Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы (Грузия - Тендер #52144388)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Revenue Service
Номер конкурса: 52144388
Дата публикации: 07-03-2024
Сумма контракта: 1 203 824


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005086
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.03.2024 16:18
Начало приема предложения 03.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 08.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 1`203`824.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 31100000-Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы
Коды классификатора
  • 31120000 - Генераторы электричества
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Announcment number N/A
Procurement proceeding status Draft call for tender
Procuring entities Revenue Service
Procurement announcment date
Bids accepted from 03.04.2024 00:00
Deadline for bid submission 08.04.2024 12:00
Financing 2024 Funds (year)
Estimated value of procurement 1`203`824.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
31100000 - Electric motors, generators and transformers
Classifier (CPV) code and specific procurement object
31120000 - Generators
Amount or Volume of Procurements see tender documentation
Supply Period see tender documentation
Bid reduction step 12`038.00 GEL
Guarantee amount 12`038 GEL
Guarantee validity period 160 Day
Additional Info
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 12`038.00 GEL
Размер гарантии 12`038 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio bregvadze :: 14.02.2024 12:43
  • Последнее исправление: sopio bregvadze :: 07.03.2024 16:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562503&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისთვის 2 (ორი) ცალი დიზელ-გენერატორის თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. დიზელ-გენერატორი არანაკლებ 1200 kva თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, მის:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამებას ტერიტორია, 1 ცალი:
სარეზერვო სიმძლავრე (Standby) არანაკლებ 1200 KVA; ნომინალური სიმძლავრე (Prime) არანაკლებ 1125 KVA;
ძაბვა- 400/230 ან 400/231 ვოლტი;
საწვავის ავზით მინიმუმ 1.5ტ (1500ლიტრი);
სიხშირე - 50 ჰერცი;
გაგრილების სისტემა - წყალი;
ცილინდრების რაოდენობა - არანაკლებ 8;
კუმშვის ხარისხი - 13,6:1-დან 15:2-მდე;
ზემოქმედება და სვლა (დგუში) მმ. - 150x185-დან 160x190-მდე;
საწვავის ხარჯი 50% - არაუმეტეს 120 ლიტრი საათში; საწვავის ხარჯი 75% - არაუმეტეს 188 ლიტრი საათში; საწვავის ხარჯი 100% - არაუმეტეს 244 ლიტრი საათში;
დიზელ-გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის AVR -ით (ავტომატური გადამრთველით, ე.წ ATS); დაკომპლექტებული უნდა იყოს წყლის, ზეთის და ჰაერის გამაგრილებელით;
აღნიშნული გენერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი ძრავის გამათბობელით რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს -35c გრადუსზე

შესასრულებელი სამუშაოები და საჭირო მასალები:
უნდა მოხდეს ადგილზე არსებული გენერატორის დემონტაჟი (ამწით გადატანა, რომელიც უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა) და მათ ადგილას ახალი გენერატორის მონტაჟი;

სპილენძის სადენი 3x3*185+95 მმ2 - 30 მეტრი;
სპილენძის საკომუნიკაციო სადენი 10*2.5 - 55 მეტრი;
ბუნიკი-185 მმ2 - 48 ცალი;
ბუნიკი-95 მმ2 - 18 ცალი;
დამიწების ზოლოვანა მოთუთიებული - 1 ცალი;
სასიგნალო გამაფრთხილებელი ლენტი - 55 მეტრი;
პლასტმასის გოფრირებული მილი - 55 მეტრი;

2. დიზელ-გენერატორი არანაკლებ 1650 kva თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი", მის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დარიალის ხეობა, 1 ცალი:
სარეზერვო სიმძლავრე (Standby) არანაკლებ 1650 KVA;
ნომინალური სიმძლავრე (Prime) არანაკლებ 1500 KVA;
ძაბვა- 400/230 ან 400/231 ვოლტი;
საწვავის ავზით მინიმუმ 1.9ტ (1900ლიტრი);
გაგრილების სისტემა - წყალი;
ცილინდრების რაოდენობა - არანაკლებ 12;
კუმშვის ხარისხი - 13,0:1-დან 15:2-მდე;
ზემოქმედება და სვლა (დგუში) მმ. - 150x185-დან 160x190-მდე;
საწვავის ხარჯი 50% - არაუმეტეს 164 ლიტრი საათში; საწვავის ხარჯი 75% - არაუმეტეს 236 ლიტრი საათში; საწვავის ხარჯი 100% - არაუმეტეს 324 ლიტრი საათში;
დიზელ-გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის AVR -ით (ავტომატური გადამრთველით, ე.წ ATS); დაკომპლექტებული უნდა იყოს წყლის, ზეთის და ჰაერის გამაგრილებელით;
აღნიშნული გენერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი ძრავის გამათბობელით რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს -35c გრადუსზე.

შესასრულებელი სამუშაოები და საჭირო მასალები:

სპილენძის სადენი 3x3*240+120 მმ2 - 30 მეტრი;
სპილენძის საკომუნიკაციო სადენი 10*2.5 - 30 მეტრი;
ბუნიკი-240 მმ2 - 48 ცალი;
ბუნიკი-120 მმ2 - 18 ცალი;
დამიწების ზოლოვანა მოთუთიებული - 1 ცალი;
სასიგნალო გამაფრთხილებელი ლენტი - 30 მეტრი;
პლასტმასის გოფრირებული მილი - 30 მეტრი;

შენიშვნა: ს.გ.პ ყაზბეგში არსებული (არანაკლებ 1650 kva) ძირითადი გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს სათადარიგო გენერატორის ავტომატურ რეჟიმში გაშვება.

დამატებითი მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა შემოთავაზებული დიზელ-გენერატორების მიწოდების მომენტში უნდა წარმოადგინოს საქარხნო შემოწმების აქტი (FAT), შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი უნდა გადაეცეს შემსყიდველს.

2. ორივე გენერატორი უნდა იყოს დახურული ტიპის, ქარხნული წესით ნაწარმოები, ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით. ასევე, აღჭრვილი უნდა იყოს შესაბამისი დამიწებით.

**დანართი N2 - ძირითადი აგრეგატები და გამოსაყენებელი მასალების ჯამური ღირებულება უნდა იყოს დანართი N1- ფასთა ცხრილის ჯამური ღირებულების შესაბამისი;

*** შემსყიდველი უფლებამოსილია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული დიზელ-გენერატორების დამონტაჟების პროცესში, "დანართი N2 - ძირითადი აგრეგატები და გამოსაყენებელი მასალები" -თ გათვალისწინებული დამხმარე გამოსაყენებელი მასალები არ აითვისოს სრულად და აანაზღაუროს ფაქტიურად გახარჯული მასალების ღირებულების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

დიზელ-გენერატორების მიწოდება თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 (ასი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება-მონტაჟის ადგილები:

1. საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“, მის:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამებას ტერიტორია;
2. საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი", მის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დარიალის ხეობა;

1.7.1 requirement related to guarantee period

დიზელ-გენერატორებზე (როგორც ძირითად აგრეგატზე - დიზელ-გენერატორზე, ასევე მაკომპლექტებელ ნაწილებზე და შესრულებულ სამუშაოებზე), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში.

1.7.2 შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ხარვეზი გამოწვეულია ნივთის მექანიკური დაზიანებით.

1.7.3 პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი #1-ფასების ცხრილი"-ს შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის კონკრეტული საგარანტიო პერიოდის შესახებ (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

1.7.4 საგარანტიო პერიოდის უზრუნველსაყოფად, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ვალდებულია წარმოდგინოს, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით რომელიც ძალაში უნდა იყოს ამავე კითხვარით გათვალისწინებულ სრულ საგარანტიო პერიოდზე, კერძოდ არანაკლებ 3 (სამი) წლით. ხსენებული გარანტიის ამოქმედება მოხდება, მიმწოდებლის მიერ მხოლოდ და მხოლოდ, როგორც საგარანტიო პირობების, ასევე საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში.

1.7.5 საგარანტიო პერიოდში დიზელ-გენერატორების შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის ავტორიზირებულ სერვისცენტრში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1.პრეტენდენტმა "დანართი N 2-ძირითადი აგრეგატები და გამოსაყენებელი მასალები"-ს პირველ და მეორე პოზიციებზე უნდა მიუთითოს დიზელ-გენერატორების მწარმოებელი კომპანიის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის შესახებ ინფორმაცია
2. პრეტენდენტმა "დანართი N 2-ძირითადი აგრეგატები და გამოსაყენებელი მასალები"-ს პირველ და მეორე პოზიციებზე უნდა მიუთითოს დიზელ-გენერატორის ძრავის წარმოშობის ქვეყნის, ძრავის ბრენდის და ძრავის მოდელის შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის ქარულ ენაზე თარგმნა სავალდებულო არ არის.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 (სამი) (2021 წლის 06 მარტიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ჯამურად 1 203 824.00 ლარის ღირებულების გენერატორების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა საგადასახადო დოკუმენტი ან/და SPA,NAT,CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, საქართველოში უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული დიზელ გენერატორის მწარმოებელი კომპანიის მინიმუმ 1 (ერთი) ავტორიზირებული სერვისცენტრი რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წერილი (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) შესაბამისი მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიული წესით დამოწმებული)

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული დიზელ გენერატორის მწარმოებელი კომპანიის მინიმუმ 1 (ერთი) ავტორიზირებული ინჟინერი, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, პრეტენდენტსა და აღნიშნულ ინჟინერს შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ორივე გენერატორის ძრავი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ან დიდი ბრიტანეთის ბრენდის, რაც უნდა დასტურდებოდეს რეგისტრაციის ქვეყანაში საწარმოს არსებობით და აღნიშნული ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს შემოთავაზებული ძრავის ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე; (ოფიციალური ვებ-ბმულის სახით წარმოდგენის შემთხვევაში ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება).

2.7.1.2. შემოთავაზებული დიზელ გენერატორის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს:

* ხმაურის შესაბამისობის სერთიფიკატი: 2000/14/EC;
* საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის იმუნიტეტის სტანდარტები ელექტროსტატიკური გამონადენის შესახებ (ESD): EN61000-6-4; EN61000-6-2; აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტი ან/და უნდა იძებნებოდეს ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
* აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ცეცხლგამძლეობის დასკვნა: TS EN 13501-1 და სტანდარტი: TS ISO 8528-4 და TS ISO 8528-5;
* აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული, კოროზიის საწინააღმდეგო დასკვნა: TS EN ISO 9227;
* CE დეკლარაცია;

2.7.1.3. შემოთავაზებული დიზელ-გენერატორი უნდა იყოს ინდუსტრიული ტიპის, კლასი არანაკლებ G3 - ISO 8528 შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტი ან/და უნდა იძებნებოდეს მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ ვებ ბმულზე;

2.7.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წერილი (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ან/და უნდა იძებნებოდეს მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ ვებ ბმულზე ინფორმაცია შემოთავაზებული დიზელ-გენერატორის სამუშაო ტემპერატურასთან დაკავშირებით;

2.7.1.5. ზემოთ აღნიშნული მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიული წესით დამოწმებული, ინფორმაციის ოფიციალური ვებ-ბმულის სახით წარმოდგენის შემთხვევაში ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება.

2.9 other additional requirements

1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენზე ნოტარიული წესით დამოწმებული, გარდა წინამდებარე ტენდერის 2.7.1 და 2.1.1 ქვეპუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისისა;

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).

7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1.ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

6.3.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.4 კითხვარით გათვლისწინებული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო უზრუნველყოფის გარანტია ძალაში უნდა იყოს, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 კითხვარით გათვალისწინებულ სრულ საგარანტიო პერიოდზე.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი გარანტია N1

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ამასთან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი: "გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნი არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში".
- გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.



ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი გარანტია N2

- საგარანტიო ვადის პერიოდის უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; გარანტიაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი: "გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნი არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში". გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
-საგარანტიო ვადის პერიოდის უზრუნველყოფის გარანტია ძალაში უნდა იყოს, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 კითხვარით გათვალისწინებულ სრულ საგარანტიო პერიოდზე, კერძოდ არანაკლებ 3 (სამი) წელი.


-მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, საგარანტიო პირობების ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს წარმოდგენილი გარანტიები.

ასევე შესაძლებელია ზემოთხსენებული გარანტები წარმოდგენილი იქნეს უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით) ღირებულების შესაბამისად.
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე;
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მოწოდების (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით) შემდეგ, შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო ბრეგვაძე, 599431000, s.bregvadze@rs.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru