საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმონისტრაცილ შენობაში
(ქ.თბილისი გორგასლის ქუჩა №24) და გლდანი-ნაძალადევის რაიონული
პროკურატურის შენობაში ( ქ. თბილისი ცოტნე დადიანის ქუჩა N30) სარემონტო
სამუშაოები უნდა განხორციელდეს დანართ N1-ს, რენდერების, გეგმა-გრაფიკის,
მოცემული ტექნიკური დავალების შესაბამისად.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმონისტრაცილი შენობის მეორე
და მესამე სართულების ფოიეების სარემონტო სამუშაოები უნდა წარიმართოს
პროექტის, დანართიN1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად. სამშენებლო მასალების
მიწოდება და შენობიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს
შენობის ტერიტორიაზე მითითებული მარშრუტების შესაბამისად..
სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით.
ბანერის სამუშაოები უნდა შესრულდეს პროექტის, დანართიN1 და
გეგმა-გრაფიკის თანახმად. მოქალაქეთა მისაღები შენობის ანფასის
მხარეს. სამშენებლო მასალების მიწოდება და სამშენებლო ნარჩენების
გატანა უნდა მოხდეს მითითებული მარშრუტების შესაბამისად.. სამუშაოები
წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით. სადემონტაჟო
სამუშაოების შემდეგ უნდა მოეწყოს რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, მეწყოს
ელექტროქსელი და ბანერი.. სამუშაოები უნდა წარიმართოს სამშენებლო
მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად.
საწყობის, მე-5, მე-4, მე-2, სართულების სარემონტო სამუშაოები უნდა
წარიმართოს დანართი N1 და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. სამშენებლო
მასალების მიწოდება და შენობიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა უნდა
მოხდეს შენობის ტერიტორიაზე მითითებული მარშრუტების შესაბამისად..
სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით.
გენერალურ პროკურატურაში წყლის წნევის რეგულატორისა და სახანძრო
მილის მოწყობა უნდა მოხდეს სამშენებლო ნორმებისა და შრომის
უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, დანართი N1 და გეგმა-გრაფიკის
თანახმად
გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში სარემინტო სამუშაოები
უნდა განხორციელდეს დანართიN1 და გეგმა-გრაფიკის თანახმად.
ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალა და დიზაინი უნდა შეთანხმდეს
დამკვეთთან.
ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული
სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებ-თან ერთად.
განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი
პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების
დაცვით.
სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე
პერსონალით.
სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და
მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს
მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის
გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი,
ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ „ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ
მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. (ექსპერტიზის ჩატარებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი).
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა
იყოს მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს
საჭიროებისამებრ მოითხოვოს შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი
სერთიფიკატი ანდა სხვა დოკუმენტი (მაგ.: ISO. დოკუმნეტი უნდა იყოს მონტაჟის
თარიღისთვის მოქმედი, რომლის მოძიება და გადამოწმება შესაძლებელი
იქნება სერთიფიკატის მიმნიჭებელი ორგანიზაციის ვებ გვერდზე.
უცხოენოვანი სერტიფიკატის წარმოდგენისას თან უნდა ერთვოდეს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). მიმწოდებელმა
ორგანიზაციამ დამკვეთთან წინასწარ უნდა წარმოადგინოს და შეათანხმოს
ყველა ძირითადი და მოსაპირკეთებელი გამოსაყენებელი მასალების
ნიმუშები, ასევე შემსყიდველის შესაბამის წარმომადგენელს მიაწოდოს
ინფორმაცია, კონკრეტული სამუშაოს შესრულების ტექნიკური
ხერხის/მეთოდის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ან
შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ,
მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა,
შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო.
მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირები და
უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მათი მუდმივი ზედამხედველობით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის წარმართვა შეფერხების
გარეშე და საამისოდ უნდა უზრუნველყოს სათანადო პერსონალისა და
ტექნიკის არსებობა. დამკვეთი უფლებამოსილია, მისცეს მომწოდებელს
შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ამასთან დაკავშირებით.
საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული ტერიტორიასა და
შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების
ნორმების შესახებ
1.საკანონმდებლო ბაზა
1.2. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1.
1.3.საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
1.4.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი.
1.5. снип lll-4-80, снип lll-A-11-70
2. პერსონალი
2.1. სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე მუშაობის უფლება აქვთ 18 წელზე
არანაკლები ასაკის პირებს (მუშაკებს და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებს),
რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა და აღიარებულნი არიან
ქმედითუნარიანად.
2.2. სამშენებლო ორგანიზაციების მუშები, მენეჯერები, სპეციალისტები და
თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმელით
(მოსასხამი, მუზარადებით, ხელთათმანებით უსაფრთხო ფეხსაცმელით და სხვა
პირადი დამცავი აღჭურვილობით, სამუშაოს ტიპისა და რისკის ხარისხის
გათვალისწინებით. ( პირბადე, მექანიკური ნატეხების საწინააღმდეგო
სათვალე, შემდუღებლის ნიღაბი და ა.შ.)
2.3.მაღლივი სამუშაოებისას (5 მეტრზე მაღლა, სახურავი, ფასადი,
ელექტროგაყვანილობა, ტვირთის ატანა და ჩამოტანა და ა.შ.) პერსონალი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ქამრებით,
ხარაჩოებსა და სახურავის პერიმეტრებზე უნდა მოეწყოს სამშენებლო
ნორმებით დადგენილი მოაჯირები.
2.4. სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშების, მენეჯერების,
სპეციალისტებისა და თანამშრომლებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს
პირველადი სანიტარული დახმარების, გასახდელების, ინვენტარის შენახვის,
სველი წერტილების, საკვების მიღების ტერიტორიები.
2.5. სამშენებლო მოედანზე ყველა მუშა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი
წყლით, რომლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს.
2.6. სამშენებლო ობიექტზე უნდა ინახებოდეს პირველადი სამედიცინო
დახმარების ნორმებით დადგენილი სამედიცინო საშუალებები. ( ბამბა, ბინტი,
იოდი, წყალბადის ზეჟანგი, და ა.შ.),
3. შრომის უსაფრთხოების მართვა
3.1. ყველა სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია
უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი და
რომელსაც ნიშნავს დამსაქმებელი.
3.2.უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის
ჟურნალს. ინსტრუქტაჟი უნდა ხდებოდეს პერსონალის სამუშაოეზე მიღებისას
და ყოველკვირეულად. ინსტრუქტაჟის შესახებ ხელმოწერა ფიქსირდება
უსაფრთხოების ჟურნალში.
3.3. უსაფრთხოების ოფიცერი ყოველდღიურად აწარმოებს სამუშაო ინვენტარის
ინსპექტირებას ჟურნალს. ( ელექტროხელსაწყოები, სხვა დამხმარე
საშუალებები). ინსპექტირების შედეგები ყოველდღიურად ფიქსირდება
საინვენტარო ინსპექტირების ჟურნალში.
3.3. სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს შრომის
უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობას, გამოავლენს დარღვევებს
და აღმოფხვრის ადგილზე.
4. სამშენებლო მოედანი
4.1. სამშენებლო მოედნის და სამუშაო ადგილების ორგანიზება უნდა
უზრუნველყოფდეს პერსონალის უსაფრთხოებას სამუშაოს ყველა ეტაპზე.
სამშენებლო მოედანი გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სანიშნეებით.
საშიში ზონები უნდა იყოს მონიშნული უსაფრთხოების ნიშნებით და
დადგენილი ფორმის წარწერებით.
4.2. სამშენებლო მოედანზე ზედამხედველის ნებართვის გარეშე დაუშვებელია
უცხო პირების ყოფნა. შესაბამის დარღვევებს აღნიშნავს და ადგილზე
აღმოფხვრის უსაფრთხოების ოფიცერი.
4.3. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალის
დასაწყობების ადგილი, ან მოეწყოს საწყობი.
4.4. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს (ასეთის აუცილებლობის
შემთხვევაში) სამშენებლო ნაგვის ბუნკერის ადგილი.
5. დროებითი კომუნიკაციები
5.1. ელექტროგაყვანილობის, წყალსადენის და სხვა დროებითი კომუნიკაციები
ობიექტზე მიყვანილი უნდა იყოს სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების
შესაბამისად.
5.2. დროებითი კომუნიკაციების უსაფრთხო მოწყობისა და ექსპლუატაციის
ზედამხედველობას აწარმოებს უსაფრთხოების ოფიცერი.
6. სამუშაოების გარემყოფთათვის უსაფრხოება
6.1. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის
თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, 80 ჰერცზე მეტი სიხშირის
ხმოვანი ფონის შემთხვევაში, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები უნდა
ჩატარდეს არასამუშაო საათებში.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის
თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, სარემონტო სამუშაოების
დროს გამოყოფილი სამშენებლო მტვერი მაქსიმალურად უნდა იყოს
იზოლირებული პროკურატურის თანამშრომელთა სამუსაო ადგილებიდან.
7. სპეცისლური ნაწილი
7.1. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ტერიტორიებსა და
შენობა-ნაგებობებში პერსონალის დაშვება ხორციელდება გენერალური
ინცპექციის მიერ ვიზირებული საერთო სიისა და ნებადართული საშვების
მეოხეობით.
7.2. შენობა-ნაგეგობებისა და ტერიტორიის შიდა პერიმეტრში პერსონალის და
ტვირთების მოძრაობა ხდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებული
მარშრუტების მიხედვით.
8. პასუხისმგებლობა
8.1. შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა სტრუქტურული ერთეულის
(დანაყოფის ხელმძღვანელების, უსაფრთხოების ოფიცერის, პრარაბის,
საქმეთა მწარმოებელის, მუშების) ზოგად მართვასა და უსაფრთხოების
ზომების დაცვაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის
ხელმძღვანელს.
8.2. დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1-ს.
საქართველოს ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ,
.საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, снип
lll-4-80-ის, снип lll-A-11-70-ის მოთხოვნები.