Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #52388978)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Prosecution Sesrvice of Georgia
Номер конкурса: 52388978
Дата публикации: 15-03-2024
Сумма контракта: 500 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005747
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.03.2024 18:47
Начало приема предложения 31.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 05.04.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 500`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`000.00 GEL
Размер гарантии 5`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nikoloz burduli :: 15.03.2024 13:03
  • Последнее исправление: nikoloz burduli :: 15.03.2024 18:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=567759&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან ბანერის მოწყობის, 2-3 სართულების ფოიეების მოწყობის, საწყობის, მე-5, მე-4, მე-2, სართულების სარემონტო სამუშაოების და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმონისტრაცილ შენობაში (ქ.თბილისი გორგასლის ქუჩა №24) და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის შენობაში ( ქ. თბილისი ცოტნე დადიანის ქუჩა N30) სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს დანართ N1-ს, რენდერების, გეგმა-გრაფიკის, მოცემული ტექნიკური დავალების შესაბამისად.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმონისტრაცილი შენობის მეორე და მესამე სართულების ფოიეების სარემონტო სამუშაოები უნდა წარიმართოს პროექტის, დანართიN1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად. სამშენებლო მასალების მიწოდება და შენობიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს შენობის ტერიტორიაზე მითითებული მარშრუტების შესაბამისად.. სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით.
ბანერის სამუშაოები უნდა შესრულდეს პროექტის, დანართიN1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად. მოქალაქეთა მისაღები შენობის ანფასის მხარეს. სამშენებლო მასალების მიწოდება და სამშენებლო ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს მითითებული მარშრუტების შესაბამისად.. სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით. სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ უნდა მოეწყოს რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, მეწყოს ელექტროქსელი და ბანერი.. სამუშაოები უნდა წარიმართოს სამშენებლო მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად.
საწყობის, მე-5, მე-4, მე-2, სართულების სარემონტო სამუშაოები უნდა წარიმართოს დანართი N1 და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. სამშენებლო მასალების მიწოდება და შენობიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს შენობის ტერიტორიაზე მითითებული მარშრუტების შესაბამისად.. სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით.
გენერალურ პროკურატურაში წყლის წნევის რეგულატორისა და სახანძრო მილის მოწყობა უნდა მოხდეს სამშენებლო ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, დანართი N1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად
გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში სარემინტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს დანართიN1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად.
ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალა და დიზაინი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებ-თან ერთად.
განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. (ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი).
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს საჭიროებისამებრ მოითხოვოს შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატი ანდა სხვა დოკუმენტი (მაგ.: ISO. დოკუმნეტი უნდა იყოს მონტაჟის თარიღისთვის მოქმედი, რომლის მოძიება და გადამოწმება შესაძლებელი იქნება სერთიფიკატის მიმნიჭებელი ორგანიზაციის ვებ გვერდზე. უცხოენოვანი სერტიფიკატის წარმოდგენისას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). მიმწოდებელმა ორგანიზაციამ დამკვეთთან წინასწარ უნდა წარმოადგინოს და შეათანხმოს ყველა ძირითადი და მოსაპირკეთებელი გამოსაყენებელი მასალების ნიმუშები, ასევე შემსყიდველის შესაბამის წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტული სამუშაოს შესრულების ტექნიკური ხერხის/მეთოდის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ან შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო.

მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მათი მუდმივი ზედამხედველობით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის წარმართვა შეფერხების გარეშე და საამისოდ უნდა უზრუნველყოს სათანადო პერსონალისა და ტექნიკის არსებობა. დამკვეთი უფლებამოსილია, მისცეს მომწოდებელს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ამასთან დაკავშირებით.
საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული ტერიტორიასა და შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების შესახებ

1.საკანონმდებლო ბაზა
1.2. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1.
1.3.საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
1.4.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი.
1.5. снип lll-4-80, снип lll-A-11-70
2. პერსონალი
2.1. სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე მუშაობის უფლება აქვთ 18 წელზე არანაკლები ასაკის პირებს (მუშაკებს და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებს), რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა და აღიარებულნი არიან ქმედითუნარიანად.
2.2. სამშენებლო ორგანიზაციების მუშები, მენეჯერები, სპეციალისტები და თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმელით (მოსასხამი, მუზარადებით, ხელთათმანებით უსაფრთხო ფეხსაცმელით და სხვა პირადი დამცავი აღჭურვილობით, სამუშაოს ტიპისა და რისკის ხარისხის გათვალისწინებით. ( პირბადე, მექანიკური ნატეხების საწინააღმდეგო სათვალე, შემდუღებლის ნიღაბი და ა.შ.)
2.3.მაღლივი სამუშაოებისას (5 მეტრზე მაღლა, სახურავი, ფასადი, ელექტროგაყვანილობა, ტვირთის ატანა და ჩამოტანა და ა.შ.) პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ქამრებით, ხარაჩოებსა და სახურავის პერიმეტრებზე უნდა მოეწყოს სამშენებლო ნორმებით დადგენილი მოაჯირები.
2.4. სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშების, მენეჯერების, სპეციალისტებისა და თანამშრომლებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს პირველადი სანიტარული დახმარების, გასახდელების, ინვენტარის შენახვის, სველი წერტილების, საკვების მიღების ტერიტორიები.
2.5. სამშენებლო მოედანზე ყველა მუშა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით, რომლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს.
2.6. სამშენებლო ობიექტზე უნდა ინახებოდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ნორმებით დადგენილი სამედიცინო საშუალებები. ( ბამბა, ბინტი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, და ა.შ.),
3. შრომის უსაფრთხოების მართვა
3.1. ყველა სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი და რომელსაც ნიშნავს დამსაქმებელი.
3.2.უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჟურნალს. ინსტრუქტაჟი უნდა ხდებოდეს პერსონალის სამუშაოეზე მიღებისას და ყოველკვირეულად. ინსტრუქტაჟის შესახებ ხელმოწერა ფიქსირდება უსაფრთხოების ჟურნალში.
3.3. უსაფრთხოების ოფიცერი ყოველდღიურად აწარმოებს სამუშაო ინვენტარის ინსპექტირებას ჟურნალს. ( ელექტროხელსაწყოები, სხვა დამხმარე საშუალებები). ინსპექტირების შედეგები ყოველდღიურად ფიქსირდება საინვენტარო ინსპექტირების ჟურნალში.
3.3. სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობას, გამოავლენს დარღვევებს და აღმოფხვრის ადგილზე.
4. სამშენებლო მოედანი
4.1. სამშენებლო მოედნის და სამუშაო ადგილების ორგანიზება უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალის უსაფრთხოებას სამუშაოს ყველა ეტაპზე. სამშენებლო მოედანი გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სანიშნეებით. საშიში ზონები უნდა იყოს მონიშნული უსაფრთხოების ნიშნებით და დადგენილი ფორმის წარწერებით.
4.2. სამშენებლო მოედანზე ზედამხედველის ნებართვის გარეშე დაუშვებელია უცხო პირების ყოფნა. შესაბამის დარღვევებს აღნიშნავს და ადგილზე აღმოფხვრის უსაფრთხოების ოფიცერი.
4.3. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალის დასაწყობების ადგილი, ან მოეწყოს საწყობი.
4.4. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) სამშენებლო ნაგვის ბუნკერის ადგილი.
5. დროებითი კომუნიკაციები
5.1. ელექტროგაყვანილობის, წყალსადენის და სხვა დროებითი კომუნიკაციები ობიექტზე მიყვანილი უნდა იყოს სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
5.2. დროებითი კომუნიკაციების უსაფრთხო მოწყობისა და ექსპლუატაციის ზედამხედველობას აწარმოებს უსაფრთხოების ოფიცერი.
6. სამუშაოების გარემყოფთათვის უსაფრხოება
6.1. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, 80 ჰერცზე მეტი სიხშირის ხმოვანი ფონის შემთხვევაში, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს არასამუშაო საათებში.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყოფილი სამშენებლო მტვერი მაქსიმალურად უნდა იყოს იზოლირებული პროკურატურის თანამშრომელთა სამუსაო ადგილებიდან.
7. სპეცისლური ნაწილი
7.1. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ტერიტორიებსა და შენობა-ნაგებობებში პერსონალის დაშვება ხორციელდება გენერალური ინცპექციის მიერ ვიზირებული საერთო სიისა და ნებადართული საშვების მეოხეობით.
7.2. შენობა-ნაგეგობებისა და ტერიტორიის შიდა პერიმეტრში პერსონალის და ტვირთების მოძრაობა ხდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებული მარშრუტების მიხედვით.
8. პასუხისმგებლობა
8.1. შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის ხელმძღვანელების, უსაფრთხოების ოფიცერის, პრარაბის, საქმეთა მწარმოებელის, მუშების) ზოგად მართვასა და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
8.2. დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1-ს. საქართველოს ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ, .საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, снип lll-4-80-ის, снип lll-A-11-70-ის მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის, გორგასალის ქ. N24. - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა.
ქ. თბილისის, ცოტნე დადიანის ქ. N30. - გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა

1.6 guarantee period for the works to be performed

საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ობიექტის ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებული სადენების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე - არანაკლებ 5 წელს, ხოლო ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე - არანაკლებ 4 წელს.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის, ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით.
გარანტია მთელი ვადის განმავლობაში უნდა იყოს სრული, რაც მათ შორის გულისხმობს:
უნდა მოიცავდეს როგორც შეკეთებას, ისე ახლით შეცვლას საჭიროებისამებრ;
უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ხარჯს - მასალებს, ტრანსპორტირებას, მანქანა-მექანიზმებს, ხელფასს და ყველა სხვა ხარჯს.
გარანტია შესაძლებელია არ ეხებოდეს ნორმალური ცვეთით ან არასათანადო მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებას.
მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მის მიერ დამონტაჟებული მოწყობილობების და მისთ. ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ, მაგალითად, გარკვეული ნორმების დაცვა, გარკვეული გარემო პირობების შექმნა, გარკვეული მომსახურების ჩატარება, დამატებითი მოწყობილობების დაყენება (იმის მიუხედავად, ტექნიკურ დავალებაში, პროექტსა თუ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ისინი თუ არა) თუ სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებლის უარი საგარანტიო მომსახურებაზე ექსპლუატაციის პირობების დაუცველობის მოტივით არ მიიღება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ბოლო სრული სამი წლის განმავლობაში (15.03.2021 - 15.03.2024 წ.) უნდა გააჩნდეს, ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე დასრულებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების (შენობა-ნაგებობის სარემონტო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოები) გამოცდილება, რომლის ღირებულებაც ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, რისთვისაც პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მოცემული შესყიდვის განცხადებისა და/ან ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომრების მითითებით, ან/და შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები სრულად, ან/და ამ ტენდერისთვის შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი გამოცდილების შინაარსის და ღირებულების იდენტიფიცირება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს აქვს უფლება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებ(ებ)ის მიზეზ(ებ)ის განმარტებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს დოკუმენტის სახით წარმოდგენილი წინადადებები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილების შესახებ თანხმობა ან დასაბუთებული უარი.
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოები ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპებად და მიმწოდებლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი ეტაპის დასრულების დამადასტურებელი სამუშაოების ფორმა N2.

2.9 other additional requirements

1. განფასებული ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების გათვალისწინებით.

2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). წარმოდგენილი დასკვნა შესაბამისობაში უნდა იყოს 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ მოთხოვნებთან. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შემდეგი ფორმის დაცვით: გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიანი დოკუმენტით (ბლანკი), დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ. არ მიიღება პრეტენდენტის მიერ საკუთარ თავზე გაცემული საბანკო გარანტია.

6.4.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი განახორციელებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის სრული ოდენობით გამოყენებას;

6.4.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესასრულებელი სამუშაოების ყოველთვიური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი), შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლ(ებ)ის (უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი, მოწვეული ექსპერტი) ინსპექტირების დასკვნისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე. ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკოლოზ ბურდული, 599848474, nburduli@pog.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტის მიერ სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია:
10.1.1.1 დანართი_N1_ხარჯთაღრიცხვა - სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად (როგორც Excel -ის ასევე PDF ფორმატში).
10.1.1.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში მოცემულ მასალებზე, ან/და მოწყობილობებზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“; ასევე საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru