1.2.1 საპროექტო ობიექტების მდებარეობა:
გლდანის რაიონის ტერიტორიაზე 3 ობიექტზე ჩასატარებელია გზების
კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, აღნიშნული ქუჩების სავარაუდო
ფართებია:
1. კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის ქ. – 4000 მ2;
2. ნასერალის ქედის ქ. – 5000 მ2;
3. მარკ ბრონშტეინის 1 ჩიხი - 500 მ2.
1.2.2 საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
1. საკვლევა–საძიებო სამუშაოები:
1.1. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური) კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა
გრაფიკული ჭრილებით;
1.2. გრუნტის სინჯების აღება და ნებისმიერი სხვა გეო-ტექნიკური კვლევები
და გამოცდა, როგორც ეს საჭიროა გზის პროექტირებისთვის. (წარმოდგენილი
იქნას ლიცენზირებული ლაბორატორის მიერ დამოწმებული კვლევის შედეგები
და ფოტომასალა);
1.3. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კოორდინატთა სისტემაში
(GeoCORS);
1.4. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო
ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში საყრდენი
კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა;
1.5. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი,
რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან (საჭიროების
შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება).
1.6. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა)
მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეთანხმება
შესაბამის სამსახურებთან. (საპროექტო ობიექტზე რომელიმე
საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი
კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
2. მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
2.1. განმარტებითი ბარათი: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ
აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის
არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური
ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ
სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2.2. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო
ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.3. სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება
გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და
დამკვეთთან შეთანხმებით (საჭიროების შემთხვევაში);
2.4. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და
საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
2.5. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა კვლევების შედეგებზე
დაყრდნობით. მ/შორის ასფალტის საფარის მოწყობა გათვალისწინებული უნდა
იქნას „გოსტ 9128-2013“-ის მოთხოვნების შესაბამისად.
2.6. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
2.7. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 20-30მ-ში (საჭიროების
მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ
წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს
საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
2.8. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული
ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით).
2.9. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე
ქსელი) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები,
სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები;
2.10. ცხრილები და უწყისები;
2.11. საპიკეტო უწყისები;
2.12. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების
დამაგრების უწყისი და სხვა;
2.13. კრებსითი უწყისების მასალების, საგზაო სამოსის ფართების,
საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების და
სხვა უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს
ზუსტი მოცულობები.
2.14. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა რესურსული
მეთოდით, სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით;
2.15. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი,
შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
2.16. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (4 ეგზ.) და
ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით - „Sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები -
„Calibri”-ით (პროექტი – „PDF” და „DWG”, ხარჯთაღრიცხვა 2 ეგზ. „EXCEL” ფორმატში);
3. სხვა მოთხოვნები:
3.1. გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური
ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის
შეთანხმება დამკვეთთან;
3.2. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილებზე და ნარჩენების
შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა
(შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან;
3.3. ტროტუარებზე და გადასასვლელებზე შშმ პირთათვის ადაპტირებული
კონსტრუქციული ელემენტების გათვალისწინება პროექტში.
3.4. სარეაბილიტაციო ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის (ფრეზირებული
მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით (შესაძლებლობის
ფარგლებში);
3.5. საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციაში უნდა იყოს უწყისები
შესასყიდი კერძო ნაკვეთების, ნარგავების და შენობა-ნაგებობების
შესახებ, დასაკავებელი მიწების (გზის განთავსების ზოლში) ოდენობა, მათი
სახეობა, დანიშნულებები და სხვა მახასიათებლები (შენობა-ნაგებობები,
ხეხილი, ბიზნეს აქმიანობა და ა.შ.) საპროექტო გზის განთავსების ზოლში
მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათი ქონების გამოსყიდვისა და
განსახლების ქმედებებისათვის საჭირო ზომები და მისი ღირებულებები
დასაკავებელი მიწებისა და განსახლების საკითხების გათვალისწინებით.
ამასთანავე უწყისები აღსადგენი ღობეების და სხვა ობიექტების
შესახებ;
3.6. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა
საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე
(დამკვეთთან შეთანხმებით);
3.7 მიმწოდებელი ვალდებული საჭიროების შემთხვევაში ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალქაქ მთბილისის მუნიუციპალიტეტის
ტრანსპორტის განვითარების საატენტოსთან შეათანხმოს სატრანსპორტო
უსაფრთხოების სქემა.
3.8. მიმწოდებელმა საავტორო ზედამხედველობა უნდა განხორციელოს
სამუშაოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
3.9 სამუშაოების წარმოების პროცესში, საავტორო ზედამხედველობისას,
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტებში შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი
ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოსაფხვრელად (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), შემსყიდველის მიერ გაკეთებული ოფიციალური მოთხოვნიდან
გონივრულ ვადაში (ზუსტ ვადას განსაზღვრავს შემსყიდველი აღნიშნული
ფაქტის დადგომისას), მოახდინოს პროექტის კორექტირება.
3.10 მიმწოდებელმა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის დროს უნდა
იხელმძღვანელოს საქ. მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41-ე დადგენილებით
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობისა და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“.