1.2.1 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა:
1.2.1.1 მარკა: HYUNDAI, მოდელი: ACCENT, გამოშვების წელი: 2011; სახ. ნომერი TT-570-PT - 1 ერთეული;
1.2.1.2 მარკა: FORD, მოდელი: TRANSIT გამოშვების წელი: 2012; სახ. ნომერი TT-574-PT - 1 ერთეული;
1.2.1.3 მარკა: FORD, მოდელი: TRANSIT გამოშვების წელი: 2012; სახ. ნომერი TT-576-PT - 1 ერთეული;
1.2.1.4 მარკა: FORD, მოდელი: TRANSIT გამოშვების წელი: 1995; სახ. ნომერი TT-571-PT - 1 ერთეული;
1.2.1.5 მარკა: ISUZU; მოდელი: NPR75 გამოშვების წელი: 2011; სახ. ნომერი TT-572-PT - 1 ერთეული.
1.2.1.6 მარკა: FORD; მოდელი: TRANSIT 350EL; გამოშვების წელი 2018; სახ. ნომერი: GG-312-TT - 1
ერთეული;
1.2.1.7 მარკა: LVTONG; მოდელი: LT-A617.4; გამოშვების წელი: 2022; ტიპი: სპეციალური 4
ადგილიანი; ძრავი - ელექტრო; სახ. ნომერი: HK437HH - 1 ერთეული;
1.2.1.8 მარკა: LVTONG; მოდელი: LT-A4; გამოშვების წელი: 2018; ტიპი: სპეციალური 4
ადგილიანი; ძრავი - ელექტრო; საიდენტიფიკაციო კოდი: LT-A0018351 - 1 ერთეული;
1.2.1.9 მარკა: LVTONG; მოდელი: LT-A4; გამოშვების წელი: 2018; ტიპი: სპეციალური 4
ადგილიანი; ძრავი - ელექტრო; საიდენტიფიკაციო კოდი: LT-A0018350 - 1 ერთეული;
1.2.1.10 მარკა: YAMAHA; მოდელი: G29E; გამოშვების წელი: 2010; ტიპი: 4 ადგილიანი; ძრავი -
ელექტრო - 1 ერთეული;
1.2.2. გასაწევი მომსახურება მოიცავს:
1.2.2.1 ახალი ქარხნული ან/და ორიგინალი, ავტონაწილების მიწოდება/მონტაჟი,
საჭიროების შემთხვევაში შეკეთება.
1.2.2.2 გამონაკლისის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების
საფუძველზე, დასაშვებია მეორადი ნაწილები, რომლის შესყიდვის
აუცილებლობისას, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო
ფასის გათვალისწინებით.
1.2.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს შესასრულებელი
მომსახურების/სამუშაოს, შესაკეთებელი ან შესაცვლელი დეტალების
დათვალიერება (სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება/შემოწმებას
მიმწოდებელი ახორციელებს უფასოდ) და შესაბამისი დეფექტური აქტის
შედგენა სატრანსპორტო საშუალების სერვის-ცენტრში მიყვანიდან შემდეგ
ვადებში:
ა) სავალი ნაწილებისათვის (მათ შორის "ცეპლენიის" გადაბმულობის
დეტალების) არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღე;
ბ) სამუხრუჭე ხუნდების, ძრავის ღვედების, ნათურების, საცხებ-საპოხი
მასალების, ფილტრების, მინის საწმენდი ჯაგრისების, არაუგვიანეს 1 (ერთი)
სამუშაო დღე;
გ) ელექტროობისათვის არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღე;
დ) აგრეგატული ნაწილებისათვის (ძრავი, ხიდი, გადაცემათა ან/და
გამანაწილებელი კოლოფი და სხვა) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღე.
ე) სამღებრო და სათუნუქე სამუშაოებისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო
დღე;
ვ) სხვა სათადარიგო ნაწილებისათვის ან/და მომსახურებისათვის
არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღე.
ე) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შემსიყიდველზე
მიწოდება მატერიალურად ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
1.2.2.4 მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა
აღემატებოდეს შემდეგ ვადებს:
ა) სავალი ნაწილებისათვის (მათ შორის "ცეპლენიის" გადაბმულობის
დეტალები) არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღე.
ბ) სამუხრუჭე ხუნდების, ძრავის ღვედების, ნათურების, საცხებ-საპოხი
მასალების, ფილტრების, მინის საწმენდი ჯაგრისების არაუმეტეს 1 (ერთი)
სამუშაო დღე.
გ) ელექტროობისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღე.
დ) ხანგრძლივი მომსახურების გაწევის ვადა აგრეგატული ნაწილებისათვის
(ძრავი, ხიდი, გადაცემათა და გამანაწილებელი კოლოფი) არაუმეტეს 7 (შვიდი)
სამუშაო დღე.
ე) ხანგრძლივი მომსახურება, სამღებრო და სათუნუქე სამუშაოებისათვის
არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
ვ) სხვა სათადარიგო ნაწილების შეცვლა, რომელიც არ არის განსაზღვრული
ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 2
(ორი) სამუშაო დღე.
ზ) სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში
მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
თ) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,
ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას,
ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის
ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის
დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკევთით განსაზღვრული დეტალის
ჩამოსვლის თარიღის შესახებ).
1.2.3 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს;
1.2.4. თუ მომსახურების პრეისკურანტში არ არის გათვალისწინებული იმ
მომენტისათვის საჭირო საქონელი (ნაწილები და საცხებ საპოხი მასალები)
და მომსახურება, აღნიშნული ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის
აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის
გათვალისწინებით.
1.2.5. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 268794,00
(ორასსამოცდარვა ათას შვიდასოთხმოცდათოთხმეტი) ლარით.
1.2.6. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 25 000
(ოცდახუთი ათასი) ლარზე, სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი
უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის
და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად,
მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებაში
მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა.
1.2.7. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი
არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის
გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
1.2.8. პრეტენდენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ
ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს
შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს
პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის,
პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა
პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების
ღირებულება. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა
დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
1.2.9. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში;
1.2.10. მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო
საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს
უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაუკატორის
მომსახურება და ა.შ.);
1.2.11. შესყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის
დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი დანართი N2 წარმოდგენა
დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში
მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას
ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ
შტამპს).