ტექნიკური დავალება
პრეამბულა
სარეაბილიტაციო შენობა მდებარეობს ქ. სიღნაღში, სარაჯიშვილის ქ. №11-ში. 1879
წელს ამ სახლში დაიბადა და 1888 წლამდე ცხოვრობდა ცნობილი ქართველი
მომღერალი ვანო სარაჯიშვილი. შენობა წარმოადგენს ქალაქური ტიპის
საცხოვრებელ სახლს. ეს იყო ორსართულიანი, თავდაპირველად გეგმით
სწორკუთხა შენობა, ხის დაკიდული, გადახურული აივნით. იგი მთავარი
ფასადით სამხრეთისკენ გამოდის, გადახურულია თუნუქით. მშენებლობის
დასრულებიდან მალევე შენობისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიუშენებიათ
დამატებითი სათავსო.
არსებული შენობის დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და ექვემდებარება
სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კერძოდ, დაზიანებულია ხის დაკიდული
აივანი, მთავარი ფასადიდან მარცხნივ განვითარებულია კედლის ჯდომითი
დეფორმაციები, ფასადებზე ცემენტის ხსნარის ნალესობა ნაწილობრივ
ჩამოშლილია, დაზიანებულია კარ-ფანჯარა.
შენობა, თავისი ავთენტური მასალებით, ფოტო-დოკუმენტაციით, იძლევა იმის
საშუალებას, რომ ის სრულფასოვან რესტავრაციას დაექვემდებაროს.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები:
• საძირკვლის კონსტრუქციული გამაგრება;
• ავარიული დეტალების დემონტაჟი;
• სახურავზე ახლი თუნუქის საფარის მოწყობა;
• თუნუქის წყალსაწრეტი ღარების დამზადება-მონტაჟი;
• ინტერიერის კედლების რესტავრაცია;
• ფასადის გაწმენდა ცემენტის ნალესობისგან;
• ხის შუშაბანდის რესტავრაცია;
• ხის კარ-ფანჯრების ბლოკების დამზადება და მონტაჟი;
• იატაკის ახალი საფარის მოწყობა;
• კიბეების მოწყობა;
• სანკვანძებისა და სამეურნეო ნაგებობების მოწყობა;
• ეზოს კეთილმოწყობა;
• საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველჰყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების
დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
დეკორატიული ელემენტების კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების
გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული
ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა
ნაგებობის და მისი შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ
მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო
გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა
შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად;
მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველჰყოფს გარემოს, ისტორიული
ძეგლის ქონებისა და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველჰყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში
გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის,
ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება.
კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი თანხმობის/ნებართვის გარეშე
იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და
განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა
საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული
სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად)
შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების
აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილობითი ანგარიში.
შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი,
ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს მოცულობებისა და
ხარისხის დადგენის მიზნით, ხოლო გაუთვალისწინებელ ახალ (არსებობის
შემთხვევაში) სამუშაოებს - მოცულობების, ხარისხისა და ღირებულებების
(ფაქტობრივი დანახარჯებით) დადგენის მიზნით.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე ელექტრონული სახით. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ტექსტური და გრაფიკული მასალის
PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი).
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ვადა
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) კალენდარული თვე.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.