Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электрическое оборудование (Грузия - Тендер #52144423)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 52144423
Дата публикации: 07-03-2024
Сумма контракта: 108 151


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005107
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.03.2024 17:12
Начало приема предложения 15.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.03.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 108`151.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 31600000-Электрическое оборудование
Коды классификатора
  • 31600000 - Электрическое оборудование
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
6 კვ სალტის და სახაზო უჯრედების შესყიდვა მონტაჟით
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 1`082.00 GEL
Размер гарантии 1`082 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elena muradova :: 07.03.2024 12:20
  • Последнее исправление: elena muradova :: 07.03.2024 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=566451&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

6 კვ სალტის და სახაზო უჯრედების შესყიდვა მონტაჟით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ „ბნქ 110/6“ ქვესადგურში 6 კვ უჯრედების მოწყობისთვის მოწყობილობა/დანადგარების შესყიდვა-მონტაჟი და გაწყობა-გაშვების სამუშაოები თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის - დანართი N3-ის (პროექტი) და ტექნიკური დავალება (ხარჯთაღრიცხვა) - დანართი N4-ის მიხედვით

განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 6კვ. ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში ტ-1 ძალოვანი ტრანსფორმატორის 6კვ ძაბვის შემყვანი უჯრედის მოწყობა.
უჯრედი დაკომპლექტებული უნდა იყოს:
-სალტის გამთიშველი დამიწების დანით;
-ვაკუუმური ამომრთველით - ნომინალური დენით არანაკლებ 1600ა და მოკლე შერთვის დენით არანაკლებ 31,5კა;
-სამივე ფაზაზე დამონტაჟებული უნდა იყოს დენის ტრანსფორმატორი ნომინალით 1500/5ა და მცლელები - გადაძაბვის არაწრფივი შემზღუდველი (გაშ);
-სახაზო გამთიშველი დამიწების დანით;
-ციფრული დაცვის რელე და ყველა საჭირო ელექტრომოწყობილობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს უჯრედის გამართული ფუნქციონირება.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 6კვ ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში, თავისუფალ ადგილებში (საპროექტო დოკუმენტაცის მიხედვით N16 და N17 უჯრედები) ორი სახაზო უჯრედის მოწყობა.
უჯრედები დაკომპლექტებული უნდა იყოს:
-სალტის გამთიშველი დამიწების დანით;
-ვაკუუმური ამომრთველი ნომინალური დენით არანაკლებ 630ა და მოკლე შერთვის დენით არანაკლებ 31,5კა;
-სამივე ფაზაზე დამონტაჟებული უნდა იყოს დენის ტრანსფორმატორი ნომინალით 400/5ა, აღრიცხვის გრაგნილის სიზუსტის კლასი არანაკლებ 0.5S, სიმძლავრე 10 ვა; მცლელები - გადაძაბვის არაწრფივი შემზღუდველი (გაშ);
-სახაზო გამთიშველი დამიწების დანით;
-ნულოვანი მიმდევრობის დენის ტრანსფორმატორები;
-ციფრული დაცვის რელე და ყველა საჭირო ელექტრომოწყობილობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს უჯრედის გამართული ფუნქციონირება.
3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს უჯრედებში გამოყენებული დაცვის მოწყობილობების კავშირი სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ SCADA სისტემასთან;
4. უჯრედები აღჭურვილი უნდა იყოს ციფრული დაცვის მოწყობილობასთან დაკავშირებული რკალური დაცვით, რომელიც უნდა მოქმედებდეს კაბელის ნაკვეთურებში დაზიანების დროს აღნიშნული უჯრედის ამომრთველის გამორთვაზე, ხოლო ამომრთველის ნაკვეთურებში დაზიანების დროს შემყვანის გამორთვაზე. ციფრული დაცვის სისტემებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ მაქსიმალური დენური დაცვა, დენური მოკვეთა, დამიწების დაცვა. ციფრული დაცვის ნაკვეთურების კარებზე უნდა იყოს ამომრთველის მდგომარეობის მაჩვენებელი სასიგნალო ნათურები. ციფრული დაცვის სქემებმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ელექტრო მოწყობილობა-დანადგარების სწრაფი და სელექციური გამორთვა ქსელიდან. მინაერთების ციფრული დაცვით გამორთვა უნდა იძლეოდეს ხმოვან სიგნალს;
5. მრიცხველის კარადა მიერთებული უნდა იყოს დამიწების კონტურთან. კარადას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე კარი და აღჭურვილი უნდა იყოს საკეტით. აღრიცხვის კვანძი უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მე-VIII თავის 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მრიცხველი უნდა იყოს დაპროგრამებული და თავსებადი განაწილების სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ შუალედური დონის „ესკაა“ სისტემასთან - „ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა".
6. მეორადი წრედის კაბელების ძარღვი უნდა იყოს სპილენძის, უნდა ჰქონდეს შიდა ძარღვის იზოლაცია გათვლილი არანაკლებ 600 ვოლტზე. აღრიცხვის წრედში გამოყენებულ კაბელებს გარე და შიდა იზოლაციას შორის უნდა ჰქონდეს სპილენძის ეკრანი.

შენიშვნა:
1. უჯრედებში გამოყენებული ყველა მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, ამასთანავე, დენის ტრანსფორმატორები, ვაკუუმური ამომრთველები, ციფრული დაცვის მოწყობილობები და მრიცხველები გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2022 წლისა (წელი დატანილი უნდა იყოს საქონელზე ან/და შეფუთვაზე ან/და პასპორტში);
2. მიწოდებისას ვაკუუმურ ამომრთველებს, დენის ტრანსფორმატორებს (გარდა ნულოვანი მიმდევრობის), ციფრული დაცვის რელეებს და მრიცხველებს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული პასპორტ(ებ)ი (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი), სადაც გაწერილი იქნება შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები (ტექნიკური მხასიათებლები მოცემულია დანართ N3_ში).
3. მიწოდებისას ვაკუუმურ ამომრთველებს, დენის ტრანსფორმატორებს (გარდა ნულოვანი მიმდევრობის), ციფრული დაცვის რელეებს და მრიცხველებს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ექსპლუატაციის სახელმძღვანელო(ები) (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი);
4. მიწოდებისას ვაკუუმურ ამომრთველებს თან უნდა ახლდეს აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული ვაკუუმური ამომრთველების IEC 62271-100 (ან ანალოგი) სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი);
5. მიწოდებისას აღრიცხვის კვანძში გამოყენებულ დენის ტრანსფორმატორებს თან უნდა ახლდეს გაზომვის ოქმები, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს საქართველოში აკრედიტირებული დაწესებულების მიერ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა. აღნიშნული ოქმებით უნდა დასტურდებოდეს დენის ტრანსფორმატორების შესაბამისობა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მე-VIII თავის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
6. მიწოდებისას აღრიცხვის კვანძებში გამოყენებულ მრიცხველებს თან უნდა ახლდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
7. საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება, მიმწოდებლის მიერ სამონტაჟო, გაწყობა-გაშვების სამუშაოების დასრულების შემდეგ, რისთვისაც წარმოსადგენია:
-სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ „ბნქ 110/6“ ქვესადგურში შესრულებული სამუშაოები ჩატარებულია საპროექტო დოკუმენტაციის დაცვით და აკმაყოფილებს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს (მათ შორის აღრიცხვის კვანძების მოთხოვნებთან შესაბამისობა) და აღნიშნული უჯრედები მზად არის ექსპლუატაციაში შესაყვანად.
-აღრიცხვის კვანძში გამოყენებული დენის ტრანსფორმატორების გაზომვის ოქმები, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს საქართველოში აკრედიტირებული პირის მიერ და აღნიშნულ პირზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.
-აღრიცხვის კვანძებში გამოყენებულ მრიცხველებზე საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ბათუმი, სახოკიას №14 (დასავლეთის ელმომარაგების სამმართველო)

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შესრულებულ სამუშაოებზე და მოწყობილობა-დანადგარებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ 12 კალენდარული თვის ვადით.
2. ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად განისაზღვრება „ბნქ 110/6“ ქვესადგურის N16 და N17 უჯრედებიდან ელექტრომომარაგების დაწყების თარიღი, რაც წერილობით წინასწარ ეცნობება მიმწოდებელს. აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღების შემდგომ მიმწოდებელი უფლებამოსილია დაესწროს მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში შესვლის პროცესს.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის-ვაკუუმური ამომრთველების, დენის ტრანსფორმატორების (გარდა ნულოვანი მიმდევრობის), ციფრული დაცვის რელეების, მრიცხველების და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს SCADA სისტემასთან კავშირის უზრუნველყოფის მოწყობილობაზე წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან მიუთითებლობა მოდელის არ არსებობის შესახებ, ან შემოთავაზებულ საქონელზე გაცემულ დოკუმენტაციაში მოდელის მიუთითებლობა (პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოდელად არ განიხილება მითითება შესყიდვის ობიექტის "ტიპის", "სახეობის" ან რაიმე სხვა ტერმინისა გარდა მოდელისა), ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და მოდელის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი - დანართი N1-ის და ხარჯთაღრიცხვა - დანართი N4-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3), შენიშვნისა და განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ხარჯთაღრიცხვა და ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1);
3. შემოთავაზებულ ვაკუუმურ ამომრთველებზე, დენის ტრანსფორმატორებზე (გარდა ნულოვანი მიმდევრობის), ციფრული დაცვის რელეებზე და მრიცხველებზე მწარმოებლის მიერ გაცემული პასპორტ(ებ)ი (ასლი), სადაც გაწერილი იქნება საქონლის ტექნიკური მახასიათებლები (ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართ N3_ში).
4. შემოთავაზებულ ვაკუუმურ ამომრთველებზე აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული ვაკუუმური ამომრთველების - IEC 62271-100 (ან ანალოგი) სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასლი) და აკრედიტირებულ ორგანოზე გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1) და ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან. ხარჯთაღრიცხვასთან), ასევე ფასების ცხრილის და ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

არ დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაზღაურება მოხდება კონსიგნაციის წესით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღის ვადაში.

ამასთან, დასაშვებია ანგარიშსწორება განსხვავებული პირობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშწორებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, სს „საქართველოს რკინიგზას“ მიმართავს და წარუდგენს წერილობითი ფორმით მოთხოვნას (დანართი N2) განსხვავებული პირობით ანგარიშსწორების შესახებ. განსხვავებული პირობით ანგარიშსწორება გულისხმობს შემდეგს:
1. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის მიღების თარიღიდან (იგულისხმება კომპანიის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი) 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
2. მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხა არ უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით 10 000 (ათი ათასი) ლარზე ნაკლები;
3. ნაკლებ ვადაში (10 საბანკო დღე მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნიდან) ანგარიშსორებისას მიმწოდებელს საკომისიოს სახით გაექვითება ანაზღაურების მოთხოვნით (მზადდება შემსყიდველის მიერ) განსაზღვრული გასაცემი თანხიდან მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი ნაწილის 1,73% და აისახება კომპანიის სასარგებლო დამატებით შემოსავლად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენა მურადოვა, 593144721, elena.muradova@railway.ge .
სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: Giorgi.Gurgenidze@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-89-08; 593-14-47-21
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-91-04; 558-99-85-66
მთავარი სპეციალისტი: ესტატე ბაინდურაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 597-77-77-29

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლადო ლაზიშვილს ტელ: 591-19-15-05

additional information/document

10.1 additional information/documents

1. წინადადების ფასი:
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
1.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
1.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
1.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
1.6 ფასების ცხრილის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ აშშ დოლარში დაზუსტებულ ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის და რაოდენობის ნამრავლი არ იქნება ერთეულის ჯამური ღირებულების ტოლი, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.8 საქონელი მოწოდებულ უნდა იქნეს DDP პირობით. არარეზინდენტმა მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორიელოს DAP პირობით. ამასთან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებს, რომლებიც წარმოიქმნება საქონლის იმპორტის რეჟიმში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია. ხსენებული საბაჟო გადასახადი (დღგ-ს თანხის გარდა), საბროკერო მომსახურების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიქვითება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხებიდან მხარეებს შორის ურთიერთანგარიშსწორებისას;

2. სხვა მოთხოვნა:
2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
2. 2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2.3 სატენდერო პირობების 10.1 პუნქტის სხვა მოთხოვნების 2.2 ქვეპუნქტი, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ.)
2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2.6 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

3. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
3.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru