1.2.1 ტრენინგის აღწერილობა:
1.2.1.1 სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“, პროექტის „ინსტიტუციური
ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care)“ ფარგლებში, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ და
მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში (პროვაიდერები) მომუშავე
სოციალური მუშაკებისთვის, აღმზრდელებისთვის და ფსიქოლოგებისთვის
გეგმავს 2 (ორი) ეტაპად სამ-სამ დღიან გასვლით ტრენინგს - „ბავშვთა რთული
ქცევის მართვა“ აღმოსავლეთ საქართველოში. „ტრენინგის“ ამოცანაა
გადამზადდეს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ და მომსახურების მიმწოდებელ
ორგანიზაციებში (პროვაიდერები) მომუშავე სოციალური მუშაკები,
აღმზრდელები და ფსიქოლოგები, რომელთაც უწევთ რთული ქცევის ბავშვებთან
მუშაობა.
1.2.1.2 „ტრენინგის“ მიზანია ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით
შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის გამოყენებით გადამზადდეს
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოში“ და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში
(პროვაიდერები) მომუშავე სოციალური მუშაკები, აღმზრდელები და
ფსიქოლოგები. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად საჭიროა შესყიდულ
იქნეს ტრენერების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების მომსახურება.
1.2.2 მიმწოდებლის მიერ თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი მომსახურება
მოიცავს:
1.2.2.1 ტრენერებით მომსახურებას;
1.2.2.2 ერთი ტექნიკური პერსონალით მომსახურებას;
1.2.2.3 სასტუმრო მომსახურებას:
1.2.2.3.1 15 (თხუთმეტი) ორადგილიანი ნომრით მომსახურებას (შესაბამისი
რაოდენობის ორადგილიანი ნომრების არარსებობის შემთხვევაში
შესაძლებელია 30 პერსონაზე შერეულად ერთადგილიან ან/და ორადგილიან
ნომრებში განთავსება) (აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის ტრენერები, მათი
დაბინავება და კვება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა, მომსახურების
ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მე-3 პოზიციის შესაბამისად);
1.2.2.3.2 3 (სამი) ერთადგილიანი ნომრით მომსახურებას;
1.2.2.3.3 დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის 2 (ორი) ერთადგილიანი
თავისუფალი ნომერის მობილიზების მომსახურება (აღნიშნული ნომრების
ღირებულებას აანაზღაურებს ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენი“ საკუთარი ხარჯებთ,
მიმწოდებელს ევალება მხოლოდ „ტრენინგის“ პერიოდში თავისუფალი
ნომრების მობილიზება);
1.2.2.3.4 არანაკლებ 35 პერსონის კვებით მომსახურებას.
1.2.2.4 მონაწილეთა ტრანსპორტირებას სანიტარულ-ჰიგიენის ნორმები დაცული და
კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით თბილისიდან განთავსების
ადგილამდე, ხოლო „ტრენინგის“ დასრულების შემდგომ განთავსების
ადგილიდან თბილისამდე.
1.2.3 ტრენერებით მომსახურება:
1.2.3.1 თემატიკის სირთულის, დატვირთულობიდან და მოცულობიდან გამომდინარე,
მიმწოდებელმა თითოეული ტრენინგკურსის ჩატარება უნდა უზრუნველყოს
არანაკლებ 2 (ორი) ტრენერის მეშვეობით;
1.2.3.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თითოეული ტრენერი უნდა
აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს;
1.2.3.3 ტრენერები ვალდებულები არიან, დანართი N2-ის („ბავშვთა რთული ქცევის
მართვის ტრენინგის ჩატარების პროგრამა“) შესაბამისად, ჩაატარონ
„ტრენინგი“;
1.2.3.4 მიმწოდებელი ვალდებულია ტრენერები უზრუნველყოს „ტრენინგისთვის“
საჭირო ინვენტარით ან/და საკანცელარიო ნივთებით;
1.2.3.5 ტრენერებმა ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით
შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის (დანართი N3) გამოყენებით უნდა
ჩაატარონ ტრენინგკურსები, რომელიც მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
1.2.3.5.1 ბავშვის განვითარება და მასზე მოქმედი ფაქტორები:
1.2.3.5.1.1 ბავშვის ტემპერამენტი;
1.2.3.5.1.2 ბავშვის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების ხარისხი.
1.2.3.5.2 ბავშვის განვითარების სფეროები და ძირითადი კანონზომიერებები:
1.2.3.5.2.1 განვითარების სფეროები;
1.2.3.5.2.2 განვითარების კანონზომიერებები;
1.2.3.5.2.3 მიჯაჭვულობის განვითარება.
1.2.3.5.3 განვითარების დარღვევები და ბავშვის ინდივიდუალური
საჭიროებები;
1.2.3.5.4 რთული ქცევის განსაზღვრება და შეფასება;
1.2.3.5.5 ქცევითი სირთულეების გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები.
1.2.3.5.6 რთული ქცევის მიზნები:
1.2.3.5.6.1 ქცევის ფუნქციური ანალიზი.
1.2.3.5.7 რთულ ქცევაზე მუშაობის სტრატეგიები:
1.2.3.5.7.1 სოციალურად მისაღები ქცევის სწავლების პრინციპები.
1.2.3.5.8 რთული ქცევის პრევენციის სტრატეგიები:
1.2.3.5.8.1 ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაცია;
1.2.3.5.8.2 დღის რუტინა;
1.2.3.5.8.3 წესები;
1.2.3.5.8.4 ინსტრუქციების ეფექტურად მიწოდება.
1.2.3.6 ტრენერების ჩატარებული ტრენინგი უნდა იყოს ინტერაქტიული და
მოიცავდეს: კითხვა-პასუხს, დისკუსიას, პრეზენტაციებს და სხვა.
1.2.3.7 ტრენერებმა უნდა უზრუნველყონ ტრენინგებზე გამოსაყენებელი
საპრეზენტაციო მასალების და თვალსაჩინოებების მომზადება ბავშვთა
რთული ქცევის მართვის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ
პროგრამის/მოდულის თემატიკის შესაბამისად.
1.2.3.8 ტრენერმა უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობების შექმნა ტრენინგის
თითოეული მონაწილის აქტიური ჩართულობისთვის და მიიღოს ზომები
ყოველგვარი დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების თავიდან
არიდებისთვის.
1.2.3.9 ტრენერებს უნდა ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია შემსყიდველთან და
ტრენინგის მსვლელობის დროს გაითვალისწინოს მისი შენიშვნები და
მითითებები.
1.2.3.10 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მონაწილეს ტრენინგ კურსის
დამთავრებისთანავე ადგილზე გადასცეს ტრენინგის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: ფაქტურა: ტილო, ფერი: ფერადი,
ზომა: A4 (21x30სმ), ცალმხრივი. სერტიფიკატის ფორმა და დიზანი უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან.
1.2.4 სასტუმროთ მომსახურება:
1.2.4.1 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 მ2 ეზო, რომელიც იქნება
იზოლირებული გარე სივრცისგან და ეზოს ინვენტარით (მაგიდები, სკამები,
პუფები ან/და დასაჯდომი საშუალებები) კეთილმოწყობილი;
1.2.4.2 სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გასასვლელი;
1.2.4.3 სასტუმროს საერთო ღია და დახურული სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს
ჰიგიენის ნორმებს;
1.2.4.4 მონაწილეებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ოთახები:
1.2.4.4.1 უნდა იყოს არაუმეტეს ორ ადგილიანი;
1.2.4.4.2 უნდა იყოს 5 ერთ ადგილიანი (რომელშიც იგულისხმება 2 ერთადგილიანი
თავისუფალი ნომერი ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლებისთვის).
1.2.4.5 სასტუმროს თითოეულ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სველი
წერტილი (აბაზანა-ტუალეტი);
1.2.4.6 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს გათბობის და
გაგრილების სისტემით;
1.2.4.7 სასტუმროს ოთახებს უნდა ჰქონდეთ სტუმრების რაოდენობის შესაბამისი
საბნები, ბალიშები, პლედები, თეთრეული და პირსახოცები;
1.2.4.8 სასტუმროს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენისთვის განკუთვნილი
პირველადი მოხმარების ნივთებით (საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი,
თმის საშრობი);
1.2.4.9 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს შემდეგი ნივთები: ელექტრო ჩაიდანი,
ოთახში სტუმრების რაოდენობის შესაბამისი ჭიქები და კოვზები;
1.2.4.10 სასტუმროს ოთახში უნდა იყოს არაგაზირებული ნატურალური მინერალური
წყალი, ერთჯერადი ყავა და ჩაი;
1.2.4.11 სასტუმროს ოთახებში უნდა იყოს უკაბელო ინტერნეტზე (WI-FI) უწყვეტი
წვდომა;
1.2.4.12 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 ფართის მქონე საკონფერენციო
დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი მოწყობილობებით: თეთრი
დაფა (white board), პროექტორი, საპროექციო ეკრანი, ლეპტოპი, სკანერი, პრინტერი,
დინამიკები, მიკროფონი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა;
1.2.4.13 სასტუმროს კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის ნორმებს;
1.2.4.14 სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მ2 სასადილო სივრცე;
1.2.4.15 დაცული უნდა იყოს მონაწილეთა უსაფრთხოება;
1.2.4.16 ეზო უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.4.17 ოთახები უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად;
1.2.4.18 თეთრეული და პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ორ დღეში ერთხელ;
1.2.4.19 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით
თეთრეულის ან/და პირსახოცების გამოცვლა/დამატება;
1.2.4.20 თითოეული ტრენინგ ჯგუფისთვის საკონფერენციო დარბაზი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი საკანცელარიო ნივთებით:
1.2.4.20.1 A4 (210X297) ფორმატის ფურცლებით: არანაკლებ 2 შეკვრა;
1.2.4.20.2 საწერი კალამით: არანაკლებ 60 ცალი;
1.2.4.20.3 ფანქარით: არანაკლებ 60 ცალი;
1.2.4.20.4 მარკერი: არანაკლებ 30 ცალი;
1.2.4.20.5 თეთრი დაფით: არანაკლებ 1 ცალი;
1.2.4.20.6 თეთრი დაფის მარკერით: არანაკლებ 5 ცალი;
1.2.4.20.7 თეთრი დაფის საშლელი ღრუბელით: არანაკლებ 2 ცალი.
1.2.4.21 ტექნიკური პერსონალი:
1.2.4.21.1 „ტრენინგის“ მსვლელობის პერიოდში გამოყენებული პროექტორის,
სკანერის, პრინტერის, აუდიო სისტემის და სხვა ტექნიკური
მოწყობილობების გამართვის მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ტექნიკური პერსონალით მომსახურება.
1.2.4.22 კვება:
1.2.4.22.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.4.22.1.1 ტრენინგის თითოეულ ეტაპის მონაწილეთა (თითოეული ეტაპისთვის
არანაკლებ 36 პერსონის) დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება (საუზმე,
სადილი, ვახშამი), კვების რაციონის მრავალფეროვნებიდან, მონაწილის მიერ
თავისუფალი არჩევის შესაძლებლობით, ე.წ. „შვედური მაგიდის“
პრინციპით;
1.2.4.22.1.2 საუზმის, სადილის და ვახშმის შემოთავაზებული „შვედური მაგიდის“
მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ
კერძებს (მათ შორის ვეგეტარიანულს და სამარხვო კერძებს), სალათებს,
დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს და იცვლებოდეს.
1.2.4.22.1.3 „ტრენინგის“ მსვლელობისას, პირველ და მე-3 დღეს ერთხელ დამატებითი
შესვენება (ე.წ „ყავის შესვენება)“, ხოლო მე-2 დღეს 2-ჯერ დამატებითი
შესვენება (ე.წ „ყავის შესვენება)“ მსუბუქი დესერტით (არანაკლებ ორი
სახის მცხვარი), ყავა, ჩაი, არაგაზირებული მინერალური წყალი, ნატურალური
წვენი (დრო შემსყიდველთან შეთანხმებით).
1.2.4.22.4 მიმწოდებლის მიერ მონაწილეთა კვებისთვის გამოყენებული რაციონი
უნდა იყოს ჯანსაღი და შედიოდეს რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ფხალეული,
ხილი, ხორცი, თევზი, ტკბილეული, ცომეული და ა.შ. ამასთანავე, ჩაი, ყავა,
წყალი, მინერალური სასმელი, წვენი.
1.2.5 ტრანსპორტირება:
1.2.5.1 მონაწილეთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი
სატრანსპორტო საშუალებით;
1.2.5.2 მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო
საშუალება (ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი) უნდა იყოს:
1.2.5.2.1 არანაკლებ 20 ადგილიანი;
1.2.5.2.2 კომფორტული, კონდიცირებული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები
დაცული;
1.2.5.2.3 არაუგვიანეს 2015 წელს გამოშვებული;
1.2.5.2.4 სრულიად გამართული (სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს
ტექნიკური ინსპექტირება).
1.2.5.3 მომსახურების გამწევ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს
შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
1.2.5.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევამდე 3 დღით ადრე:
1.2.5.4.1 შემსყიდველს წარმოუდგინოს მძღოლ(ებ)ის პირადო(ბე)ბის, მართვის
მოწმო(ბე)ბის და სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური პასპორტ(ებ)ის
ასლები;
1.2.5.4.2 აჩვენოს და დაათვალიერებინოს სატრანსპორტო
საშუალება/საშუალებები.
1.2.6 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო უნდა მდებარეობდეს
აღმოსავლეთ საქართველოში და მანძილი თბილისიდან არ უნდა აღემატებოდეს
200 კილომეტრს.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა საორგანიზაციო საკითხი წინასწარ
ჰქონდეს გაწერილი და მის მიერ ორგანიზებული საკითხები
ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად (ტრანსპორტირება, განთავსება, მძღოლის
მომსახურება და ა.შ.).
1.2.8 ტრენინგზე მონაწილე პირების დროულად დაბინავების ორგანიზების
მიზნით, ტრენინგში ჩართულ პირთა სახელობითი სია შემსყიდველი
მიმწოდებელს გადაეცემს მომსახურების გაწევის დაწყებამდე არანაკლებ 2
დღით ადრე.
1.2.9 ბავშვთა რთული ქცევის მართვის ტრენინგის ჩატარების პროგრამა
(დანართი N2) და ბავშვთა რთული ქცევის მართვის მიმართულებით
შემუშავებული ტრენინგ პროგრამის/მოდულის (დანართი N3), რომელიც
ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.