნით, ტრენინგში ჩართულ პირთა სახელობითი სია შემსყიდველი მიმწოდებელს გადაეცემს მომსახურების გაწევის დაწყებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.
1.2.9 ბავშვთა რთული ქცევის მართვის ტრენინგის ჩატარების პროგრამა (დანართი N2) და ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის (დანართი N3), რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის დრო:
1.4.1.1 I ეტაპის ჩატარების პერიოდი: 2024 წლის 23, 24 და 25 აპრილი;
1.4.1.2 II ეტაპის ჩატარების პერიოდი: 2024 წლის 21, 22 და 23 მაისი.
1.4.2 თითოეულ ტრენინგის (ტრენერებით, სასტუმროთი, ტრანსფერით) მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა:
1.4.2.1 სასტუმროში გასატარებელი:
1.4.2.1.1 დღეების რაოდენობა: 3 (სამი) კალენდარული დღე;
1.4.2.1.2 ღამეების რაოდენობა: 2 ღამე.
1.4.2.2 ტრენერებით მომსახურება: 3 (სამი) კალენდარული დღე;
1.4.2.3 ტრანსფერით მომსახურება:
1.4.2.3.1 თბილისიდან გამგზავრების დრო: არაუგვიანეს 11:00 საათისა;
1.4.2.3.2 მომსახურების გაწევის ადგილიდან თბილისში გამომგზავრების დრო: არაუგვიანეს 18:00 საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ტრანსპორტირება:
1.5.1.1 ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1-დან (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) აღმოსავლეთ საქართველოში, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სასტუმრომდე;
1.5.1.2 სასტუმროდან ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1 (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია).
1.5.2 მომსახურების გაწევის ადგილი: აღმოსავლეთ საქართველოში, მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50000 ლარის ღირებულების ტრენინგ(ებ)ის ჩატარების ან/და ტრენინგ(ებ)ის ორგანიზების მომსახურების გაწევის ან/და არანაკლებ 5 ტრენინგის ჩატარების ან/და ტრენინგის ორგანიზების მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N4-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ შემსყიდველი დაწესებულების/დამკვეთის მიერ, რომელსაც 2020 წლის 01 იანვრიდან ჩაუტარა ტრენინგ(ებ)ი ან/და გაუწია ტრენინგ(ებ)ის ორგანიზების მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს „ტრენინგის“ ჩასატარებელად და მონაწილეთა განსათავსებელად შემოთავაზებული სასტუმროს/სასტუმროების შესახებ ინფორმაცია (სასტუმროს დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია). პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო/სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.3 და 2.3.1.2 პუნქტების მოთხოვნებს.
2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული:
2.3.1.2.1 სასტუმრო უნდა მდებარეობდეს აღმოსავლეთ საქართველოში და მანძილი თბილისიდან არ უნდა აღემატებოდეს 200 კილომეტრს;
2.3.1.2.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები, პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) და იზოლირებული გარე სივრცისგან;
2.3.1.2.3 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
2.3.1.2.4 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის ნორმებს;
2.3.1.2.5 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
2.3.1.2.5.1 უნდა იყოს 15 (თხუთმეტი) ორადგილიანი ნომრი (შესაბამისი რაოდენობის ორადგილიანი ნომრების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია 30 პერსონაზე შერეულად ერთადგილიან ან/და ორადგილიან ნომრებში განთავსება);
2.3.1.2.5.2 3 (სამი) ერთადგილიანი ნომრი;
2.3.1.2.5.3 დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელებისთვის დამატებით 2 (ორი) ერთადგილიანი თავისუფალი ნომერის მობილიზების მომსახურება (აღნიშნული ნომრების ღირებულებას აანაზღაურებს ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენი“ საკუთარი ხარჯებთ, მიმწოდებელს ევალება მხოლოდ „ტრენინგის“ პერიოდში თავისუფალი ნომრების მობილიზება);
2.3.1.2.6 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
2.3.1.2.7 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და გაგრილების სისტემით;
2.3.1.2.8 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
2.3.1.2.9 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, თმის საშრობი);
2.3.1.2.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი, ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
2.3.1.2.11 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
2.3.1.2.12 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი წვდომა;
2.3.1.2.13 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი, ტელევიზორი, დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
2.3.1.2.14 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილს ჰიგიენის ნორმებს;
2.3.1.2.15 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ტრენერს (თითოეულს) უნდა გააჩნდეს ფსიქოლოგიის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი ან/და არანაკლებ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მუშაობაში და სალექციო კურსების ან/და ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის:
2.4.1.1.1 ბავშვებთან და მოზარდებთან (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებთან) მუშაობის (ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, დღის რუტინის და ქცევის მართვის გაგმის შემუშავება, აღმზრდელების სუპერვიზია ბავშვებთან მუშაობის პროცესში და ა.შ) გამოცდილება;
2.4.1.1.2 მასწავლებლების, აღმზრდელებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერისა და გაძლიერების (იგულისხმება ტრენინგების ან/და სალექციო კურსების ჩატარება) გამოცდილება;
2.4.1.1.3 ქცევის შეფასებისა და ინდივიდუალური ქცევის მართვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის გამოცდილება.

2.4.1.2 აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
2.4.1.2.1 პორტფოლიო/CV/რეზიუმე;
2.4.1.2.2 კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი);
2.4.1.2.3 დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება დამკვეთის/შემსყიდველის მიერ;
2.4.1.2.4 დასაქმების დამადასტურებელი (ბრძანება, ხელშეკრულება) დოკუმენტაცია ან ტრენერის თანხმობა ტენდერის ფარგლებში ტრენინგების ჩატარების თაობაზე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ვორლდ ვიჟენის საგრანტო პროეტიდან - „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care)“ 2024 წელს გამოყოფილი სახსრებით.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, j.pataraia@gmail.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: მარიამ ბუგიანიშვილი, მობილური ტელეფონის ნომერი: 598 21 59 29; ელექტრონული ფოსტა: mbdemocracyagency@gmail.com.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru