Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги социальной поддержки и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #52144419)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 52144419
Дата публикации: 07-03-2024
Сумма контракта: 175 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005110
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.03.2024 17:20
Начало приема предложения 16.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 19.03.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 175`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85300000-Услуги социальной поддержки и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 85323000 - Услуги в области здоровья общества
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო პერიოდია 2024 წლის აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 1`750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 06.02.2024 12:46
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 07.03.2024 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=560826&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების შესყიდვა.
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2024 წლის აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
სამიზნე ჯგუფები: აივ ინფექციის მაღალირისკის ქვეშ მყოფი პირები - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (ნიმ),მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან (მსმ);
მიზანი: სამიზნე ჯგუფების ხელმისაწვდომიბის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალაზე და სერვისებზე, მათ შორის აივ თვით-ტესტებზე.
მომსახურების გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი
პროექტის დასაბუთება
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხარებლებში. აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე (ნიმ) მოდის. ბიომარკერების და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9 %-ს , ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების გათვალითი რაოდენობა 51,500 -ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებიდან ინფექციის მათ პარტნიორებში (სქესობრივი, ნემსის) გავრცელებასაც. სწორედ ამიტომ აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლები აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიაზე ეროვნული პასუხის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და სტრატეგია ითვალისწინებს ნიმ-ებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების სერვისების გაფართოებას და გაუმჯობესებას.
საფრანგეთის 5%-იანი ინიციატივის, საფრანგეთის ექსპერტიზის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლიდან საქართველოში დაინერგა საინექციო ინსტრუმენტების გამცემი მექანიკური აპარატების (სიგმა) ოპერირების პრაქტიკა. პროქტის ფარგლებში თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული 8 აპარატი ემსახურებოდა ზიანის შემცირების ცენტრების ბენეფიციარებს და მსმ (მამაკაცები რომელთაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან) პოპულაციას, რომლებსაც აქვთ აპარატზე წვდომის სპეციალური ბარათით (სიგმა ბარათი). აღნიშნული ბარათების დისტრიბუცია ხორციელდებოდა ზიანის შემცირების ცენტრების და მსმ სათემო სერვისების სოციალური მუშაკების მიერ, რითაც ბენეფიციარებს ჰქონდათ უწყვეტ რეჟიმში, 24/7 ზე, უკონტაქტო წვდომა ზიანის შემცირებისა და აივ-შიდისის პრევენციულ პაკეტებზე, როგორებიცაა: ოპიოიდების და სტიმულატორების პაკეტი (მოიცავს სხვადასხვა ზომის შპრიცებს, ნემსებს, სპირტიან ტამპონებს და სხვ.), კონდომები და ლუბრიკანტები, ზედოზირების პრევენციის პაკეტი, ორსულობის და აივ ინფექციის თვით ტესტები. აღნიშული მოწყობილობები იძლეოდა მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო ინდივიდუალური ვებ-პორტალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს მიეცათ წვდომა საინფორმაციო (წამალდამოკიდებულების სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიის, ზიანის შემცირების სტაციონარული ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, სიგმა აპარატების ადგილმდებარეობა) და საგანმანათლებლო (აივ-შიდსის და ჰეპატიტების პრევენცია, ტუბერკულოზის და ზედოზირების პრევენცია, აივ ინფექციის თვით ტესტირების და სიგმა აპარატის მოხმარების ვიდეო ინსტრუქციები) მასალებზე.
გარდა იმისა, რომ მომსახურების უკონტაქტო მიწოდების მოდელი ზრდის ზოგად ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული მომსახურების პაკეტებზე, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ გარემოებებში, როდესაც ბენეფიციარებთან წვდომა ტრადიციული მიდგომებით შეზღუდულია.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
მიზნობრივი ჯგუფი
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მსმ-ები
მიზანი:
ნარკოტიკების მომხმარებელთა და მსმ-ების ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალებსა და სერვისებზე.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა

ამოცანა:
ამოცანა 1: ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (მათ შორის სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდების) და მსმ პოპულაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე თბილისის ტერიტორიაზე.

პროექტის აქტივობები:
თითოეული ამოცანის შესასრულებლად მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი აქტივობების განხორციელება; პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის დასაშვებია ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის ჩართულობა, იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს (იხ. პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები)
ამოცანა 1: ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (მათ შორის სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდების) და მსმ პოპულაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე თბილისში ავტომატური გაცემის აპარატებით

აქტივობა 1.1: ქ. თბილისში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მსმ პოპულაციის უკონტაქტო და უწყვეტ (24/7) რეჟიმში, 8 ავტომატური გაცემის აპარატის საშუალებით აივ-შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების მასალებით უზრუნველყოფა
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თბილისის ტერიტორიაზე მინიმუმ 8 ავტომატური გაცემის აპარატის ოპერირება ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ ლოკაციებზე აღნიშული მოიცავს:
 ლოკაციების იდენტიფიცირებას, შემსყიდველი ორგანიზაციის ინფორმირებასა და მასთან შეთანხმებას
 განთავსების ადგილზე შესაბამისი ნებართვის მოპოვებას, განთავსებას, განთავსებასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფას;
 ავტომატური გაცემის აპარატების დაზღვევის უზრუნველყოფას
 აპარატების ტექნიკური გამართულობის და უწყვეტად (24/7) მუშაობის უზრუნველყოფას
 აპარატების მომარაგების შესაბამისი მასალით* უზრუნველყოფას, მათ შორის დაპაკეტებას, გადაზიდვასა და აპარატებში ჩატვირთვას;
 აპრატის მოხმარების პლასტიკური ინდივიდუალური ბარათების დამზადებას და ბენეფიციარების უზრუნველყოფას
 სერვისის ბენეფიციართათვის ინტერნეტ პორტალის ფუნციონირება, შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით
 მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას
 შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმატით, მონაცემების შეგროვებას აპარატების ოპერირების, მათი მეშვეობით გაცემული პაკეტების და მოცული ბენეფიციარების შესახებ.

1.2. უკონტაქტო მიწოდების აპარატების საშუალებით აივ პრევენციისა და ტესტირების მასალებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ოპერაციული კვლევის ჩატარება მიზნობრვ პოპულაციებში: ქქ-ში თბილისი და ბათუმი
ოპერაციული კვლევის მეთოგოლოგია - ხარისხობრივი კვლევა, კვლევის ფარგლებში უნდა იყოს გამოკითხული როგორც სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების პერსონალი, სულ მცირე 6 პირი (4 თბილისში და 2 ბათუმში), ისე აპარატების მომხმარებელი ბენეფიციარები, სულ მცირე 20 პირი თბილისში, არ მომხმარებელი ბენეფიციარი, სულ მცირე 20 პირი თბილისში და 20 პირი ბათუმში. კვლევის რაოდენობრივ კომპონენტში უნდა იყოს გაანალიზებული ბოლო ორი წლის განმავლობაში სიგმა საინფორმაციო სისტემის მონაცემები და წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რაოდენობრივი მაჩვენებელები სამიზნე ჯგუფების, ცალკეული აპარატების და ცალკეული სახარჯი მასალებისა და ტესტების შესაბამისად.
* * *
* შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახარჯი მასალით; სწრაფი ტესტების მიწოდება მოხდება აივ/ინფექცია შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის განაცხადის და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე (გარდა აივ თვით ტესტებისა, რომლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი). ასევე, განმახორციელებელ ორგანიზაციას გადაეცემა ავტომანქანის საწვავი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში (არაუმეტეს 3200 ლიტრისა) და სხვა სამედიცინო სახარჯი მასალა საჭიროების შესაბამისად.

შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გადასაცემი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მასალა
ნემსებისა და შპრიცების პროგრამა
- ერთჯერადი შპრიცი 1 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 2 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 3 მლ
- ერთჯერაფი შპრიცი 5 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 10 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 20 მლ
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G23
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G25
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G27
- ნემსის თავები G23
- ნემსის თავები G25
- სპირტიანი ტამპონები
- საინექციო წყალი
- კონდომები
- ლუბრიკანტები
- ნალოქსონი
- ჟგუტი სახარჯი მასალა - ტესტირება აივ-ზე და C ჰეპატიტზე
- რეზინის ერჯერადი ხელთათმანი
- დეზინფექტანტი ხელის დასამუშავებლად
- დეზინფექტანტი სამუშაო ზედაპირის დასამუშავებლად
- აივ ინექციის სისხლის/შრატის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები
- აივ ინფექციის თვით ტესტი
- C და B ჰეპატიტის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები-

პროექტის შეფასების ინდიკატორები
პროექტი შეფასდება შემდეგ ძირითად ინდიკატორებზე დაყრდნობით:
1. ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მსმ პოპულაციის მოცვა ავტომატური გაცემის აპარატების სერვისით
1.1 მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა
1.2 ავტომატური გაცემის აპარატების ინდივიდუალური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) რაოდენობა
საორიენტაციო სამიზნეები
თბილისში
მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების ყოველთვიური რაოდენობა საშუალოდ 500
ავტომატური გაცემის აპარატის ინდივიდუალური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) ყოველთვიური რაოდენობა საშუალოდ 3,000

მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება
რამდენადაც ნიმ-ები ქვეყანაში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულ და სტიგმატიზირებულ პოპულაციას, პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად მომსახურება. თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18 / სექტემბერი / 2020 წ. ბრძანებით № 01-461/ო „აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობა საქართველოში" ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) დამტკიცების თაობაზე: დანართი 5 აივ ტესტირებისას რეგისტრაციისთვის ბენეფიციარის კოდირების წესი-ს შესაბამისად
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და პირობების გათვალიწინებით.
ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.
ლაბორატორიული და სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შესყიდული ტესტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა დონორის მიერ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად
მონიტორინგის სქემა
მონიტორინგის მიზნებისთვის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის სრული წვდომა როგორც სათემო სერვის ცენტრის მიერ შეგროვებულ, ისე ავტომატური გაცემის აპარატების მიერ შეგროვებულ მონაცემებზე.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მოწყობილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი რეალურ დროში, და ასევე სათემო სერვის ცენტრის ადგილზე მონიტორინგი სულ ცოტა ორ თვეში ერთხელ (ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი შემსყიდველთან შეთანხმებით) ;გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს სერვის ცენტრიდან და ავტომატური გაცემის აპარატებიდან მიღებული ინფორმაციის და ინდიკატორების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და მეთოდოლოგია.მიმწოდებელს მომსახურების მიწოდების მიზნით შეუძლია გაითვალისწინოს ადმინისტრაციული ხარჯი.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის აპრილიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:

1. მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების გამოცდილება;
2. სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება;
3. საკუთრივ ან/და ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებნთან ერთად ზიანის შემცირების პროგრამებით ნიმ-ებისა და/ან მსმ პოპულაციის შესაბამისი წვდომის გამოცდილება;
4. პროექტის ფარგლებში შესყიდული ლაბორატორიული და სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება;
5. პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ავტომატური გაცემის სერვისის უზრუნველაყოფად ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ავტომატური გაცემის სერვისის უზრუნველაყოფად ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უკონტაქტო მიწორების აპარატების დასახელება, რაოდენობა და განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია;
- აპარატების ჩატვირთვისა და გაცემის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კოორდინატორი, მარაგების მენეჯერი, ჩამტვირთველი, მონაცემების ბაზის მენეჯერი, ტექნიკოსი) უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების გამოცდილება (დაწყებული 2022 წლის იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში); ძირითადი პერსონალის პერსონალური რეზიუმე_CV;
2. ძირითადი პერსონალის კომპოზიაცია და ფუნქციები:

ყველა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს დამადასტურებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები _СV.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება პერსონალის პერსონალურ რეზიუმე_CV-ზე.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4 (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად). ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 3200 ლიტრის მოცულობით მომსახურების განხორციელების პერიოდში. რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N8 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

თუ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი ან ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

6.6.2 percentage of guarantees

2 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

2 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა შეადგენდეს 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

6.6.5 terms and conditions of guarantee

1. უპირობო საბანკო გარანტია გაცემული საბანკო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ.
უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე.

3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

07-03-2024 Компьютерное оборудование и принадлежности.

07-03-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

07-03-2024 Осветительное оборудование и электрические лампы .

07-03-2024 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

07-03-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

07-03-2024 Мебельные аксессуары.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru